“3 %-იანი ჯგუფები არიან, კონკურენციის გაწევის შანსი რომ არ აქვთ, იციან” – ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე

3 %-იანი ჯგუფები არიან, კონკურენციის გაწევის შანსი რომ არ აქვთ, იციან, ამიტომ ახლა მიმართავენ ამ ცირკს – არ სურთ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და იყენებენ საბაბად სხვადასხვა საკითხს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არასერიოზულია, როცა ოპოზიციის წევრები პრემიერ- მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობენ მაშინ, როცა არც სტრატეგია აქვთ და არც საერთო ღირებულებები აერთიანებთ.

“ამ ჯგუფებმა რა ტიპის კანდიდატთან დაკავშირებითაც არ უნდა ისაუბრონ, ეს მიდგომა მათი მხრიდან არის არასერიოზული. მათ არ წარმოუდგენიათ არავითარი ხედვა, არანაირი ღირებულებითი ერთიანობა მათ არ აკავშირებთ. გავიგეთ და ჩვენმა საზოგადოებამ იცის ის, რომ ეს არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ არსებული დესტრუქციული ჯგუფები და გავიგეთ, რომ ამ ყველაფერს ჰქვია თავის სახელი – “ნაციონალური მოძრაობა” – შესაკრებთა გადანცვლებით ჯამი არ იცვლება. შესაბამისად, არასერიოზულია, რომ პრემიერ- მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით დაიწყეს საუბარი. ჯერ ხედვა გაუზიარონ საზოგადოებას და რა ღირებულებები აერთიანებთ, რა სტრატეგიას სთავაზობენ ამომრჩეველს, შემდეგ არჩევნებზე მოვიდნენ და კონკურენცია გასწიონ, თუმცა 3 %-იანი ჯგუფები არიან და კონკურენციის გაწევის შანსი რომ არ აქვთ, იციან, ამიტომ ახლა მიმართავენ იმ ცირკს, რომ არ სურთ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და იყენებენ საბაბად სხვადასხვა საკითხს. არასერიოზულია ასეთი სცენები,”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები