ევროპაში გაუსაძლისი სიცხეებია, ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

  •  

ევროპაში გაუსაძლისი სიცხეებია. საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ბორდოში 41 გრადუსია, პარიზსა და მის შემოგარენში კი ტემპერატურამ 35 გრადუსს გადააჭარბა.

მეტეოროგოლებმა ნარინჯისფერი დონის განგაში საფრანგეთის 80 რეგიონში გამოაცხადეს და მოსახლეობას და ტურისტებს მზეზე გასვლისგან თავის შეკავება ურჩიეს. ანალოგიური რეკომენდაცია გამოქვეყნდა ესპანეთშიც. ცენტრალურ რეგიონებში უკვე 41 გრადუსია და კიდევ უფრო დაცხება.

ევროპული მეტეოსააგენტოს პროგნოზით, დღეიდან ტემპერატურა ევროპის ყველა ქვეყანაში მოიმატებს. რეკორდული სიცხეებია მოსალოდნელი ბელგიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებსა და სკანდინავიის ქვეყნებში. სპეციალისტები ცხელ ზაფხულს კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ.

მსგავსი თემები