“ვეცდებით, რომ არც ერთ გლეხს არ დარჩეს ჩაუბარებელი ყურძენი და ფასიც იყოს მისაღები, როგორც გლეხებისთვის, ასევე ფერმერებისთვის”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
სოლომონ პავლიაშვილის ინფორმაციით, 2012 წლიდან ღვინის მწარმოებელი კომპანიების რაოდენობა 51-დან 1088-მდე გაიზარდა, რაც როგორც პავლიაშვილი ამბობს, კონკურენციის ზრდის მაჩვენებელია.
„იმედი მაქვს, რომ რთველის სპეციალური საკოორდინაციო შტაბისა და უმაღლესი დონის ლოჯისტიკის მეშვეობით, წელს რთველი წარმატებით ჩაივლის. სახელმწიფოს აქვს მონახაზი, თავადაც განახორციელოს, ყურძნის გარკვეული რაოდენობის შესყიდვა, რათა კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნას და კომერციულმა სექტორმა ამაზე დაბალ ფასად ვერ შეისყიდოს ყურძენი“, – განაცხადა პავლიაშვილმა.
პავლიაშვილი ამბობს, რომ წელს ყურძნის ფასი მისაღები და სტაბილური იქნება, თუმცა არ აკონკრეტებს ერთი კილოგრამი ყურძნის სავარაუდო ფასს. მისი თქმით, ნეგატიური განწყობები ნაადრევია.