პრეზიდენტის თქით, უცხოეთში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების ერთიანი ბაზა შეიქმნება

“პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო მუშაობა უცხოეთში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების ერთიანი ბაზის შექმნაზე, რადგან ეს საქართველოს უზარმაზარი ადამიანური კაპიტალია, რომელიც ბოლომდე გამოყენებული არ არის”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე. პრეზიდენტმა სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი წარმატებული ექიმები იქნებიან ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. „30 წლის წინ წამოწყებული ეს საქმე დღეს სამაგალითოა. ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში მას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან 1989 წელს კერძო უნივერსიტეტის ჩამოყალიბება გმირობა იყო.დღეს ეს უკვე მთელი ქვეყნისთვის საამაყო წარმატებული უნივერსიტეტი და წარმატებული…

მეტი...

“ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება” – “პოსტსკრიპტუმის” გუნდი

“ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება,” – ამ სიტყვებით მიმართა მაყურებელს „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, მიშა სესიაშვილმა. მისი თქმით, ახლა, როცა არხს ახალი მფლობელი ჰყავს, არსებობს რეალური საფრთხე, რომ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და თავისუფალ სიტყვას საფრთხე დაემუქროს. „ახლა ამ არხს ჰყავს ახალი მფლობელი და არის ახალი რეალობა, სადაც დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას და თავისუფალ სიტყვას ემუქრება რეალური საფრთხე, მაგრამ ჩვენ „პოსტსკრიპტუმის“ გუნდი, ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის. ვაპირებთ, ისევ დაგანახოთ ის შეულამაზებელი რეალობა, რომელიც ასე აღიზიანებთ სოლოლაკის მაღლობზე და ვაპირებთ რომ ეს გავაკეთოთ ბოლო წუთამდე, იქამდე, ვიდრე ამისი შესაძლებლობა გვექნება. თუკი ბოლო უმძიმესმა რამდენიმე წელიწადმა…

მეტი...

გენერალური პროკურატურა ​იულია სუსლიაკის საქმეზე განმარტებას აკეთებს

“​იულია სუსლიაკის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვაზე საქართველოს გენერალურ პროკურატურას არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია”, – ეს განცხადება პროკურორმა,  მარიამ გოგორელიანმა გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, სუსლიაკს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ შესაძლებლობა მიეცა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია უკრაინის მიმართულებით, თუმცა სუსლიაკმა საქართველოს ტერიტორია დატოვა აზერბაიჯანის მიმართულებით. „იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმე ქართული კანონმდებლობის და საერთაშორისო კონვენციების გათვალისწინებით, უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით, გადაგზავნილ იქნა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში. მას შემდეგ რაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინული მხარისთვის საქმის გადაგზავნის თაობაზე, უკვე აღარ არსებობდა იულია სუსლიაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება სუსლიაკის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე, რის შესახებაც მიმართული იქნა სასამართლოსთვის და იულია სუსლიაკი გათავისუფლდა პატიმრობიდან. ამის შემდეგ…

მეტი...

„გასაკეთებელი ისევ ბევრია“ – ქიბარ ხალვაში

„რუსთავი 2“-ის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ტელეკომომპანიის 100%-ის მფლობელი, ქიბარ ხალვაში დღეს პირველად, მოკლე კომენტარით, გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის თემას. „გასაკეთებელი ისევ ბევრია“, – წერს ხალვაში ფეისბუქზე და ტელევიზიის ახალ გენერალურ დირექტორთან და თავის ყოფილ ადოკატთან, პაატა სალიასთან ერთად, 2016 წელს გადაღებულ ფოტოს აზიარებს წარწერით – “გასაკეთებელი კიდევ ბევრია”,

მეტი...

ქიბარ ხალვაში, უარს ამბობს “რუსთავი 2”- ში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე

ცოტა ხნის წინ დასრულდა “კურიერისა” და “პოსტკრიპტუმის” გუნდის შეხვედრა “რუსთავი 2“-ის ახალ დირექტორთან,  პაატა სალიასთან.  პაატა სალიას განცხადებით, მან გაიარა კონსულტაციები ქიბარ ხალვაშთან, რომელიც უარს ამბობს შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის დასაცავად. „რუსთავი 2“- ის ახალი გენერალური დირექტორის ამბობს, რომ ქიბარ ხალვაში, ასევე უარზეა გაფორმდეს რაიმე სახის დოკუმენტი, სადაც არხის ახალი მფლობელი აიღებს ვალდებულებას სარედაქციო დამოუკიდებლობაზე. პაატა სალია აძლევს სიტყვას ჟურნალისტებს, რომ არ მოხდება ჩარევა საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების კონტენტში და ჟურნალისტები მას სიტყვაზე უნდა ენდონ. „წერილობითი გარანტია არ არსებობს და არ არსებობს განსაკუთრებითი იმ ფორმით რა ფორმითაც იყო შემოთავაზებული. ეს ვერ იქნება გარანტია…

მეტი...

გიორგი გაბუნიას „ოპერაცია“ – ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი ჟურნალისტის მონოლოგს განიხილავს

ვლადიმირ პუტინის ყოფილი მრჩეველი და “კატონის” ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ანდრეი ილარიონოვი, ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ჟურნალისტის, „PS” წამყვანის, გიორგი გაბუნიას გინებას პირდაპირ ეთერში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ, დაგეგმილ, გამიზნულ ოპერაციას უწოდებს. როგორც ანდრეი ილარიონოვი „ამერიკის ხმა“- სთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, გიორგი გაბუნიას მონოლოგი არ იყო ემოციურ ფონზე ნათქვამი სიტყვები. მისი თქმით, ის კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო, რაზეც ჟურნალისტის არასწორი საუბრის მანერა მეტყველებს. „გიორგი გაბუნიაზე წარსულში არაფერი მსმენია. გაბუნიას შემთხვევაში, არაფერი იყო შემთხვევითი. ის ძალიან კარგად იყო მომზადებული. აქ არ ვსაუბრობ უბრალოდ გინებაზე. ეს არ არის ბუნებრივი ქცევა, იქნება ეს…

მეტი...

შსს იულია სუსლიაკის საქართველოში არშემოშვების მიზეზს განმარტავს

იულია სუსლიაკის ქვეყანაში არშემოშვებასთან დაკავშირებით განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იულია სუსლიაკს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლის უფლება მესაზღვრეებმა არ მისცეს.  შსს განმარტავს არშემოშვების მიზეზს და ამბობს, რომ სუსლიაკი მგზავრობის ზუსტ მიზანს საზღვარზე ვერ ასახელებს და ასევე არ აქვს საკმარისი ფინანსები და სამოგზაურო დაზღვევა. მათი ინფორმაციით, სუსლიაკი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან აზერბაიჯანში გაუშვეს. „უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად. კერძოდ, აღნიშნული კანონის  მე-11…

მეტი...

იულია სუსლიაკი სამართალდამცავებს საბაჟო გამშვებ პუნქტ “სადახლოზე” ჰყავთ დაკავებული

იულია სუსლიაკი სამართალდამცავებს საბაჟო გამშვებ პუნქტ “სადახლოზე” ჰყავთ დაკავებული და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევენ. როგორც ადვოკატმა ზურაბ თოდუამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, სადახლოდან მას სუსლიაკი ახლახან დაუკავშირდა და უთხრა, რომ ქვეყანაში არ უშვებენ. ადვოკატის თქმით, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ის, ვაგონიდან ჩაიყვანეს და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე წაიყვანეს. მისი თქმით, იულია სუსლიაკი, საქართველოში კონსულტაციებისთვის ბრუნდებოდა. ის ხვალ “მედიაცენტრ მთავარში” ბრიფინგის გამართვასაც გეგმავდა, სადაც აპირებდა დაესახელებინა ის პირები, ვინც მისი თქმით, საქმეში ჩართული იყო, მას აყალბებდა და სუსლიაკზე ზეწოლას ახორციელებდა. “დაახლოებით, 2-3 წუთის წინ დამიკავშირდა ქალბატონი იულია და იმის შემდეგ, რაც…

მეტი...

იულია სუსლიაკი ისევ დაკავებულია – უკრაინელი ქალის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

უკრაინელი ქალბატონი, იულია სუსლიაკი ისევ დაკავებულია. გვიან ღამით, როდესაც ის ბაქოდან თბილისში მატარებლით ბრუნდებოდა, მოულოდნელად მატარებელი გააჩერეს. როგორც  სუსლიაკის მეუღლე აცხადებს, ორმა უცნობმა პირმა სუსლიაკი მატარებლიდან ჩამოიყვანა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. უკრაინელი ქალის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.  სუსლიაკი საქართველოში კონსულტაციებისთვის ბრუნდებოდა. იგი ხვალ ბრიფინგის გამართვასაც გეგმავდა, რომელზეც აპირებდა დაესახელებინა ის პირები, ვინც მისი თქმით, საქმში ჩართული იყო, მას აყალბებდა და სუსლიაკზე ზეწოლას ახორციელებდა. შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკის საქმე შეწყვეტილი არ არის და ის გამოსაძიებლად სრულად გადაეცა უკრაინის მხარეს. თავად სუსლიაკი კი ამბობს, რომ ის უკრაინაში არ დაბრუნდება, სანამ საქართველოში არ აღადგენს სამართლიანობას და მის შელახულ რეპუტაციას.

მეტი...

თიანეთში, ტყეკაფებამდე მისასვლელი გზის აღდგენა მიმდინარეობს

თიანეთში, სოფელ ალოტთან, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ეროვნული სატყეო სააგენტო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რაც ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა. სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა.

მეტი...

“ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის” აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და ლევან ვასაძე ხელმოწერებს აგროვებენ. მათი განცხადებით, ხელმოწერები, “ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის” აკრძალვის მოთხოვნით გროვდება. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები, ხელმოწერებს ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით აგროვებენ, რომელსაც შემდეგ პარლამენტს წარუდგენენ. „ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ამოღებულ იქნას სოდომური ცოდვის დამაკანონებელი ტერმინები, გენდერული იდენტობა და გამოხატვა და სექსუალური ორიენტაცია. საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვროს, რომ სოდომია ლგბტ არის ნორმიდან გადახრა, გარყვნილება და აიკრძალოს მისი ნებისმიერი ფორმით გასაჯაროება, გავრცელება, პროპაგანდა, ნორმად გამოცხადება. ყველა რაიონს მოვივლით და ყველა რაიონს მივაღწევთ, საქართველოს მასშტაბით ხორციელდება ეს ღონისძიება. ჩვენი მეგობრები, მეტროსთან დგანან და აგროვებენ ხელმოწერებს და ვაპირებთ ხელმოწერების შეტანას პარლამენტში,“…

მეტი...