“აგვისტოს ომმა საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა” – შოთა უტიაშვილი

“აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლიუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს “დაჩმორება” იოლი არ იქნებოდა”, – ეს განცხადება შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, შოთა უტიაშვილმა გააკეთა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, “მოსკოვმა მოახერხა, და “ქართული ოცნების” უთავმოყვარეობის, პანიკიორობისა და არაპროფესიონალიზმის წყალობით, მიაღწია იმას, რომ ივანიშვილს რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს”.

“უმარტივესი ილეთით, სანქციების მუქარით, მერე მისი შემსუბუქების იმედის მიცემით, საზღვართან ჩატარებული სამხედრო წვრთნებით, კრემლმა სრულიად ამოაგდო კალაპოტიდან საქართველოს მთავრობა.
აგერ შედეგიც, ყველაზე მნიშვნელოვანი პროდასავლური პროექტი, ანაკლიის პორტი, გაყინეს, ყველაზე დიდი პროდასავლური ორგანიზაცია – “რუსთავი 2” დაანგრიეს, და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. 
დასავლეთს კი, ჯერჯერობით, სძინავს”, – აცხადებს შოთა უტიაშვილი.

მსგავსი თემები