“პარლამენტში ჩემი სტუმრობა იქნება საქმიანი და არა პოლიტიკური შოუ” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს პარლამენტში ჩემი სტუმრობა იქნება აუცილებლად საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში აუცილებლად მივა.

„საქართველოს პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება აუცილებლად საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუ. არა მხოლოდ როგორც მინისტრი, ზოგადად როგორც მოქალაქე, ვარ საკმაოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი, ისევე როგორც კანონმორჩილი. მე გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რომ პარლამენტის რეგლამენტი არ დამირღვევია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე მინისტრის მისვლა რამდენიმე დღის წინ ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ მოითხოვეს. ამასთან, მინისტრმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძესა და დეპუტატ ლევან კობერიძეს წერილით მიმართა, რომ კომიტეტში მისი სტუმრობა მიმდინარე თვის ბოლო კვირაში გადაავადონ.

მსგავსი თემები