საქართველოში ექთნების მწვავე დეფიციტა – სტატისტიკა

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტს განიცდის. ამის შესახებ საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიაშია ნათქვამი.

როგორც მთავრობის მიერ დამტკიცებულ საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიაში წერია, სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი უკანასკნელი წლების განმავლობაში ზრდის დინამიკით ხასიათდება და 2017 წელს 509.0 (100 000 მოსახლეზე) შეადგინა, ის მაინც საკმაოდ ჩამორჩება სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით კი, ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის, საქართველო 100 000 მოსახლეზე, ექთნების რაოდენობის მიხედვით, ბოლოსწინა ადგილს იკავებს. იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა დანიაში იგივე მაჩვენებელი 4.6-ია, გერმანიაში 3.3, უკრაინაში – 2.2, ამასთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობაა 4:1.

“საქართველოს მსგავსი რაოდენობის მოსახლეობის მქონე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას სამედიცინო პერსონალის ასაკობრივი განთესვისა და ბიოლოგიური დანაკარგების გათვალისწინებით ყოველწლიურად ესაჭიროება დაახლოებით 1200 ექთანი (მხოლოდ ექთანი). ექსპერტული ანალიზისა და ევროპის ქვეყნების საშუალო რაოდენობასთან შედარების საფუძველზე შემოთავაზებულია, რომ ექთნების სამიზნე თანაფარდობა მოსახლეობასთან იყოს  610 / 100 000 ანუ 27 000 ექთანი”, – ნათქვამია საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიაში.

მსგავსი თემები