საქართველოში დღეს მეორე მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს უკვე მეორე, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების სიღრმემ 10 კილომეტრი შეადგინა, ხოლო მისი ეპიცენტრი ქალაქ ოზურგეთის – სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ გომთან იყო.

ცნობისთვის,  დილით, ოზურგეთთან 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მსგავსი თემები