ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ეს არის პასუხი ანაკლიის პორტის ყველა მოწინააღმდეგეს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გააგრძელებს მუშაობას მთავრობასთან და ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს პროექტი შედგეს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გადაწყვიტა პასუხი გაეცა ანაკლიის პორტის ყველა მოწინააღმდეგისთვის. თუმცა იქამდე უნდა აღვნიშნოთ, ანაკლიის პორტის ერთ-ერთი მოწინააღმდეგის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, ბატონი გიორგი ქობულიას შესახებ, რომელსაც თავისი მინისტრობის ცხრა თვის მანძილზე არც ერთხელ არ მოუთხოვია ჩვენთან შეხვედრა და პროექტის კომერციულ დასაბუთებაში გარკვევა. აღსანიშნავია ისიც, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არასწორია და უმეტეს შემთხვევაში, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი…

მეტი...

“ორივე სტრუქტურას, სუს-სა და შსს-ს შევებრძოლები, ვნახოთ, ვინ დამარცხდება, ვინ მოიგებს” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ახლა ორ სტრუქტურასთან, შსს-სა და სუს-თან მოუწევს შებრძოლება. „არც მე, არც ჩემს მოდგმას ციხე არ შეგვაშინებს. მე აქამდე ვებრძოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმის გამო, რომ მომიკლეს ერთადერთი ვაჟი, მძინარე საწოლში და მოვითხოვდი, გაეცათ პასუხები, რატომ მომიკლეს შვილი. თურმე, მორის მაჩალიკაშვილისთვის დაურეკავთ, ბიძაშენმა კარავი თუ გაშალა, თქვენ დაგიჭერთო. ახლა მომიწევს მეორე სტრუქტურას ვებრძოლო – შსს-ს, ნაბიჭვარ, ნაძირალა, გახარიას. მე ამ ორივე სტრუქტურას შევებრძოლები, ვნახოთ, ვინ დამარცხდება, ვინ მოიგებს,“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა. მორის მაჩალიკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მისი ბებია, ელენე მაჩალიკაშვილიც გამოეხმაურა. “ჩამიცხრილეს ერთადერთი…

მეტი...

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს – მორის მაჩალიკაშვილს, ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძესა და გიორგი ქურდოვანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. მორის მაჩალიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილია. პროცესს თავად მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა და სხდომის დასრულების შემდეგ, მან ხმაურით გააპროტესტა სასამართლოს გადაწყვეტილება. ოთხივე პირი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზეა დაკავებული.

მეტი...

“ლარის კურსის ფორმირებაზე ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული კლიმატი” – არჩილ თალაკვაძე

„კარგად უნდა გვესმოდეს ყველას რა ახდენს ჩვენი ვალუტის კურსის ფორმირებაზე გავლენას – როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის მცურავი კურსი, ანუ, ბალანსი, რომელიც ბუნებრივად დგება, უნდა გვესმოდეს, რომ მასზე დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული კლიმატი, რომელიც თავის მხრივ, მოქმედებს საინვესტიციო მიმართულებასა და ტურიზმზე, რომელსაც ქვეყანაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი შემოაქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ლარის კურსზე საუბრისას. არჩილ თალაკვაძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზები დაასახელა. მისი შეფასებით, დესტაბილიზაციის და ძალადობის ორგანიზება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, პირდაპირაა მიმართული სახელმწიფოსა და მოქალაქეების კეთილდღეობის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ. თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ…

მეტი...

ირაკლი ოქრუაშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ადვოკატი გაასაჩივრებს

ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობაში დატოვებას მისი ადვოკატი გაასაჩივრებს.  ყოფილი თავდაცვის მინისტრის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მის დაკავებას პირველივე დღიდან პოლიტიკურ პროცესებში გააქტიურებას უკავშირებს.  ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ შეიძლება საჩივარი არ სცნოს, ისინი მაინც გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას. „სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო და უაპელაციოდ გაიზიარა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს, თითოეული ინდივიდი, თითოეული ბრალდებული ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, აბსოლუტურად სამივეზე გადმოკოპირებული ჰქონდა ის საფრთხეები, რაზეც პროკურატურა საუბრობდა. მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით, რომ ოქრუაშვილს კავშირები აქვს უცხოეთში და დიდხანს ცხოვრობდა და ახლაც…

მეტი...

ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

მოსამართლემ ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ამ წუთებში გამოცხადდა. ოქრუაშვილს, სასამართლოდან  გლდანის ციხეში გადაიყვანენ.   ოქრუაშვილთან ერთად, წინასწარ პატიმრობაში დატოვეს 20-21 ივნისის აქციაზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი. გიორგი ჯავახიშვილის ადვოკატი 3 000-ლარიანი გირაოს ითხოვდა, თორნიკე დათაშვილის ადვოკატი მისი მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ოქრუაშვილის ადვოკატი კი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. დაკავებულები, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. მათი ადვოკატები კი აცხადებენ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. სამივე პირი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

მეტი...

თუშეთში, ხევში გადაჩეხილებს ამ დრომდე ეძებენ, გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი

თუშეთში, უბედური შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. სამაშველო ოპერაცია კი ამ დრომდე გრძელდება. ოპერაციაში ვერტმფრენიც ჩაერთო და თბილისიდან დამატებითი ჯგუფებიც გაემგზავრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უბედური შემთხვევია ერთ-ერთ მიზეზად მძღოლის მხრიდან საჭის დაუმორჩილებლობა სახელდება. „ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თელავის რაიონში, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი. ამ ეტაპზე…

მეტი...

“კიწმარიშვილმა, დვალმა და აქიმიძემ მე და ჩემს პარტნიორებს უნამუსოდ წაგვართვეს არხი” – თედო ისაკაძე

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თბილისის საკრებულოს წევრი, თედო ისაკაძე აცხადებს, რომ 25 წლის წინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილმა მფლობელებმა, კიწმარიშვილმა, დვალმა და აქიმიძემ სხვისი ქონების თაღლითურად “ახევის” პრაქტიკას დაუდეს საფუძველი. როგორც ისაკაძე სოციალურ ქსელში წერს, “რუსთავი 2”-ის, როგორც “ანტიმედიის ფლაგმანის” ჩამოყალიბებაში წვლილი ზემოთაღნიშნულ პიროვნებებს მიუძღვით. “ბევრჯერ ვთქვი, ახლაც ვამბობ და გავიმეორებ: რ2-ის, როგორც ანტიმედიის ფლაგმანის ჩამოყალიბებაში ამ “ტროიკას” მიუძღვის “ღვაწლი” – კიწმარიშვილი, დვალი, აქიმიძე. “ტვინების გამორეცხვის”, სიცრუის მეთოდოლოგიური ტირაჟირების, შავი პიარის, მედიაბულინგის და ყველა სხვა ევროპული ყვითელი მედიისათვის დამახასიათებელი ტენდენციები, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მედია სახედ იქცა, ამ “დამფუძნებელი მამების” დამსახურებაა. მეტიც,…

მეტი...

თურქეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ, თხილის წარმოების სფეროში, თანამშრომლობა დაიწყეს

თურქეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ თხილის წარმოების სფეროში თანამშრომლობა დაიწყეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო AzVision.az ავრცელებს. ერდოღანის თქმით, აღნიშნული სამი ქვეყანა მსოფლიო ბაზარზე თხილის მსხვილი ექსპორტიორები არიან და ამ სფეროში მათი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. „თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო მსოფლიოს ბაზარზე წარმოდგენილი თხილის 80 პროცენტის ექსპორტს ახორციელებენ“, – განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტის შეფასებით, თხილის წარმოების სფეროში აღნიშნული სამი ქვეყნის თანამშრომლობა მსოფლიო ბაზარზე ამ პროდუქტის მოცულობას გაზრდის.

მეტი...

ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება

ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საბითუმო, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 80-მდე ნიმუში.  “არსებული მონაცემებით, ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება. სეზონურობის ფაქტორის გათვალისწინებით, მიმდინარეობს საზამთროსა და ნესვის ნიმუშების აღება.  სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სარეალიზაციო ბაზრის კონტროლს და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. ნიტრატების განსაზღვრის მიზნით, წლის ბოლომდე 200-მდე ნიმუშის აღებაა დაგეგმილი”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

“C ჰეპატიტი ბოლომდე განკურნებადი დაავადებაა, მთავარი ბარიერი კი მოსახლეობის ინფორმირებულობის ნაკლებობაა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, C ჰეპატიტი ბოლომდე განკურნებადი დაავადებაა, მთავარი ბარიერი კი დღეს მოსახლეობის ინფორმირებულობის ნაკლებობაა. “ქვეყანაში არის ჯერ კიდევ ათასობით ადამიანი, ვინც ინფიცირებულია ცე ჰეპატიტის ვირუსით. ვინც არ იცის, რომ ინფიცირებულია, საჭიროა ამ ხალხის გამოვლენა და მკურნალობა”, – აღნიშნა გამყრელიძემ. მისივე თქმით, დღევანდელი რიცხვით, გამოკვლეულია მილიონ ხუთასი ათასი მოზრდილი ადამიანი, გამოსაკვლევი დარჩენილია მილიონ სამასი ათასი, მკურნალობაში ჩართულია 58 ათასი ადამიანი. ვირუსის განულების პროცენტი კი 98,06%-ია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით კი, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, საქართველო დაავადებასთან ბრძოლის კუთხით ლიდერი…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტებს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე, მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქართველ ემიგრანტებს მოუწოდებს, გამოიყენონ კანონი, რომლითაც საშუალება აქვთ, ქვეყნის მოქალაქეობა მარტივი პროცედურით შეინარჩუნონ. “15 აგვისტომდე მოქმედებს კანონი, რომელიც ქართველ ემიგრანტებს საშუალებას აძლევს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა მარტივი პროცედურით შეინარჩუნონ. ეს ინიციატივა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, ჩემთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის შენარჩუნება და მიხარია, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქემ უკვე გამოიყენა ეს შანსი. განსაკუთრებით მინდა ვთხოვო იმ ქართველ ემიგრანტებს, ვინც ზაფხულს საქართველოში ატარებენ, თუკი ბოლო ხანებში სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვეთ, აუცილებლად გამონახეთ დრო და მიაკითხეთ იუსტიციის სახლს! ყველამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის,…

მეტი...

კრწანისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

კრწანისში, საიათნოვას 13 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ფუძე-საძირკვლის გამაგრების სამუშაოები უკვე ჩატარდა, მოეწყო სეისმური სარტყელი, მოჩარჩოვდა სარკმელები და საყრდენი კედლები. ამ დროისთვის, შენობის გამაგრების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც ფასადის, აივნების რესტავრაციას, ასევე, ეზოს ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებას გულისხმობს. “სამუშაოები ითვალისწინებს ფლიგელის დაზიანებული დეტალების მოხსნასა და აღდგენას, რის შემდეგაც, მეცხრამეტე საუკუნის ბოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი თბილისური ტიპის საცხოვრებელი სახლი პირვანდელი იერსახით აღდგება და შენობის ავთენტურობა სრულად შენარჩუნდება”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება…

მეტი...

“სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს” – მესტიის მერია

მესტიის მერია, ლეხზირის ხეობაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პირველადი დათვალიერებით სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს. მერიის ცნობით, ამ დროისთვის ხეობაში გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები რჩებიან, რომლებიც დეტალურად შეისწავლიან არსებულ მდგომარეობას. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგებმა, გეოლოგებმა და გლაციოლოგებმა ვერტმფრენით დაათვალიერეს და გაეცნენ ლეხზირის ხეობაში არსებულ ვითარებას. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები. პირველადი დათვალიერებით სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს. ამ დროისთვის ხეობაში რჩება გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის არსებულ მდგომარეობას“, – წერია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

“დავიწყოთ კონსულტაციები ხალხის მასობრივად ქუჩაში გამოსაყვანად” – ნათელაშვილი პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, დაიწყონ კონსულტაციები ხალხის მასობრივად ქუჩაში გამოსაყვანად. ნათელაშვილის თქმით, პოლიტიკური აქციები უნდა გაიმართოს პოლიტიკოსების ძალის ხელმძღვანელობითა და პასუხისმგებლობით, და არა ბანკირებისა და შოუმენების მიერ. „მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, დავიწყოთ კონსულტაციები ხალხის მასობრივად ქუჩაში გამოსაყვანად, პოლიტიკურ აქციებზე და არა თოქ-შოუებზე. არ შეიძლება პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადააბარო ბანკირებსა და შოუმენებს. პოლიტიკური აქციები უნდა გაიმართოს პოლიტიკური ძალების ხელმძღვანელობითა და პასუხისმგებლობით. მითითება, რომ აქციებზე პოლიტიკოსები არ უნდა გამოჩნდნენ, პირდაპირ ივანიშვილის იმედებში ჯდება. ეს არის ივანიშვილის, პუტინისა და უშიშროების შეკვეთა, რომ ქართული სისტემა გაწმინდოს პოლიტიკური ძალებისგან და პრაქტიკულად, გადავიდეს ქუჩის პროცესები ისეთი…

მეტი...

“რუსთავი 2-ის” დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ. ლევან ყარამანიშვილი,  გიორგი ყარამანიშვილი და ტელეკომპანია “საქართველოს” სახელით, ნიკოლოზ ნაყოფია საზოგადოებასა და სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებს მიმართავენ. ისინი “რუსთავი 2-ის” თანამშრომლებს მადლობას უხდიან და აღნიშნავენ, რომ ბრძოლა გრძელდება.   “მივმართავთ საზოგადოებას და თითოეულ “რუსთავი 2-ელს”. ერთი კვირა გავიდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან, რომელიც მის ძალაში შესვლამდე, გამოცხადებიდან 4 საათში „აღასრულა“ ივანიშვილის იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. არ დავმალავთ, რომ როგორც ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატიული მომავალი და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ჩვენც შოკირებული ვიყავით სტრასბურგის მოსამართლეთა ჩვენთვის აუხსნელი გადაწყვეტილებით – გადაწყვეტილებით, რომელიც შერჩევითად ციტირებს…

მეტი...

“ჩემი ძმისშვილის დაკავებას პირდაპირ შურისძიებას ვუკავშირებ” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილის დაკავებას შურისძიებას უკავშირებს. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, ამბობს, რომ 20-21 ივნისის ღამეს, პარლამენტის წინ, ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ხელისუფლების ქმედებების გამო იყვნენ გამწარებულები. მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მისი ძმისშვილი 20 ივნისის საქმეზე მანამდე გაფრთხილებულიც იყო და გამოკითხულიც. „ამ საქმესთან დაკავშირებით იყო მორის მაჩალიკაშვილი გასამართლებული, გამოშვებული და ჰქონდა შენიშვნა მიცემული. შემდგომში, როგორც კი დაიდგა ეს კარავი, მეორე დღეს, იქნა მაჩალიკაშვილი აყვანილი. მე ამას პირდაპირ შურისძიებას ვუკავშირებ. მივმართავ დღევანდელ ხელისუფლებას, ნუ ჩაიდენენ ამ შეცდომას. ჯერ რა სისხლიანი დანაშაულიც აქვთ ჩადენილი, იქ გამცენ პასუხი,“ – განაცხადა…

მეტი...

კახეთში ახალი ინტენსიური ჟოლოს ბაღი გააშენეს

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში, სახელმწიფო პროექტის – „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შპს წითელმა ბაღმა ახალი ინტენსიური ჟოლოს ბაღი გააშენა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს წითელი ბაღი პროექტში 2017 წელს ჩაერთო და 4.21 ჰა-ზე ჟოლოს ინტენსიური ბაღის გაშენებისთვის სახელმწიფოსგან 40,000 ლარზე მეტი თანადაფინანსება მიიღო, რომლისგანაც 31,185 ლარი ნერგების თანადაფინანსებისთვის, ხოლო 9,746 ლარი საირიგაციო სისტემისთვის იყო განკუთვნილი. უწყების ცნობით, კომპანიის მიერ გაშენებული ჟოლოს ბაღი ეკო ზონაში მდებარეობს და კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით გეგმავს „Global Gap“-ის პირველადი წარმოების საერთაშორისო სერტიფიკატი აიღოს. პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, დაფინანსებულია ხეხილის ახალი ბაღების გაშენება…

მეტი...

ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ახალი ცენტრი და შემეცნებით-გასართობი ატრაქცია – „თოკების პარკი“ გაიხსნა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის ეროვნულ პარკში, ვიზიტორთა ახალი ცენტრი და შემეცნებით-გასართობი ატრაქცია, „თოკების პარკი“ გაიხსნა.  სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ცენტრში მისულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და რეკომენდაციები, როგორც დაცული ტერიტორიების, ასევე რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ. ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მოწყობილი შემეცნებით-გასართობი ატრაქცია, „თოკების პარკი“ ორ ზონად (საოჯახო და მოზარდებისთვის) არის დაყოფილი და სხვადასხვა დაბრკოლებას მოიცავს. საზეიმო ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა გახსნეს. „ახალი ინფრასტრუქტურის შექმნითა და დაცული ტერიტორიების განვითარებით, ჩვენ რეგიონებში…

მეტი...

“ჯერ კიდევ რჩება ათასობით ინფიცირებული პირი” – პრემიერი მოსახლეობას სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს,  C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარონ. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ 2020 წლისთვის მივაღწიოთ C ჰეპატიტის ელიმინაციას. „ჯერ კიდევ რჩება ათასობით ინფიცირებული პირი,  რომელთაც ამ დრომდე არ ჩაუტარებიათ სკრინინგი და, შესაბამისად, არ იციან თავიანთი სტატუსი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და გამოთქვა რწმენა, რომ დაგეგმილი ნაბიჯები შესაძლებელს გახდის 2020 წლისთვის საქართველოში  C ჰეპატიტის ელიმინაციას.  პრემიერმა საქართველოს ყველა მოქალაქეს სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდა.  “აქ შეკრებილ სამედიცინო საზოგადოებასა და განკურნებულ პაციენტებთან ერთად, მინდა დავარწმუნო ყველა, რომ  C ჰეპატიტი განკურნებადია და რაც ყველაზე მთავარია – ჩვენ შევძელით, რომ…

მეტი...

C ჰეპატიტზე სკრინინგი 1.5 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა

“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საერთო ეროვნული პროექტი და საერთო ეროვნული წარმატებაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ახალი კამპანიის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო სამაგალითო ქვეყანა C ჰეპატიტთან ბრძოლაში. „28 ივლისი არის დღე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს. დღე, როდესაც მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით – ეს არის ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს არის უმძიმესი გამოწვევა, რომელიც აქვს კაცობრიობას 21-ე საუკუნეში. მოგეხსენებათ, B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა უკვე არსებობს და ის დანერგილია საქართველოშიც, მაგრამ C…

მეტი...