“პუტინს არ აწყობს ივანიშვილის წაქცევა, რადგან მას სხვა დასაყრდენი საქართველოში არ ჰყავს” – რომან გოცირიძე

„პუტინმა დაინახა, რომ სანქციების დაწესება კიდევ ერთი დარტყმა იქნებოდა ივანიშვილისთვის. პუტინს არ აწყობს ივანიშვილის წაქცევა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილი დღეს რუსეთის პრეზიდენტის ერთადერთი საყრდენია საქართველოში. „პუტინმა დაინახა, რომ სანქციების დაწესება კიდევ ერთი დარტყმა იქნებოდა ივანიშვილისთვის. სანქციის გამოცხადება ივანიშვილისთვის ფეხის დადება იქნებოდა, პუტინს კი არ აწყობს ივანიშვილის წაქცევა, იმიტომ, რომ სხვა დასაყრდენი მას საქართველოში არ ჰყავს, აბა, მართლა ქართველის ხალხის ხათრით კი არ შეაჩერა სანქციები“, – განაცხადა გოცირიძემ. გოცირიძის თქმით, არც ის ფაქტი იყო შემთხვევითი, რომ სანქციების შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტის…

მეტი...

“აქცია სოროსისგან ფინანსდება” – სოსო შატბერაშვილი

მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოსო შატბერაშვილის განცხადებით, რუსთაველზე მიმდინარე აქცია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” უდგას სათავეში, სოროსის მიერ ფინანსდება. როგორც სოსო შატბერაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქციაზე დაფიქსირებული არიან სომეხი ბოევიკები, რომლებიც სოროსის მიერ ფინანსდებიან და სახელმწიფო გადატრიალება სურთ. “ეს განსაკუთრებული აქციაა, რომელიც ფინანსდება სოროსის ფონდისგან და კიდევ სხვა ფონდებისგან. აქცია არ შეწყდება მანამ, სანამ აქციის მონაწილეები არიან დაფინანსებულები და იღებენ ხელფასს. ნამდვილად ფინანსდება აქცია სოროსიდან და ამის დამადასტურებლად მოგიყვანთ გავრცელებულ ინფორმაციას. მიტინგზე დააფიქსირეს სომეხი ბოევიკები. მე თბილისელ სომხებს არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ სასომხეთიდან ჩამოსულ ბოევიკებს, რომლებიც სურათებიდან ამოიცნეს. ერთი გახლავთ…

მეტი...

“მინიმუმ 6 მილიონი გვაქვს დაკარგული ამ ტურისტული ემბარგოს გამო” – სოსო შატბერაშვილი

“მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოსო შატბერაშვილის განცხადებით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუარესებამ და რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესებამ, საქართველოს ბიუჯეტს, მინიმუმ 6 მილიონი ლარის ზარალი მოუტანა. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართული აქციის მიზანიც ეს იყო. როგორც სოსო შატბერაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საფრთხის ქვეშ არიან. “მართალია, სახელმწიფო გადატრიალება ვერ შედგა, მაგრამ აქციის მონაწილეებმა გარკვეულად მიაღწიეს თავის მიზანს. საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, რომელიც არ ბრწყინავდა ბოლო დროს, მაგრამ მეტ-ნაკლებად დამთბარი იყო, არიეს. შარშან 8 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა საქართველოში და აქედან 6 მილიონი რუსეთიდან იყო. თუ ამ 6 მილიონს გავამრავლებთ მინიმუმ 1000 ლარზე, გამოვა 6…

მეტი...

“პუტინის გადაწყვეტილება იყო ცალსახად ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება” – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, სანქციების საკითხზე, მიესალმება და ამბობს, რომ ეს ერთადერთი მართებული საქციელია მისი მხრიდან. მინისტრის თქმით, არ შეიძლება სიტუაციის ესკალაცია და უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება. „ჩვენ გულდასმით ვადევნებდით თვალს უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და უნდა ითქვას, რომ ის პროვოკაციული განცხადებები, რომლებმაც გამოიწვია სიტუაციის გამძაფრება, ესკალაცია იყო კატეგორიულად მიუღებელი. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ცალსახად ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილებაა და, მხოლოდ და მხოლოდ, შეიძლება მიესალმო. არავითარ შემთხვევაში ამ უპასუხისმგებლო და მართლაც პროვოკაციულ განცხადებებს, რასაც სიტუაციის გამძაფრება მოჰყვა, რომელსაც მოჰყვა სწორედ სიტუაციის ესკალაცია, დესტაბილიზაცია, იმ მძიმე ფონის შექმნა, რომელმაც…

მეტი...

“სამწუხაროა, როდესაც პუტინმა ჩვენს პრეზიდენტსა და ხელისუფლებაზე უფრო ადეკვატურად შეაფასა სიტუაცია”

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, საქართველოსთვის სანქციების დაკისრებასთან დაკავშირებით, “ევროპული საქართველოს” ლიდერი, დავით ბაქრაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც პუტინმა, საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლებისგან განსხვავებით, უფრო ადეკვატურად შეაფასა ვითარება. ბაქრაძე რუსეთის მიერ სანქციების არ შემოღებას მიესალმება, მაგრამ მისი თქმით, ეს არ ხდება იმის გამო, რომ პუტინს საქართველოსთვის სიკეთე უნდა. „სანქციების შემოღების მუქარა და შემდეგ არ შემოღება არის ზუსტად ისეთივე შანტაჟის მექანიზმი, როგორც თავად სანქცირება. ამიტომ რუსეთი ჩვენი სანდო და საიმედო პარტნიორი არ არის და ვერ იქნება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ჩვენი უსაფრთხოების და განვითარების გასაღები არის ევროპაში, ევროპულ ბაზარში, ევროკავშირში გაწევრიანებაში და ნატო-ს…

მეტი...

“გამოვისყიდოთ “რუსთავი 2” ამ დამპლებიანად და “ბაგრატიონ 1″ დავარქვათ” – ოლეგ ნილოვი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, „სპრავედლივაია რასიას“ ფრაქციიდან, ოლეგ ნილოვი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გამოსყიდვისა და სახელის გადარქმევის წინადადებით გამოვიდა. დეპუტატის თქმით, ტელეკომპანიას “ბაგრატიონ 1” – ს დაარქმევენ. „ჩემი წინადადებაა, არ შევჩერდეთ შემოთავაზებულ ეკონომიკურ ზომებზე. რატომ არ მიგვაჩნია შესაძლებლად და აუცილებლად მედიის სფეროში სათანადო პასუხის გაცემა? ვნახოთ, იქნებ არის საშუალება, მათ შორის რუსეთის ქართული სათვისტომოს დახმარებით, ავიღოთ და მთლიანად გამოვისყიდოთ ეს ტელეარხი „რუსთავი 2“ ამ დამპლებიანად. ცხადია, სახელიც გადავარქვათ მას, მაგალითად, „ბაგრატიონ 1“ დავარქვათ“, – განაცხადა დეპუტატმა ნილოვმა.

მეტი...

პუტინი საქართველოსთვის სანქციების დაკისრებასა და გიორგი გაბუნიას გასამართლებას არ აპირებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის“ გამო, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს. ინფორმაციას რუსული სააგენტო, „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. „არ გავაკეთებდი ამას ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინის თქმით, საქართველოში ანტირუსული განწყობები ღვივდება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც არ იციან ისტორია და ამით საბოლოოდ, საქართველოს ზარალს აყენებენ. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი საჭიროდ არ მიიჩნევს ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნას. „დიდი პატივია მისთვის ასეთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მომავალშიც გააშუქოს“, – აღნიშნა პუტინმა.

მეტი...

“რუსეთის წყალობით არსებობს მსოფლიო რუკაზე ორი ინვალიდი, შეუმდგარი სახელმწიფო – საქართველო და უკრაინა”

“მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წყალობით მსოფლიო რუკაზე არსებობს ორი ბოროტი, ინვალიდი, თავიანთი ტერიტორიების ნაწილის გარეშე – შეუმდგარი სახელმწიფო, საქართველო და უკრაინა”, – ეს განცხადება რუსეთის დუმის დეპუტატმა, პიოტრ ტოლსტოიმ დუმის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიური ზომები განიხილებოდა. რუსი კანონმდებლის თქმით, ის, რომ საქართველო და უკრაინა დღეს მსოფლიო რუკაზე არსებობენ, სწორედ რუსეთის დამსახურებაა და “ისინი ბოღმით დაიწვებიან, ვიდრე არ გააცნობიერებენ, რომ დაკარგული ტერიტორიები მათ არასდროს დაუბრუნდებათ”. „როდესაც მაგალითად ზოოპარკში მაკაკა ვიზიტორს გალიიდან ბანანის ქერქს ესვრის, ის ხომ ადამიანად არ იქცევა. ხოლო, როდესაც პასუხად ადამიანი ისვრის ბანანის ქერქს მაკაკს, ის წამით მაიმუნად იქცევა. ამიტომ თავშეკავებულად, ხისტად და მკაცრად…

მეტი...

“რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც” – ვლადიმერ ჟირინოვსკი

“რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც, სხვა შემთხვევაში პროფაშისტური რეჟიმები იბატონებენ” – განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ. რუსეთის დუმის დეპუტატი პუტინს საქართველოს სამაგალითოდ დასჯიდკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ არ შეიძლება ხალხებს შორის მეგობრობაზე საუბარი, როცა რუსი დიპლომატები “საქართველოში კინაღამ მოკლეს”.​ მისი თქმით, რუსეთი მხოლოდ ბორჯომით არ უნდა შემოიფარგლოს და უნდა დაწესდეს მკაცრი ეკონომიკური სანქციები.  “მხოლოდ ბორჯომით არ უნდა შემოვიფარგლოთ, შევწყვიტოთ ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსთან. შევუწყვიტოთ ელექტროენერგიის მიწოდება შევაჩეროთ გზავნილები. აქ უამრავი არალეგალი ბიზნესმენია, რა ხალხებს შორის მეგობრობა მოგინდათ. ლამის დიპლომატები მოგვიკლეს. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადამწყვეტი და ხისტი ზომები და წესრიგი დავამყაროთ მთელ სამხრეთ კავკასიაში –…

მეტი...

„მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება” – დავით ჭიჭინაძე

“მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად შემოდის” – აცხადებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და ამბობს, რომ ამჯერად, ფსონი მამუკა ხაზარაძეზე იდება.  “დღეს მხოლოდ მიშა „აცოცხლებს“ ივანიშვილს, რადგან „ევრონაცებმა“ ალტერნატიული ძალის – „არა მიშა“ –  შექმნა ვერ მოახერხეს და ამ ეტაპზე, მათი მხოლოდ მარგინალიზება ხდება.  როგორც ჩანს, ფსონი ამჯერად მამუკა ხაზარაძეზე იდება, როგორც ე.წ. ახალი პროდასავლური მოდელის, შედარებით ნაკლებად ცუდი ისტორიით. თუმცა, ეს ვითომ „ნაკლებად ცუდი ისტორია“ რამდენად დაიტევს საბანკო სისტემის განუკითხაობისა და ბანკირების თავგასულობისგან დაზარალებულ ადამიანების ჯარს, თავისი წართმეული ქონებებით, ამას უკვე დრო გვაჩვენებს“ – აღნიშნავს დეპუტატი.  შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ, საზოგადოებრივი…

მეტი...

„გავრილოვი „ვითიბი ბანკის“ საბჭოს წევრია, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ საქართველოში შემოიყვანა“ – გოგლა ბარამიძე

„ეს ის გავრილოვია, რომელიც წლების განმავლობაში, რუსული „ვითიბი ბანკის“ საკონსულტაციო საბჭოს წევრი იყო. „ვითიბი ბანკის“, რომელიც წინა ხელისუფლებამ საქართველოში შემოიყვანა და დღესაც წარმატებით მუშაობს,“- აღნიშნული განცხადება, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძე, “მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე შეფასებით, ხუთმაგი სტანდარტით სამშობლო არ უნდა გვიყვარდეს და უნდა განვასხვაოთ ერმანეთისგან, პოლიტიკური მტერი და მოყვარე. „უმძიმესი ფაქტი იყო, როცა ხელისუფალი არ არის თავის ადგილას და აკეთებს ასეთ სისულელეებს, მაგრამ ვინ არის ეს გავრილოვი რატომღაც არავინ არ კითხულობს. აქ რომ ჩაესვენა ტახტრევანში მერე ატეხეს ყვირილი და წივილი. ამიტომ, ხუთმაგი სტანდარტები სამშობლოს…

მეტი...

საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ ემბაროს მხარი, 412 რუსმა კანონმდებელმა დაუჭირა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ქვეყნის მთავრობას საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების განხილვის რეკომენდაცია მისცა. რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში გამართულ კენჭისყრაზე ინიციატივას დარბაზში მყოფი დეპუტატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისცა ხმა. საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების მიღების მომხრე 412 კანონმდებელი იყო. დუმის ქვედა პალატამ მინისტრთა კაბინეტს სთხოვა, რომ შესაბამისი წინადადება ქვეყნის პრეზიდენტს წარუდგინოს. რუსმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოში მიმდინარე ანტირუსული პროვოკაციები დასაგმობია და უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. „საქართველოში რადიკალური ძალების ღია გამოხტომებს რუსულ-ქართული ურთიერთობების შემდგომი გაუარესებისკენ მივყავართ“, – ნათქვამია განცხადებაში. კენჭისყრის დაწყებამდე სიტყვით გამოვიდნენ დეპუტატები: ვლადიმერ ჟირინოვსკი და პიოტრ ტოლსტოი, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრი შეფასებები გააკეთეს და ხელისუფლებას…

მეტი...

„მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რუსეთი ხელმძღვანელობას, რუსეთში მცხოვრებ ქართველებს და საქართველოში მყოფ ტურისტებს მიმართავს. სალომე ზურაბიშვილმა, რუსეთის ხელმძღვანელობას მოუწოდა, არ აჰყვნენ ესკალაციას და არ უპასუხოს დესტრუქციული ძალების მიერ წამოწყებულ პროვოკაციას. პრეზიდენტმა, რუსეთში მცხოვრებ ქართველებსაც მიმართა და განუმარტა, რომ ხელისუფლება, მათი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებს. მისი თქმით, მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად „მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას. პარადოქსი იქნება, თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით, „რადიკალური“ ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს. აქვე, ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი…

მეტი...

„რუსეთში მცხოვრები ქართველები ტირიან, უმძიმესი დამოკიდებულებაა მათ მიმართ“ – გიგლა ბარამიძე

„არაერთი, ჩვენი თანამოქალაქე მიკავშირდება რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან – როსტოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, მოსკოვიდან და პირდაპირ ტირიან, რას გვერჩით, რატომ გვღუპავთო, უმძიმესი დამოკიდებულებაა მათ მიმართ ,“ – აღნიშნული განცხადება, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძე, “მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც ბარამიძე აღნიშნავს, რუსეთის მიმართ არასწორი პოლიტიკით და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით, იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკეთესი ყოფისთვის არიან წასულები, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავაყენეთ. „უნდა გავითვლისწინოთ, რომ იქ, დაახლოებით, 800 ათასამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს უკეთესი ყოფისთვის. გუშინ, არაერთი თანამოქალაქე დამიკავშირდა როსტოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, მოსკოვიდან და პირდაპირ ცრემლმომდგარი, ტიროდნენ რას გვერჩით, რატომ…

მეტი...

ბიზნესი მთავრობის გეგმას ელოდება, ბიზნესის ერთ-ერთი შეთავაზება კი არაბულ ქვეყნებთან სასაზღვრო პროცედურების გამარტივებაა

მსხვილი ბიზნესი, უდიდესი სასტუმროების ქსელი ხელისუფლებასთან მუდმივ კომუნიკაციაშია და მათი გადაწყვეტილების მოლოდინშია. ბიზნესის ერთ-ერთი შეთავაზება არაბული ქვეყნებისთვის და ინდოეთისთვის სავიზო/სასაზღვრო  პროცედურების გამარტივებაა, რაც ვითარებას მოკლე ვადებში განმუხტავს. როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას განაცხადა, მთავრობისთვის  წარდგენილი 10 პუნქტიდან, ერთ-ერთი პუნქტი, სწორედ ტურისტული ნაკადის მოკლე ვადებში  ჩანაცვლებას გულისხმობს. „ამ ეტაპისთვის, ყველა სასტუმროში ვითარება ერთნაირია –  ჯავშნები-ჯავშნების მიყოლებით უქმდება. ჩვენ, მთავრობას 10 პუნქტიანი გეგმა შევთავაზეთ, გვაქვს კონკრეტული გეგმები და ველოდებით ხელისუფების გადაწყვეტილება. ერთ-ერთი პუნქტი ეხება არაბული ქვეყნებიდან და ინდოეთიდან სავიზო და სასაზღვრო პროცედურების გამარტივებას. ეს იქნება მოკლევადიანი…

მეტი...

„ჟურნალისტის ქმედება ემსახურებოდა დაძაბულობის მუხტის შენარჩუნებას“ – კობა ნარჩემაშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის – კობა ნარჩემაშვილის შეფასებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადება მისი ინდივიდუალური ინიციატივა არ იყო და გამიზნული იყო დაძაბულობის მუხტის შენარჩუნებისთვის.   „ეს არ იყო  მისი ინდივიდუალური ინიციატივა,  ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ეს იყო კარგად გააზრებული და დაგეგმილი და გათვლილი, რა შედეგებიც შეიძლებოდა მას მოჰყოლოდა. ბუნებრივია, ყველაფრის გათვლა შეუძლებელია, მაგრამ უკიდურეს რადიკალიზაციას,  ხელს შეუწყობდა, ცხადი იყო. არ ვგულისხმობ, რომ ამ განცხადებების შემდეგ, რუსეთი დაბომბვას და ომის დაიწყებდა, მაგრამ, ამგვარ ქმედებას რომ როგორც გარეთ, ისე შიგნით, გაღიზიანება მოჰყვებოდა, ეს თავიდან ბოლომდე გათვლადი იყო“ – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. დეპუტატის…

მეტი...

„რევანშის წყურვილმა, შესაძლოა, გამოუსწორებელ შეცდომამდე მიგვიყვანოს, პროცესები უნდა მივიდეს არჩევნებამდე“ – დეპუტატი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, მიმდინარე ქაოტურმა პროცესებმა და ხელისუფლებაში დაბრუნების და რევანშის წყურვილმა, შესაძლოა, გამოუსწორებელ შეცდომამდე მიგვიყვანოს. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, ორი აზრი არ არსებობს, რომ პროცესები არჩევნებამდე უნდა მივიდეს. „ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბევრი პროცესის გამო დაბნეული ვარ. ყველა ერთად ვეთამაშებით სახელმწიფოებრიობას. არაკეთილგონიერი დამოკიდებულება გვაქვს იმ 30 წლიან მონაპოვართან, რომელიც გაგვაჩნია. შესაძლებელია, ვიღაცის დაუოკებელმა სურვილმა ხელისუფლებაში დაბრუნების და რევანშის, ან ვიღაცის დაუდევარმა სურვილმა, რადაც არ უნდა დაუჯდეს შეინარჩუნონ ხელისუფლება, შესაძლოა, გამოუსწორებელ შედეგამდე მიგვიყვანს. სადღაც დაიკარგა სიმართლე. ამ სიმართლის გაგონება საზოგადოების გარკვეულ ნაწილს…

მეტი...

“ღვინო და წყალი შეუძლიათ უფასოდ გაუგზავნონ ნატოს მოკავშირეებს” – რუსი დეპუტატი

რუსეთის სათათბიროს ინიციატივას, საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესახებ, სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფედერაციის საბჭოს წევრი, ალექსეი პუშკოვი და ამბობს, რომ საქართველოს ბოდიშების დრო ამოეწურა. განცხადებას პუშკოვი “ტვიტერზე” აქვეყნებს. “ქართველები ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ” – წერს პუშკოვი და საქართველოს ურჩევს, ღვინო და წყალი ნატოელ მოკავშირეებს გაუგზავნოს.  “საქართველოში ანტირუსული გამოხდომებით, “რუსთავი2″-ის პროვოკატორებითა და ჩვენს ტურისტებზე თავდასხმებით ის მიიღეს, რასაც იმსახურებენ. თავიანთი ღვინო და წყალი შეუძლიათ უფასოდ გაუგზავნონ ნატოს მოკავშირეებს, რომლებიც ალბათ, არაფერს გადაუხდიან,” – აცხადებს პუშკოვი. 

მეტი...

“ფული აქვს, კავშირები აქვს და პოლიტიკურ სივრცეში ადგილს თავისუფლად დაიკავებს“ – გიგლა ბარამიძე ხაზარაძე

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ სვლას აფასებს და ამბობს, რომ მას ყველაფერი აქვს პოლიტიკაში აქტიურად ჩასართველად. როგორც ბარამიძემ “მედიაცენტრ მთავარში” აღნიშნა, პირდაპირ თუ ირიბად, ხაზარაძე პოლიტიკაში ყოველთვის იყო. „მამუკა ხაზარაძე, პირდაპირ თუ ირიბად, ყოველთვის იყო პოლიტიკაში. საქართველოში მსხვილი ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთისგან დაცილებული არასდროს ყოფილა. უბრალოდ, ზოგჯერ არიან ოფიციალურად, ზოგჯერ არაოფიციალურად. მისი პოლიტიკაში მოსვლა მე არც გამკვირვებია. ალბათ, ექნება ხედვები, მაგრამ რომელ პოლიტიკურ ძალასთან დადგება, თუ თავად შექმნის პარტიას, ვერ გეტყვით. მას აქვს ფინანსები, გამოცდილება, კავშირები როგორც საქართველოში, ისე რუსეთსა…

მეტი...

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს და პოლიტიკაში მიდის

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე, საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. როგორც მამუკა ხაზარაძე, სოციალურ ქსელში წერს, ეს გადაწყვეტილება, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გადააწყვეტინა. “მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება,” – აცხადებს მამუკა ხაზარაძე. მისი თქმით, აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მიაჩნია ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება. როგორც ხაზარაძე განმარტავს, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს. “ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს. სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების…

მეტი...

“ვხედავთ მუდმივი არეულობის შემოტანას ქართულ საზოგადოებაში” – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, დიდი დოზით ისმის უპასუხისმგებლო განცხადებები. მისი თქმით, მათი მიზანი სახელმწიფო გადატრიალებაა. “ვხედავთ მუდმივი არეულობის, დაძაბულობის შემოტანას ქართულ საზოგადოებაში. რაღაც დოზით გამოსდით ეს ყველაფერი, მაგრამ ის მიზანი, რაც აქვთ, რომ ადუღება და გადატრიალებები მოაწყონ, ეს ნამდვილად არ გამოუვათ. ამის პირობა ყველას შეგვიძლია მივცეთ“ – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა. ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემა არ არის სახარბიელო. „მე როგორც ვხვდები, მათთვის პროპორციული საარჩევნო სისტემა არ არის სახარბიელო. კი ითხოვდნენ მაგრამ, როგორც ჩანს ძალიან შეწუხებულები არიან კონკრეტული მოვლენების ასეთ განვითარებით.…

მეტი...