საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დევნილ ვეტერანთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, დევნილი ვეტერანები ქუთაისში 60 ბინას მიიღებენ, ხოლო მომავალ წელს, თბილისსა და ზუგდიდში მათ 120 ბინა გადაეცემათ.