“აზერბაიჯანელები, კიდევ უფრო ზრდიან სამხედრო ბაზას უდაბნოს მონასტრის მისადგომებთან”- დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის – “ძალა ერთობაშია”, დამფუძნებლის დავით ქაცარავას განცხადებით, დავით გარეჯში მდგომარეობა არ შეცვლილა. მისი თქმით, გადაკეტილია ჩიჩხიტური, აღდგომის ტაძრამდე მისასვლელი ბილიკები და უდაბნოს მონასტერი.

როგორც დავით ქაცარავამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, აზერბაიჯანული მხარე უდაბნოს მონასტრის მისადგომებთან, სამხედრო ბაზას ზრდის. დავით ქაცარავა აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანელები უკვე ღიად აცხადებენ, რომ დავით გარეჯი მათი ტერიტორიაა.

“ჩვენო საპატრულო ჯგუფი ბრუნდება მორიგი პატრულირებიდან. სიტუაცია იგივეა, რაც იყო 22.07.2019.. განსხვავება ისაა, რომ აზერბაიჯანელები კიდევ უფრო ზრდიან სამხედრო ბაზას უდაბნოს მონასტრის მისადგომებთან. თორემ დანარჩენი უცვლელია, ყველაფერი გადაკეტილია. ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც, აზერბაიჯანული ოფიციოზი პირდაპირ აფიქსირებს ჩვენთვის მიუღებელ პოზიციას. მეტიც, შემოგვისიეს აზერბაიჯანელი ტროლბოტები და სიტყვას ბანზე გვიგდებენ, კარგად მოიქეცით, თორემ ძველ აზერბაიჯანულ რუკებს გადმოვიღებთ, სადაც თბილისიც კი აზერბაიჯანული ქალაქია-ო. თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ ჩვენ დავიღლებით და ყურადღებას მოვადუნებთ, ვერ დაგამშვიდებთ,” – აცხადებს დავით ქაცარავა. 

მსგავსი თემები