“წლის დასაწყისში, ზამთრის კურორტებზე გარკვეული გართულებები გვქონდა” – პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომა მთის კურორტებზე შექმნილ პრობლემებზე საუბარით დაიწყო და აღნიშნა, რომ ბაკურიანსა და გუდაურში, წყალმომარაგების პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. „წლის დასაწყისში ზამთრის კურორტებზე გარკვეული გართულებები გვქონდა. მოგეხსენებათ, წყალმომარაგების თვალსაზრისით, როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში, პრობლემები იყო. აქ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზუსტად ვიცით, გამომწვევი მიზეზები იყო როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური“ – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მისივე თქმით, ტურისტების მეტი ყრადღება სჭირდება და მთავობის ძალისხმევაც მოსაფრთხილებელია. „ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო…

მეტი...

უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი პარლამენტს ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კარლო კოპალიანი საკანონმდებლო ორგანოს ტოვებს. როგორც ცნობილია, ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს. მას პარლამენტში სავარაუდოდ, სიით მომდევნო კანდიდატი, გიორგი ჩაკვეტაძე ჩაანაცვლებს. როგორც ჩაკვეტაძე აცხადებს, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს და ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. “ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული, რადგან კონსულტაციები უნდა გავიარო. უახლოეს მომავალში აუცილებლად გაგაგებინებთ,” – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად კი, საკითხი პირველ რიგში საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს, რის შემდეგაც დეპუტატები სესიაზე კენჭს უყრიან.

მეტი...