“გაფართოვდება მედიკამენტების ჩამონათვალი” – აკაკი ზოიძე ახალ ინიციატივაზე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ერთ ლარად მედიკამენტების გაცემის პროგრამის გარდა, იგეგმება სხვა ნაბიჯებიც, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. მისი თქმით, მედიკამენტებზე დანახარჯები ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენი მოქალაქეებისთვის. „საყოველთაო ჯანდაცვით ბევრ ადამიანს მოეხსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლებით მომარაგების პრობლემა. თუმცა მედიკამენტების ფასები ბოლო პერიოდში იზრდებოდა და ამან ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა განსაკუთრებით ხანდაზმულ პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს. ქრონიკული ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ორი წლის წინ დაიწყო და ამით დაახლოებით 50-მა ათასმა სოციალურად დაუცველმა ადამიანმა უკვე ისარგებლა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა ფართოვდება, პენსიონერებზე, შშმ პირებზე,…

მეტი...

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს

20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, პროკურატურამ  შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა. მათი განცხადებით, შსს-ს თანამშრომელმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა. “გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, იარაღის გამოყენებით,  გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომელი დაკავებულია იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს…

მეტი...

გრიგოლ ვაშაძეს 18 ივლისს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოიკითხება. უწყების ცნობით, გრიგოლ ვაშაძე სამართალდამცველების კითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, გრიგოლ ვაშაძე სამინისტროში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, რაზეც მან უარი განაცხადა. ვაშაძის გადაწყვეტილებით, 20-21 ივნისს  მოვლენებზე  ინფორმაციას გამომძიებლებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიაწვდის“, – აცხადებენ შსს-ში. ამასთან, უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მეტი...

“მზად ვარ პარლამენტში მივიდე” – პრემიერ-მინისტრი

“ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმის ფონზე, რაც წინა დღეებში მოხდა, არ იქნებოდა ადეკვატური ნაბიჯი, მას პარლამენტში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობისა და სოციალური პროგრამების დინამიკაზე ესაუბრა. „ბუნებრივია, მზად ვარ საქართველოს პარლამენტში მივიდე, ისიც მინდა გითხრათ, რომ პარლამენტისთვის ჩემი ანგარიშის მიწოდება რეგლამენტის დაცვით მოხდა. შემდეგ უკვე როდესაც უნდა მივსულიყავი ჩემს გუნდთან ერთად, თქვენთანაც მაქვს კითხვა როგორც საქართველოს მოქალაქესთან, მე, უნდა მივსულიყავი ანგარიშით, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხია, მაგრამ იმის ფონზე , რაც წინა დღეებში მოხდა…

მეტი...

პრემიერ მინისტრის განცხადებით, საზღვრის სადელიმიტაციო კომისია მუშაობას მალე განაახლებს

„დავით გარეჯთან დაკავშირებით, საზღვირს სადელიმიტაციო კომისია  უახლოეს კვირებში მუშაობას განაახლებს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას კომისიის შეხვედრის ანგარიში ხელთ აქვს. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა და შესაბამისი უწყებები, ყოველდღიურ რეჟიმში არიან კონტაქტზე თავის კოლეგებთან აზერბაიჯანში. „ორი დღის უკან, იყო სამწუხარო ინცინდენტი, რომელიც ამოწურულია. მე მსურს კიდევ ერთხელ ყველას მივმართო, რომ ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი, ძალიან მგრძნობიარე თითოეული ჩვენგანისთვის და მინდა ყველას ვთხოვო, რომ მივცეთ საშუალება კომისიასა და შესაბამის უწყებებს, რომ გაგარძელონ ფუნქციონირება ნორმალურ რეჟიმში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

“მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტებს ნაწილობრივ დაუფარავს” – მამუკა ბახტაძე

“მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარება”, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  პრემიერის თქმით, მას ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიური კონტაქტი აქვს და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა გეგმა. „ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელებთან და მცირე მეწარმეებთან კონტაქტი. სწორედ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიმუშავა ეკონომიკის სამინისტრომ გეგმა. ამიტომ ვისურვებდი, ამ საკითხზე უფრო კონკრეტული კითხვა მიგვეღო. ჩვენ ეს წარვადგინეთ ბიზნესასოციაციის შეხვედრაზე. პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოქალაქეები, რომლებიც არიან ტურიზმის სექტორში დასაქმებული, განსაკუთრებით მოწყვლადი…

მეტი...

თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან შეიზღუდება

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 11:00 საათიდან 200 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. გარდა ამისა, მოძრაობა შეიზღუდება ვახუშტის ხიდიდან მარჯვენა სანაპიროზე, უკიდურეს მარჯვენა ზოლში, კლდის გასწვრივ. „გმირთა მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტებით: მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან, ლაგუნა ვერეს მხრიდან; მარშალ გელოვანის გამზირიდან გაგარინის ქუჩის გავლით (ვაჟა ფშაველას გამზირი, ბექას ქუჩა, ყაზბეგისა და პეკინის გამზირები, კოსტავას ქუჩა); ალიევის სახელობის სანაპიროდან გოთუას ქუჩის ან სააკაძის მე-2 გასასვლელის გავლით (სააკაძის მოედანი, ჭაბუკიანის ქუჩა, პეკინის გამზირი, კოსტავას ქუჩა). თამარ მეფის ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით ტრანსპორტი…

მეტი...

პენსიონერები, შშმ პირები და სხვა ჯგუფები 35 დასახელების მედიკამენტს ერთ ლარად შეიძენენ

“ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, არსებული დიფერენცირება მოიხსნება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და სხვა ჯგუფებს მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა შეეძლებათ”, – ამის  შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერის განმარტებით, საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე. „რამდენჯერმე ვახსენე, რომ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ე.წ. ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის არის ძალიან მაღალი და აქტიურად ვმუშაობდით, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. დღეს მთავრობაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება და დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება, სოციალურად დაუცველ პირებთან…

მეტი...

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლი დრო იზრდება

მოქალაქეებს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად, შესაძლოა, უფრო მეტი დრო მიეცეთ. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, თეორიული გამოცდის მოქმედების ვადა 30 დღიდან 1 კალენდარულ წლამდე იზრდება. პროექტი, რომლის ავტორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა, პარლამენტში უკვე წარდგენილია. „თუ არსებული რედაქციით პირს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 30 დღის განმავლობაში შეუძლია, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, ეს ვადა 1 კალენდარულ წლამდე გაიზრდება და მძღოლობის კანდიდატს უფლება ექნება 1 წლის განმავლობაში ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდის პირველი ან/და მეორე ეტაპი ისე, რომ თავიდან არ მოუწევს თეორიული გამოცდის ჩაბარება და შესაბამისი საფასურის გადახდა (მაშინ, როცა დღეის მდგომარეობით, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ვერ ჩააბარებს…

მეტი...

შსს 400-მდე სტუდენტს დაასაქმებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა, საქართველოს უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, 400-მდე აქტიური ვაკანსია და სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, სტუდენტური დასაქმების ფორუმის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ახალგაზრდა, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ფორუმი პირველად 2016 წელს ჩაატარა, რის შედეგადაც დასაქმებული სტუდენტები სამინისტროში დღესაც მუშაობენ.  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძეს განცხადებით, სტაჟირებები ახალგაზრდებისთვის, ანაზღაურებად იქნება. “გვინდა, მეტად მივაწოდოთ ახალგაზრდებს ხმა, თუ დასაქმების რა შესაძლებლობები არსებობს ჩვენთან. დღევანდელ ფორუმზე წარმოდგენილი გვაქვს როგორც საპოლიციო, ისე არასაპოლიციო პოზიციები, რეალური ვაკანსიები, სტაჟირებები და ეს სტაჟირებაც, რეალურად, არის გზა, რომ შემდგომ შინაგან…

მეტი...

საქართველოში, რუსი ტურისტების რაოდენობამ რამდენიმე მილიონი შეადგინა

2013-2019 წლებში, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ქვეყნის სწორი პოზიციონირებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით, საერთაშორისო ბაზარზე ჯამში 70,707,893 ლარზე მეტი დახარჯა. რუსეთის ბაზარზე კი, 13 მილიონი ლარი, რაც ჯამური დანახარჯის მხოლოდ 18.6 პროცენტს შეადგენს.  როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, 2019 წელს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რუსეთის ბაზარზე არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს. მათი თქმით, რუსეთიდან ტურისტულმა ნაკადმა გარკვეულ ნიშნულს მიაღწია და ჯამურად, ბოლო წლებში, საქართველოში სტუმრად ჩამოსული რუსი ტურისტების რაოდენობამ, რამდენიმე მილიონი შეადგინა. “2019 წლის დასაწყისიდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ მარკეტინგული დანახარჯები გაიწეოდა შემდეგ მიმართულებებზე: ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები, აშშ, ჩინეთი და იაპონია,…

მეტი...

„პუტინი ოკუპანტია“ – რუსი ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ

საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და ტურისტები პარლამენტთან აქციას, ტრანსფარანტებით – „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ მართავენ. აქციის მონაწილეები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ და აცხადებენ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ანტისაოკუპაციო მოძრაობას, მოუწოდებენ რუსეთის მოქალაქეებს, არ დაუჯერონ რუსულ პროპაგანდას და დაისვენონ საქართველოში. მათი თქმით, აქცია სოციალური ქსელებით დაიგეგმა. აქციის მონაწილეებს მიტანილი ქონდათ ტრანსფარანტები: „დაიღალეთ პუტინისგან? დაისვენე საქართველოში“, „დაიმახსოვრე კრემლო და პუტინო: – აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“, „პუტინს საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული“. მათი თქმით, საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები მოგზაურობას უსაფრთხოდ განაგრძობენ

მეტი...

შსს თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, კერძოდ, ლ.ი-ს ბრალად ედება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქართველოს გენერალური პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი გუშინ დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მან 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა დაკავებულ პირზე. პროკურატურა სასამართლოს…

მეტი...

საათნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა, მიკროავტობუსებითაც იქნება შესაძლებელი

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძეს განცხადებით, საათნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა მეტროსა და ავტობუსის გარდა, მიკროავტობუსებითაც იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, რეფორმა, ახალი სისტემით მუშაობას დაახლოებით 2021 წლის ზაფხულში დაიწყებს.​ „ავტობუსებსა და მეტროში არის ინტეგრირებული გადახდის სისტემა, რაც ნიშნავს, რომ მაგალითად, მგზავრმა ავტობუსში გადაიხადა ბილეთის საფასური, საათნახევარი გადაჯდომის შემთხვევაში, მეტროში აღარ იხდის მგზავრი. საათნახევრიან უფასო გადაჯდომაში ჩაერთვება ასევე მიკროავტობუსებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით უკვე სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევძლებთ მგზავრობას,”- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა, ტრანსპორტის გაძვირებას არ გამოიწვვს. “შემიძლია გითხრათ ერთადერთი რამ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღეს რა თანხაც იკრიბება მგზავრებიდან,…

მეტი...

ზაქარია ქუცნაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საკითხი კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა წარადგინა. რეგლამენტის გათვალისწინებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე უნდა დადგეს. საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რომ ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა რიგგარეშე სხდომაზე მოხდება, თუმცა უცნობია, როდის აპირებს მმართველი გუნდი რიგგარეშე სხდომების მოწვევას. ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა თავად მოითხოვა. მან სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის გარშემო განვითარებული პროცესების გამო თქვა. ზაქარია ქუცნაშვილი ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს პარლამენტში თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარი…

მეტი...

ვარკეთილში, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება

ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, 319-ე კორპუსის მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება. კომპლექსში განთავსდება საჭიდაო, სატრენაჟორო დარბაზები, საცურაო აუზები, მედიათეკა, ბიბლიოთეკები, საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები. ცენტრის მშენებლობას დაახლოებით 11 მილიონი ლარი დასჭირდება.  როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, საზოგადოებრივი ცენტრები თბილისის ათივე რაიონში აშენდება.  „ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთ ახალ პროექტს – მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში. ჩემი წინა საარჩევნო დაპირება იყო სწორედ მსგავსი კომპლექსების მშენებლობა, საზოგადოებრივი ცენტრები თბილისის ათივე რაიონში აშენდება. წელს უკვე პირველი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის განხორციელებისთვის სატენდერო წინადადების მიღება უკვე იწყება. 

მეტი...

„ხელშეკრულება დასაცავია, პრობლემა მუდმივად იქნება“ – მამა ანდრია დავით გარეჯაზე

დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით დაპრისპირება ამ დრომდე ვერ გვარდება. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, თუ შეთანხმების დაცვა არ მოხდა, პრობლემა მუდმივად იქნება. „ახალი არაფერი ხდება. ეს არის ძველი პრობლემა. ხელშეკრულება, რაც აზერბაიჯნთან გვაქვს დადებული, დასაცავია. ადგილზე ინცინდენტები სწორედ ამიტომ ხდება. ხელშეკრულება დარღვეულია და მოსაგვარებელია საკითხი. მუდმივად იქნება ეს პრობლემა და კიდევ უფრო საშიშია, რომ რამე არ მოხდეს. ძალიან მისახედია, აზერბაიჯანმა დაარღვია ყველანაირი ხელშეკრულება და ყველანაირი შეთანხმება“, – გნაცხადა მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავართან“. შეგახსენებთ, რომ აღდგომის ტაძრიდან და კელიებიდან, აზერბაიჯანლებმა ხატები ამოიტანეს და ის ქართულ მხარეს იმის…

მეტი...

ახალგაზრდებისთვის, ბანაკები და ლაშქრობები მოეწყობა

ბაზალეთში, 4 დღიანი ახალგაზრდული ბანაკები, თბილისის გარშემო კი 2 დღიანი ლაშქრობები მოეწყობა.  პროგრამა ითვალისწინებს განთავსებას, კვებას, ტრანსპორტირებას, სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კარვებით, სალაშქრო აღჭურვილობით, კვებით, ინსტრუქტორთა მომსახურებით და ა.შ. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალგაზრდული პროექტების მიზანი,  ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა. „ჩვენ წელსაც ტრადიციულად ვიწყებთ ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანია  ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი წესით ცხოვრება. შესაბამისად, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს ამ მიმართულებით. წელს დაგეგმილი გვაქვს, მოვაწყოთ ბანაკები და ლაშქრობები, ბანაკები – ბაზალეთში, ხოლო ლაშქრობები…

მეტი...

რეგულაცია სამშენებლო კომპანიებისთვის

ახალი რეგულაციის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემისას, აუცილებელი იქნება წარდგენილი იყოს პროექტი, რომელიც წყალარინების სისტემის საკანალიზაციო ქსელზე დაერთებას ითვალისწინებს.  როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, შეიქმნება წყალარინების სისტემის დაერთების სავალდებულო რეჟიმი. მისი თქმით, აქამდე, მშენებლობის ნებართვის გაცემისას აღნიშნული მოთხოვნები გათვალისწინებული არ ყოფილა, რის გამოც წლების განმავლობაში სავალალო შედეგი დადგა.  „არ იყო ვალდებულება, წინასწარ ყოფილიყო შეთანხმებული საკანალიზაციო სისტემაზე სამშენებლო ობიექტის დაერთების საკითხი, რაც იწვევდა იმას, რომ სხვადასხვა მშენებლობის დროს წყალარინები ერთდებოდა არა ამ ქსელზე, არამედ სანიაღვრეზე. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს“ აქვს გამართული გამწმენდი სისტემა, მტკვარში კანალიზაცია სანიაღვრეებიდან ჩაედინება. საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში მივიღეთ გრანტი, რომ შევისწავლოთ მთლიანად დედაქალაქის საკანალიზაციო…

მეტი...

ერთი ბილეთის გამოყენება, ყველა ტრანსპორტში შესაძლებელი იქნება

თბილისის მერია ერთიანი საბილეთო სისტემის შემოღებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც მგზავრობა შესაძლებელი იქნება როგორც ავტობუსით, ასევე მეტროთი და მიკროავტობუსით. როგორც დღეს, მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსები ცენტრალური უბნებიდან გარეუბნებში გადაინაცვლებს. „სიმართლესთან ახლო არ არის, რომ მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ გარეუბნებში. მიკროავტობუსები მოვა თანხვედრაში ავტობუსებთან და მეტროსთან. ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი. ჩვენ არასდროს გაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ და გარეუბნებად, ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. იქნება ერთიანი სისტემა, ანუ ერთი აღებული ბილეთით შესაძლებელი იქნება იმგზავრო, როგორც ავტობუსით, მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. ეს ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთან დაკავშირებით პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება“, – განაცხადა კახა კალაძემ.…

მეტი...

„წყალსატევებიდან წყლის დალევა არ შეიძლება“ – დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციები

“წყლის დალევა არ შეიძლება წყალსატევებიდან. ასევე, განსაკუთრებით ყურადსაღებია პატარა, დამდგარ წყალსატევებში ბანაობა, რა დროსაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება დიდ წყალსატევებს, ზღვას, ტბას, აქ საშიშროება არ არის“ – აღნიშნულ თემაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და ზაფხულში, კვების პროდუქტებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მოსახლეობას რამდენიმე რეკომენდაცია მისცა.  „კვებასთან დაკავშირებით, ძირითადი რეკომენდაციები შემდეგია: სიცხის დროს, მაგალითად მწვანილზე შეიძლება, 1-2 მიკრობი მოხვდეს და ამით არაფერი მოგვივიდეს, თუმცა, თუ ეს მწვანილი მოხვდება სალათებში, შეიძლება 2 საათის გასვლის შემდეგ, პრობლემა გახდეს, რადგანაც, მაღალ ტემპერატურაზე, მიკრობები სწრაფად მრავლდება.…

მეტი...

ავღანეთში დაშავებულ ქართველ სამხედროს ბინა გადაეცა

ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობის დროს მძიმედ დაშავებულ ქართველ სამხედროს, უფროსი ლეიტენანტ ივერი ბუაძეს,  ბინა გადასცა. უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე, რომელიც აშშ-სა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თბილისში, სამხედრო ქალაქში იცხოვრებს და საქართველოს თავდაცვის ძალებში იმსახურებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძეს ინიციატივით, გმირი ქართველი სამხედროები სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს გამართავენ, რათა მომავალი თაობები მათი თავდადების მაგალითებზე აღიზარდონ. „ივერი არის თანამედროვეობის ნამდვილი ქართველი გმირი. მან ავღანეთში, საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისას გადაარჩინა ჩვენი სამი ჯარისკაცი და მიიღო ძალიან მძიმე დაზიანებები. ექიმებმა გერმანიასა და ამერიკაში შეძლეს შეუძლებელი და ივერი დღეს ჩვენს გვერდით…

მეტი...

მწერებისგან დამცავი, საკურორტო ზონების დამუშავების პირველი ეტაპი დასრულდა

ზღვის სეზონის გახსნასთან ერთად, მწერებისგან გადატანილი ინფექციები მატულობს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წელს, ვითარება შეცვლილია და საკურორტო ზონები ყველგან მუშავდება. „შავი ზღვისპირეთში, მწერების საწინააღმდეგოდ სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. მეორე ეტაპი მალე დაიწყება. პრაქტიკულად, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შავი ზღვისპირეთში კოღოების პრობლემა გადაჭრილია. კოღოების დიდი რაოდენობა იყო კახეთშიც, რადგან წყალდიდობები იყო. იქაც დამატებით გაიგზავნა მწერების საწინააღმდეგო საშუალებები. შემიძლია ვთქვა, რომ ზაფხული არის მშვიდი, წყნარი და ინფექციებისაგან დაცულები ვართ. საგანგაშო სიტუაცია არ არის. არაფერი გართულება არ ყოფილა და არც ველოდებით“…

მეტი...

მომწამლავ ტყვიას, კაკლის სატეხადაც იყენებენ, რომელიც პირში ხვდება – ტყვია ბავშვების ორგანიზმში

საქართველოში ჩატარებულმა მრავალკომპონენტიანმა და ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების ორგანიზმში, ტყვიის შემცველობა დასავლეთ საქართველოსა და მაღალმთიან აჭარაში საკმაოდ მოჭარბებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და ის სავარაუდო მიზეზებიც დაასახელა, რის გამოც, შესაძლოა, არსებული სურათი მივიღეთ. „კვლევამ გამოავლინა, რომ აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის მომატებით, დასავლეთ საქართველო გამორჩეულია. რა არის ამის მიზეზი და რა არის კონკრეტულად ტყვიის მომატების წყარო, ამას კვლევის შემდეგი ეტაპი დაადგენს, თუმცა, რამდენიმე ოჯახში, სადაც ტყვიის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, ოჯახის წევრი არის მონადირე…

მეტი...

„ინფექციების მხრივ სეზონი მშვიდია, გართულებები არ გვაქვს“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ზაფხულის ძირითად ინფექციებსა და დაავადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის, გართულებები არ გვაქვს. „ინფექციების მხრივ, მშვიდი სეზონი გვაქვს. ამ ეტაპისთვის, ძალიან ცოტაა ზაფხულისთვის დამახასიათებელი დაავადებები, თუმცა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, განსაკუთრებით ბუნებაში გასვლის დროს, პიკნიკი იქნება თუ სასეირნოდ ბუნებაში გასვლა“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ და მწერებისგან გადამტან დაავადებებზე ისაუბრა. „უნდა მოვერიდოთ მწერებს, რომელსაც, შეუძლია სხვადასხვა დაავადება გადაიტანონ. ძირითადად, საუბარია ტკიპებზე. ტკიპების კბენის შემთხვევები ბევრია, მაგრამ, ყველა ტკიპა დაავადების გადამტანი არ არის. გარკვეული სახეობა უნდა…

მეტი...

“მნიშვნელოვანია, საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურად თავშეკავება, პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით” – საგარეო უწყება  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან და არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია საზოგადოების მაქსიმალური თავშეკავება. “14 ივლისს, საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დავით გარეჯის მიმდებარე ზოლში, სამწუხარო ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის. საქართველოს შესაბამისი უწყებების მყისიერი რეაგირების შედეგად, ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა,  ხოლო მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა. მსგავსი ინციდენტები არ შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა გაგრძელდეს ექსპერტთა ჯგუფების და სადელიმიტაციო კომისიების შეხვედრები, რისთვისაც ქართული მხარე გამოთქვამს…

მეტი...

“იყავი ტურისტი, ნუ იქნები ოკუპანტი” – აქცია თბილისის აეროპორტში

“იყავი ტურისტი, ნუ იქნები ოკუპანტი” – ამ სლოგანით სამოქალაქო მოძრაობამ “ერთად სახლში საქართველომ”, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აქცია პერფორმანსი გამართა. ორგანიზატორების თქმით, აქციის მთავარი მიზანი ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობაა. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია მსოფლიომ დაინახოს თუ როგორი დადებითი განწყობაა საქართველოში ტურისტების მიმართ, მათ შორის იმ ტურისტების მიმართაც, რომლებიც ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოდიან. „ჩვენი კარი არის ძალიან ფართოდ ღია ყველა ტურისტისთვის, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ვინც ჩამოვა, მათ შორის რუსი ტურისტებისთვის. მხოლოდ და მხოლოდ არ ვეგუებით ოკუპაციას, არ ვეგუებით რუსულ მთავრობას და კრემლის მითითებებს. არ ვართ ჩვენ პირველყოფილი ადამიანები და არ ვესხმით თავს ტურისტებს. ამიტომ დღეს…

მეტი...