საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

„50 პაციენტი იმყოფება ინფექციურ საავადმყოფოში. მომართვიანობა გაიზარდა იმის გამო, რომ გაიზარდა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. ყველა, ვინც დადასტურებულ შემთხვევებთან იყო კონტაქტში თვლის საჭიროდ, რომ თავი შეიმოწმოს. ახლა შემატყობინეს, რომ დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც იყო ჩვენს კლინიკაში შემოსული და არ იყო მისი გამოკვლევის შედეგი ცნობილი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მე-13 შემთხვევაა.

მსგავსი თემები