გურამიშვილის გამზირზე, ორი მამაკაცი მოკლეს

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ორი მამაკაცია მოკლული. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს 2 ან მეტი პირის მიმართ.

მეტი...

“რაც მამუკა ხაზარაძეს აქვს ბრალად წაყენებული, შეუძლიათ ნათია თურნავას წაუყენონ”- დავით ჭიჭინაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, პარტია „ტრიბუნას“ თავმჯდომარე, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ბრალი, რომელიც საქართველოს პროკურატურამ, მამუკა ხაზარაძეს წაუყენა, ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავასაც წაუყენონ. “რაც მამუკა ხაზარაძეს აქვს ბრალად წაყენებული, იგივე წარმატებით შეუძლიათ საკუთარ მინისტრს, ნათია თურნავას წაუყენონ, მითუმეტეს რომ ანალოგიური სქემებია იქაც. თან,  ეს საქმე დიდი ხნის წინაა დაწყებული და ჩვენებებიცაა მიცემული. სადაც ჩანს, რომ 2012 წლამდე, ძალიან ვბევრ ისეთ საქმეშია ბრალდებული , რასაც ხელმძღვანელობდა თურნავა და მისი გუნდი. ანუ, არ შეიძლება შერჩევითი სამართალი. თუ ხაზარაძე დამნაშავეა, იგივე დანაშაულის ჩამდენია თურნავა და არა „წარმატებული“ მინისტრი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის „აღმშენებელი“,…

მეტი...

“აზერბაიჯანელები, კიდევ უფრო ზრდიან სამხედრო ბაზას უდაბნოს მონასტრის მისადგომებთან”- დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის – “ძალა ერთობაშია”, დამფუძნებლის დავით ქაცარავას განცხადებით, დავით გარეჯში მდგომარეობა არ შეცვლილა. მისი თქმით, გადაკეტილია ჩიჩხიტური, აღდგომის ტაძრამდე მისასვლელი ბილიკები და უდაბნოს მონასტერი. როგორც დავით ქაცარავამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, აზერბაიჯანული მხარე უდაბნოს მონასტრის მისადგომებთან, სამხედრო ბაზას ზრდის. დავით ქაცარავა აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანელები უკვე ღიად აცხადებენ, რომ დავით გარეჯი მათი ტერიტორიაა. “ჩვენო საპატრულო ჯგუფი ბრუნდება მორიგი პატრულირებიდან. სიტუაცია იგივეა, რაც იყო 22.07.2019.. განსხვავება ისაა, რომ აზერბაიჯანელები კიდევ უფრო ზრდიან სამხედრო ბაზას უდაბნოს მონასტრის მისადგომებთან. თორემ დანარჩენი უცვლელია, ყველაფერი გადაკეტილია. ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც, აზერბაიჯანული ოფიციოზი პირდაპირ აფიქსირებს ჩვენთვის მიუღებელ…

მეტი...

“დედას გეფიცები, ოქრუაშვილზე საუბარი არ მინდა, მისი ბავშვის ნათლია ვარ”- ქიბარ ხალვაში

ქიბარ ხალვაშმა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დღეს საკუთარი ხელმოწერის ნიმუში დატოვა. ამით უნდა დადასტურდეს იმ დოკუმენტის ნამდვილობა ან სიყალბე, რომლითაც ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2-ის” ქონებაზე პრეტენზიას აცხადებს. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით არის დათარიღებული. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ მას ირაკლი ოქრუაშვილზე საუბარი არ უნდა, თუმცა აცხადებს, რომ ოქრუაშვილი ნაძირალაა და ყველაფერს კადრულობს. “დედას გეფიცები, ოქრუაშვილზე საუბარი არ მინდა, მისი ბავშვის ნათლია ვარ. რასაც ვიტყვი ძალიან მძიმე იქნება მისთვის. იმ ბავშვსაც გულს დავწყვეტ. ღმერთის მეშინია. უბრალოდ არის ბოლო კაცი, ნაძირალა და არის გაუმაძღარი ადამიანი, რომელმაც შეიძლება კეთილდღეობისთვის ყველაფერი იკისროს,“ – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

მეტი...

“რეალურად “ხამსამ” კი არ ესროლა, ირაკლი ოქრუაშვილი იყო”- კახა კალაძე

ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებას, რომ 2016 წელს მას კახა კალაძის დავალებით ცეცხლი გაუხსნეს, კალაძე ხუმრობით პასუხობს. ქალაქის მერი აცხადებს, რომ ოქრუაშვილმა თავად ისროლა. მისი თქმით, ოქრუაშვილის ყველა განცხადება აღიარებითი ჩვენებაა, როგორ მუშაობდა ყოფილი ხელისუფლება.  “მანდ სხვანაირად იყო, რეალურად “ხამსამ” კი არ ესროლა, ირაკლი ოქრუაშვილი იყო. მოგვიანებით ამასთან დაკავშირებით, ალბათ, გააკეთებს კომენტარს თვითონ.  ყველა მისი გამოსვლა, ფაქტობრივად, არის, გარკვეულწილად, აღიარებითი ჩვენებები. კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, როგორი მეთოდებით მუშაობდა წინა ხელისუფლება, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ბიზნესსექტორთან. ის, რაც ჭორის დონეზე იყო ყურმოკვრით საუბრობდნენ, ფაქტობრივად, ამ ადამიანმა თავის ინტერვიუებში ღიად დააფიქსირა და ჩვენება მისცა, რა ხდებოდა და…

მეტი...

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, პროკურატურა დატოვეს

ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მათ გენერალური პროკურატურა უკვე დატოვეს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მიმდინარე გამოძიება არის მისი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პირადი დევნა. მისივე თქმით, პროექტები, რომელშიც ისინი არიან ჩართული, არ შეფერხდება. „დევნა გრძელდება უკვე წელიწადია. სამწუხაროდ, ეს არის მამუკასა და ჩემს მიმართ პირადი დევნის გაგრძელება. ეს აყენებს უზარმაზარ ზიანს ქვეყანას, რა თქმა უნდა, იმ პროექტებს, რომელშიც ჩვენ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცე ერთი პროექტი, სადაც მე და მამუკა ვმონაწილეობთ, არ შეფერხდეს. არც ერთ მათგანს არ შეეხოს მათი განხორციელება. ჩვენ, ახლა განვიხილავთ ყველა ზომას, რომ ბანკის…

მეტი...

“მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შსს-ს ხელში ვართ”- მამუკა ხაზარაძე

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძეს განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ დააკავებენ. მამუკა ხაზარაძე, გენერალური პროკურატურის განცხადებას, აბსურდს უწოდებს. “არასდროს არაფერს არ გამოვრიცხავ, მითუმეტეს იმ ქაოსში, რომელიც ქვეყანაშია სამწუხაროდ. არაფერს არ გამოვრიცხავ. მზად ვარ ყველაფრისთვის და ვერავინ ვერავის შეაშინებს. ამ ქალაქში გავიზარდე და ძალიან ბევრი რამე მინახავს, რომ ასეთი შოუებისთვის გულის ფანცქალი დაგვეწყოს. გუშინ ჩამოვედი, მინდა გითხრათ, რომ ერთი ქართველი დაიბადა, ჩემი შვილიშვილი -სახელად ალექსანდრე. უცხოეთში ვიყავი. გახარებული ჩამოვედი და ეს სიურპრიზი დამხვდა. გამოძიებას, ჩვენ, ამ ტრანზაქციაზე მივაწოდეთ სრული ინფორმაცია. თქვენ იცით, რომ რამოდენიმე ორგანიზაციამ ჩაატარა ამის გამოკვლევა. ის, რაც დღეს გააჟღერეს, არის…

მეტი...

“მრავალწლიანი სიჩუმის შემდეგ, დღეს თავს ვალდებულად ვთვლი, ვამხილო ოქრუაშვილი” – მიხეილ ქარელი

“მრავალწლიანი სიჩუმის შემდეგ, დღეს თავს ვალდებულად ვთვლი, ვამხილო ირაკლი ოქრუაშვილის ავანტიურა და იმისთვის, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს, მზად ვარ ჩვენების მისაცემადაც”, – ვკითხულობთ ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ ქარელის განცხადებაში. ქარელის თქმით, ოქრუაშვილი იმაზე ბევრად უფრო ბინძური და უზნეოა, ვიდრე ჩანს. „ვავრცელებ განცხადებას, რათა საზოგადოებისთვის უფრო ნათელი გახდეს ინფორმაცია იმ ფაქტებზე, რასაც მე ვფლობ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ, „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდების მიზნით, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის გაყალბებასთან დაკავშირებით. წლების წინ, რაც მე პოლიტიკიდან წავედი და ქვეყნიდან წასვლა მომიწია, ძალიან დიდ ხანს არ ვჩანდი საქართველოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ პერიოდის განმავლობაში,…

მეტი...

“ივანიშვილთან, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ კომუნიკაცია არ მქონია”- ქიბარ ხალვაში

“რუსთავი 2” – ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია ბოლოს 2012 წლის ნოემბერში, ბელგიაში ჰქონდა. როგორც ექსპერტიზის ბიუროში, საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მისულმა ქიბარ ხალვაშმა, ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილს, მისთვის არც სტრასბურგის გადაწყვეტილება მიულოცავს. „ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია არასდროს. ერთხელ მქონდა ბელგიაში ვიყავით, 2012 წლის ნოემბერში. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ კომუნიკაცია არ მქონია. ბევრმა მომილოცა, სამწუხაროდ, “იმან” – არა. ყველას, ვისაც გაუხარდა, მომილოცა. რომ გახარებოდა მომილოცავდა“, – განაცხადა ხალვაშმა. შეგახსენებთ, საქმე ეხება ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრე თავადაა, რისი დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია. ოქრუაშვილის მტკიცებით, საბუთს ხელს ხალვაში…

მეტი...

“ტარიფის გაორმაგებაზე საუბარი არასდროს ყოფილა” – თბილისის მერის მოადგილე

“ტარიფის ინტეგრაცია არ ნიშნავს ტარიფის გაძვირებას, შესაბამისად, თითოეული მოქალაქე რასაც დღეს გაიღებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობისთვის, იმავეს გადაიხდის“, – ეს განცხადება თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ გააკეთა. მაია ბითაძის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ინტეგრირებულ ტარიფებზე, რისი საშუალებითაც, ადამიანები მგზავრობისთვის, რამდენიმე ტრანსპორტის გამოყენების შემთხვევაშიც, ერთხელ გადაიხდიან. „ტარიფი იქნება იმ ბილეთის შესაბამისი, რასაც მგზავრი აირჩევს. თუ მგზავრი გადაადგილდება მხოლოდ მეტროთი, გადაიხდის მხოლოდ მეტროს საფასურს. ახლა იწყება მუშაობა ინტეგრირებულ ტარიფზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები მგზავრობისთვის, რამდენიმე ტრანსპორტის გამოყენების შემთხვევაშიც, ერთხელ გადაიხდიან. გადახდა იქნება ელექტრონულად. ტარიფის ინტეგრაცია არ ნიშნავს ტარიფის გაძვირებას, შესაბამისად, თითოეული მოქალაქე რასაც დღეს…

მეტი...

გია ვოლსკი, მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლას “თიბისი ბანკს” უკავშირებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენებას პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირებს. როგორც გია ვოლსკი აცხადებს, შესაძლოა მამუკა ხაზარაძემ, სწორედ იმიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, რომ მის საქმე თაროზე არ შემოიდო და გამოძიება გაგრძელდა. „ყველამ კარგად ვიცით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხის გათეთრებაზე თუ არასწორ მანიპულაციაზე იყო საუბარი. ზუსტად  ვერ იტყვის ვერც ერთი პოლიტიკოსი, ამიტომ პროკურატურამ კეთილი უნდა ინებოს და ბრალდებებიც უნდა იყოს ზუსტი, დასაბუთებული და სასამართლომაც უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც კითხვებს არ დატოვებს საზოგადოებაში. თაროზე ვინ შემოდო ეს საქმე, მე არ ვიცი, იყო თუ არა საერთოდ თაროზე შემოდებული თუ პროცესი…

მეტი...

“აგვისტოს ომმა საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა” – შოთა უტიაშვილი

“აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლიუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს “დაჩმორება” იოლი არ იქნებოდა”, – ეს განცხადება შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, შოთა უტიაშვილმა გააკეთა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, “მოსკოვმა მოახერხა, და “ქართული ოცნების” უთავმოყვარეობის, პანიკიორობისა და არაპროფესიონალიზმის წყალობით, მიაღწია იმას, რომ ივანიშვილს რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს”. “უმარტივესი ილეთით, სანქციების მუქარით, მერე მისი შემსუბუქების იმედის მიცემით, საზღვართან ჩატარებული სამხედრო წვრთნებით, კრემლმა სრულიად ამოაგდო კალაპოტიდან საქართველოს მთავრობა.აგერ შედეგიც, ყველაზე მნიშვნელოვანი პროდასავლური პროექტი, ანაკლიის პორტი, გაყინეს, ყველაზე დიდი პროდასავლური ორგანიზაცია –…

მეტი...

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი სამუშია უკრაინამ საქართველოს გადმოსცა

წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი სამუშია უკრაინამ საქართველოს გადმოსცა. გიორგი სამუშია უკრაინაში 31 მაისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კი უკრაინას გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადიციისთვის მიმართა. ამასთან, გიორგი სამუშია 2015 წელს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებით, გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, აიძულა მოქალაქე, ეღიარებინა ზუგდიდში ტერორისტული აქტის მოწყობა. გამოძიების ცნობით, ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ, დაკავებული ავტომანქანით ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აწამეს. ამავე საქმეზე გიორგი სამუშიასთან ერთად ბრალდებულები არიან დათა ახალაია, გიგი კალანდაძე და რომან შამათავა. მოგვიანებით, გიორგი სამუშიას…

მეტი...

“იქმნება ერთიანი ელექტროენერგეტიკული სივრცე ჩვენი ქვეყნისა, რუსეთთან, ირანთან, სომხეთთან”- შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, 2015 წელს ხელისუფლებამ ირანთან, რუსეთთან და სომხეთთან ერთიანი ელექტროენერგეტიკული სივრცის შექმნის შესახებ პროექტს ხელი მოაწერა.   მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ, ერთი მხრივ, დათმო ენერგოსუვერენიტეტი, მეორე მხრივ კი, გარიგებაში შევიდა რუსეთთან და ირანთან, რომლებსაც ევროკავშირისა და აშშ-სგან მძიმე სანქციები აქვთ დაწესებული.  “2015 წლის დეკემბერში ივანიშვილის რეჟიმმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის შესაბამისადაც იქმნება ერთიანი ელექტროენერგეტიკული სივრცე ჩვენი ქვეყნისა, რუსეთთან, ირანთან, სომხეთთან, რაც ნიშნავს ენერგეტიკული სუვერენიტეტის გაყიდვას. მუშაობა დღემდე გრძელდება და ორ-სამ წელში გათვლილია აღნიშნული პროექტის დასრულება,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მეტი...

ევროპაში გაუსაძლისი სიცხეებია, ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ევროპაში გაუსაძლისი სიცხეებია. საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ბორდოში 41 გრადუსია, პარიზსა და მის შემოგარენში კი ტემპერატურამ 35 გრადუსს გადააჭარბა. მეტეოროგოლებმა ნარინჯისფერი დონის განგაში საფრანგეთის 80 რეგიონში გამოაცხადეს და მოსახლეობას და ტურისტებს მზეზე გასვლისგან თავის შეკავება ურჩიეს. ანალოგიური რეკომენდაცია გამოქვეყნდა ესპანეთშიც. ცენტრალურ რეგიონებში უკვე 41 გრადუსია და კიდევ უფრო დაცხება. ევროპული მეტეოსააგენტოს პროგნოზით, დღეიდან ტემპერატურა ევროპის ყველა ქვეყანაში მოიმატებს. რეკორდული სიცხეებია მოსალოდნელი ბელგიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებსა და სკანდინავიის ქვეყნებში. სპეციალისტები ცხელ ზაფხულს კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ.

მეტი...

საქართველოში ექთნების მწვავე დეფიციტა – სტატისტიკა

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტს განიცდის. ამის შესახებ საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიაშია ნათქვამი. როგორც მთავრობის მიერ დამტკიცებულ საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიაში წერია, სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი უკანასკნელი წლების განმავლობაში ზრდის დინამიკით ხასიათდება და 2017 წელს 509.0 (100 000 მოსახლეზე) შეადგინა, ის მაინც საკმაოდ ჩამორჩება სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით კი, ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის, საქართველო 100 000 მოსახლეზე, ექთნების რაოდენობის მიხედვით, ბოლოსწინა ადგილს იკავებს. იმავე…

მეტი...

“ტიფლისი უძველესი აზერბაიჯანული ქალაქია”- აზერბაიჯანელი პარლამენტარი

აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, ეროვნული ასამბლეის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მიჯლისის (პარლამენტის) წევრი იაკუბ მახმუდოვი, “ანგარიშისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ დავით გარეჯი და აღმოსავლეთ საქართველო, მათ შორის თბილისი, აზერბაიჯანული მიწებია. იაკუბ მახმუდოვის განცხადებით, სტალინმა, საქართველოს, აზერბაიჯანელი ხალხის თანხმობის გარეშე, შირაქის მიწები გადასცა. მისი თქმით, აზერბაიჯანს უფლება აქვს, მოითხოვოს მისი ისტორიული მიწები თუმცა, ქართველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობის გამო ამას არ აკეთებს.  ” პროვოკატორებმა და მათმა ძალებმა უნდა იცოდნენ, რომ დავით გარეჯი და აღმოსავლეთ საქართველო აზერბაიჯანული მიწებია. ტიფლის არის უძველესი აზერბაიჯანული ქალაქი. თუ საქართველო პროვოკატორებს ხელმძღვანელობს, აზერბაიჯანსაც უფლება აქვს, მოითხოვონ მისი ისტორიული მიწები. 1930-იან წლებში, აზერბაიჯანის…

მეტი...

ე.წ სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო დაზარალებული აბიტურიენტები, სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

ე.წ სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო დაზარალებული აბიტურიენტები, სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან. გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მიიღო. მინისტრის თქმით, გარდა ამისა, სახელმწიფო მათ სწავლას დაუფინანსებს. „ეს შეეხება ყველა აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი, ამა თუ იმ, გამოცდაზე მიღებული შედეგისა. სავალდებულოა, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა 2019-2020 წლებში დააგროვონ სწავლების 240 კრედიტიდან სულ მცირე, 60 კრედიტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 2020-2021 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების…

მეტი...

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი საწვავის გაძირების მიზეზებს ასახელებს

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ბენზინის გაძვირება ლარის გაუფასურებითა და საწვავის საერთაშორისო ფასების ცვლილებითაა განპირობებული. „მიზეზი საერთაშორისო ფასების ზრდაა და, რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის კურსი. ჩვენ პროდუქციის შესყიდვას ვახდენთ ამერიკულ ვალუტაში და მისი რეალიზაცია, შემოსავლის მიღება არის ლარებში. შემდგომი პარტია რომ შევისყიდოთ, ამისთვის გვჭირდება გავაკეთოთ კონვერტაცია და როდესაც ამას მაღალი კურსით ვაკეთებთ, ბუნებრივია, ეს, ადეკვატურად, აისახება შიდა ბაზარზე, ანუ საქართველოში ფასების დონეზე”, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ. ამასთან, ფხაკაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ეკონომიკაში ნეგატიური ფონი მნიშვნელოვნად შემცირებულია და ამ თემაზე ეროვნულ ბანკთან შეხვედრა იგეგმება. „როგორც ხელისუფლების, ისე ბიზნესის ინტერესებშია, რომ…

მეტი...

“კალაძეზე ოქრუაშვილის განცხადება დათა თუთაშხიას მახსენებს” – გია ვოლსკი

“კახა კალაძეზე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება დათა თუთაშხიას მახსენებს, დავალებას რომ აძლევს, იმას უთხარი ისო, მაგრამ სახლში თუ არ დაგხვდა, მეორეს უთხარი იგივე, ოღონდ პირიქითო”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ. ვოლსკის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს ეს ყველაფერი იმისთვის სჭირდება, რომ, ან პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა თავის დამკვიდრება, ან “ნაციონალური მოძრაობის” ვალი აქვს. „კახა კალაძეც გამოვა და იტყვის, ოქრუაშვილი მოკვლას მიპირებდა, ან „მარსიანელები“ ჩამოიყვანესო. ამ საკითხებს სერიოზულ პასუხს ვერ გავცემ. ეს ყველაფერი ირაკლი ოქრუაშვილს სჭირდება ან იმისთვის, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა თავის დამკვიდრება და კითხვებისგან თავის არიდება, ან რაღაც დიდი ვალი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“, რომელმაც დაიჭირა,…

მეტი...

პროკურატურა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წარუდგენს

“პროკურატურა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მოადგილეს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წარუდგენს და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს”, – აცხადებენ პროკურატურაში. უწყების ცნობით, შემაჯამებელი გადაწყვეტილება, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მიღებულია. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ,  რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია  შემაჯამებელი გადაწყვეტილება. გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის…

მეტი...

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე, ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა. დოლიძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოში გვიანობამდე მიმდინარეობს გასაუბრება, კანდიდატებს კომფორტი უნდა შეექმნათ. „ჩემი კეთილი ნების გამოხატვით, მინდა, გადავცე ეს საშუალება იმისთვის, რომ იუსტიციის საბჭოში თავი იგრძნონ, როგორც სახლში. სავარაუდოდ, მათ შაბათ-კვირასაც დასჭირდებათ გასაუბრება. მგონი, ის პირობა მაინც უნდა შევუქმნათ, ადამიანი ღამე რომ არის იუსტიციის საბჭოში, კომფორტულად მოვიდეს აქ და რამდენიმე საათი გესაუბროთ. ზოგადად, უნივერსალური ვიყიდე, ქალებისთვისაც არის და კაცებისთვისაც“, – განაცხადა დოლიძემ. დოლიძის განცხადებას საბჭოს წევრი, ვასილ მშვენიერაძე გამოეხმაურა. „უკაცრავად, მაგრამ ზომები იციდით?! მე, მაგალითად 44 ზომას ვიცვამ“, – მიმართა მშვენიერაძემ.

მეტი...

“სტრასბურგის სასამართლოს სამი უმძიმესი გადაწყვეტილება “ნაციონალური მოძრაობისთვის” განაჩენია”

“სტრასბურგიდან ჩვენ მივიღეთ არაერთი, არამედ სამი უმძიმესი გადაწყვეტილება, სამივე გადაწყვეტილება არის განაჩენი ერთადერთი ძალისთვის და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და წინა ხელისუფლება, რადგან ორ უმძიმეს საქმეში სახელმწიფომ, მაშინდელი ხელისუფლების ქმედებების გამო, საქმე წააგო, ხოლო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, რომელიც მესამე საქმეა, ყველამ ვნახეთ რა გადაწყვეტილებაც მიიღო”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა. ჩუგოშვილის თქმით, როდესაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოდიოდა და როდესაც სტრასბურგის სასამართლომ პრესრელიზი გაავრცელა იქ აქცენტი გაკეთდა იმ უმძიმეს შეურაცხმყოფელ, ცილისმწამებლურ განცხადებებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ტელევიზიის დირექტორის და სხვების მხრიდან მოსამართლეების მიმართ. „ეს წლები ვართ ბინძური ცილისწამების…

მეტი...

“მწვანე ეკონომიკის სკოლა” – ახალი სტუდენტური პროგრამა

ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ახალი სტუდენტური პროგრამის, „მწვანე ეკონომიკის სკოლის“ საზეიმო გახსნა გაიმართა. პროგრამა მიზნად ისახავს, საუნივერსიტეტო რესურსების დაკავშირებას მიმდინარე სახელმწიფო და საერთაშორისო ეკონომიკურ პროგრამებთან. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს. უწყების ცნობით, პროგრამაში მონაწილეობს საქართველოს ექვსი უნივერსიტეტიდან კონკურსის წესით შერჩეული 20 სტუდენტი, რომლებიც გადამზადდებიან და გაიგზავნებიან საქართველოს რეგიონებში ტყის რესურსების გამოყენების საოჯახო, კერძო, სათემო, მუნიციპალური, ან ეროვნული მოდელების შესამუშავებლად.  “პილოტირებისთვის, წარმოდგენილი პროექტები პროგრამის ფარგლებშივე დაფინანსდება და სტუდენტების უშუალო მონაწილეობით განხორციელდება” – განაცხადა CENN-ის დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ. მდგრადი განვითარების მიზნებისა და სოფლის განვითარების სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად და „მწვანე ეკონომიკის…

მეტი...

“რუსთავი 2”-ის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.  განცხადებას “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ. „რუსთავი 2-ის“ მფლობელების და გენერალური დირექტორის ცვლილების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა არხის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების საკითხი, რადგან მიგვაჩნია, რომ ქვეყნაში მედია პლურალიზმის, განსხვავებული აზრისა და მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პლატფორმის არსებობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. არხის ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის განცხადება უკვე აღარ ტოვებს ილუზიას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თავისუფალი სიტყვა და პროდასავლური ორიენტაციის მქონე არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა. ამიტომ არხის ჟურნალისტები მივმართავთ ყველა იმ ავტორიტეტულ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციას, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს,…

მეტი...

იულია სუსლიაკის ადვოკატი სასაზღვრო პოლიციის გადაწყვეტილებას შსს-ში გაასაჩივრებს

იულია სუსლიაკის ადვოკატი სასაზღვრო პოლიციის გადაწყვეტილებას შს სამინისტროში ასაჩივრებს და მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის საქართველოში შემოსვლის ნებართვას ითხოვს. „ჩვენ ვითხოვთ, რომ, პირველ რიგში, მას მიეცეს თავისუფლად გადაადგილების უფლება. იულია სუსლიაკი საქართველოდან აპირებს ქართველი სამართალდამცავების წინააღმდეგ მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასა თუ პასუხისმგებლობის საკითხზე, იბრძოლოს და დაიცვას თავისი უფლებები. დროა, გონს მოეგონ, რამეთუ, რაც უფრო სიღრმეში შედის ეს საქმე, მით უფრო დიდი სკანდალია,“ – განაცხადა ზურაბ თოდუამ. ცნობისთვის, ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებულ ქალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი ვერ დაუმტკიცა და ის სასამართლომ გაათავისუფლა. ახლა კი მას საქართველოში შემოსვლის უფლებას აღარ აძლევენ.

მეტი...

ლავროვი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაში დასავლეთს ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაში დასავლეთს, უპირველეს ყოვლისა კი, აშშ-ს ადანაშაულებს. ლავროვმა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომიც გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ ქართულ ჯარს ამერიკელი ინსტრუქტორები წვრთნიდნენ. მისი განცხადებით, რუსეთში არ აქვთ ქართველი ხალხისადმი ნეგატიური დამოკიდებულება და მათი მიზანი არასდროს ყოფილა საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესება. „ყოველივე ეს იმის გამო ხდება, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატები, ყველანაირად ცდილობენ, მოწყვიტონ ჩვენი მეზობლები რუსეთის ფედერაციას. 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მთლიანად “უმტყუნა მუხრუჭებმა” და გაფრთხილებების მიუხედავად, მან გადაწყვიტა ძალა გამოეყენებინა სამხრეთ ოსეთში და შემდეგ აფხაზეთში.…

მეტი...

“საქართველოს რუსეთისგან სიკეთის მეტი არაფერი მიუღია” – მორიგი ულტიმატუმი

რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი საქართველოს ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. მან, ერთ-ერთ ინტერვიუში, დეპუტატ გავრილოვის ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. დუმის სპიკერი აცხადებს, რომ თუ მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება გაგრძელდება, რუსეთს საპასუხო ქმედებების შესაძლებლობა აქვს. ვოლოდინი დარწმუნებულია, რომ საქართველოს რუსეთისგან სიკეთის მეტი არაფერი მიუღია და ქართველებმა ეს უნდა დააფასონ. „არ შეიძლება ასე ყალიბდებოდეს იმ ქვეყნის დამოკიდებულება, რომელსაც რუსეთისგან სიკეთის გარდა არაფერი მიუღია. ამან ჩვენ შეგვაშფოთა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთვლით, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ, საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოუხადოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მისი მხრიდან განცხადებები, რომ რუსეთი არის აგრესორი…

მეტი...

„ქარელზე რომ კომენტარი გავაკეთო, ოქრუაშვილი კი არა, გამოშტერებულიშვილი უნდა ვიყო“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„ქარელზე რომ კომენტარი გავაკეთო, ოქრუაშვილი არ უნდა ვიყო, გამოშტერებულიშვილი უნდა ვიყო,“ – ასე ეხმაურება „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ ქარელის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ადამიანებს ხალვაშის ხელმოწერის გასაყალბებლად ავარჯიშებდა. ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ მიმართული ხელისუფლების ქმედებები არაადეკვატურია. „არაადეკვატურები რომ არიან, ეს საყოველთაოდ ცნობილია. ჭადრაკს ვეთამაშებით და ისინი სამკარტიან დურაკას გვეთამაშებიან ყველას, ამ წლების განმავლობაში. არიან თუ არა შეწუხებულები, ვერ გეტყვით. აბსოლუტურად არასერიოზულები არიან. ოდნავ მაინც ლოგიკური რაღაც დაერიგებინათ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა. „თენგიზ კიტოვანს გააკეთებინონ კიდევ რაიმე კომენტარი“, – დასძინა ოქრუაშვილმა.

მეტი...