საბერძნეთის ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი პატიმარი ცემით მოკლა

ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ერთმანეთს რუსი და ქართველი პატიმრები დაუპირისპირდნენ. 43 წლის რუსმა 35 წლის ქართველი ცემით მოკლა. ციხის ხელმძღვანელობის ცნობით, ისინი თანამესაკნეები იყვნენ. ექიმების თქმით, თავისა და კისრის არეში მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე პატიმარი სასჯელს ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა, თუმცა, მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. როგორც ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, დამნაშავემ ჩადენილი დანაშაული აღიარა. მომხდარი ფაქტის გამო მიმდინარეობს გამოძიება. 

მეტი...

ხვალ სამაშველო ოპერაციის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზა გადაიკეტება

ხვალ, 29 ივლისს, დილის 06:00 საათიდან ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გადაიკეტება. ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა იგეგმება 27 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხევში გავარდნილი სატვიროთო ავტომობილის ამოსაყვანად. „მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საძიებო-სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ავარიას გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამი, რომლებიც შოკურ მდგომარეობაში ხევში იყვნენ ჩარჩენილები, უვნებლად ამოიყვანეს. ისინი სამედიცინო ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და საავადმყოფოდან უკვე გაწერილები არიან. ამ დროისთვის მაშველებმა შეძლეს ექვსი ადამიანის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. უწყების…

მეტი...

ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ადვოკატის განმარტებით, განჩინება სრულად გასაჩივრდა. „სამწუხაროდ, სასამართლომ განჩინება ჩაგვაბარა მხოლოდ დღეს, დილის 11:00 საათზე და გასაჩივრებისთვის გამოყოფილი 48 საათიდან მხოლოდ რვა საათი დაგვრჩა, მითუმეტეს 18:00 საათზე კანცელარია იკეტება სასამართლოში. თვითონ განჩინებაში, რაც არ უნდა უცნაური იყოს, საერთოდ არ არის დასაბუთებული მსჯელობა. დაცვის მხარის პოზიციებს განჩინებაში აქვს მხოლოდ ერთი აბზაცი მიძღვნილი და იმაზეც არ არის პასუხი გაცემული. ყველაფერი გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში. სამწუხაროდ, არგუმენტაცია არ არსებობს განჩინებაში, თუ რატომ უნდა შეფარდებულიყო. ზოგადი ფრაზები…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილო, შენ აუცილებლად წახვალ იქ, სადაც დღეს ზის ირაკლი ოქრუაშვილი” – გურამ ჩალაგაშვილი

“ქვეყანაში დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები და აქციის ყველა მონაწილე, ვინც 20 ივნისის საქმეზე დააკავეს, პოლიტპატიმარია”, – ამ განცხადებას ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელები აკეთებენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მიერ დაწერილი გეგმის შესრულებას აპირებს, რომლის უფლებაც საქართველოს მოსახლეობამ მას არ უნდა მისცეს. „ქვეყანაში დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები. ეს ადამიანები არიან უკვე პოლიტპატიმრები. ყველანი, მარტო ირაკლი ოქრუაშვილი არა და საქართველოს მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რა ელოდება ამ ქვეყანას – ჯერ რეპრესიები და მერე ქვეყნის ჩაბარება რუსეთს. “რუსთავი 2”-ის საკითხი უკავშირდება სიტყვის თავისუფლებას, პორტის საკითხი – ეკონომიკურსა და უსაფრთხოების საკითხებს. პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიები კი იმას მიანიშნებს,…

მეტი...

შსს-მ ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, 1989 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე – თ. გ. განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2015 წლიდან იძებნებოდა. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მეტი...

“მთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ დაღლილობას” – ილია მეორე

“მთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ დაღლილობას”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა ქადაგებისას ლოცვა „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო” აღავლინა და მრევლს ერთად გალობისკენ მოუწოდა. “ეს ლოცვა წარმოიშვა წმ.ნიკოლოზის ეკლესიაში. როდესაც ნიკოლოზის ეკლესია იყო ბიბლიოთეკა, ჩვენ ნიკოლოზობას საღამოს მივდიოდით თითქოს წიგნების წასაკითხად, სინამდვილეში პარაკლისს ვასრულებდით. ამ პარაკლისის დროს თითქოს მიკარნახა უფალმა „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“ და იმის შემდეგ ჩვენ ვგალობთ ამას. ყველამ ერთად ვიგალობოთ. მთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ დაღლილობას. ჩვენთანაა უფალი, ჩვენთან არს ღმერთი.…

მეტი...

თეთრიწყაროს ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი და ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ განხორციელებულ სოფლის განვითარების პროექტებს გაეცნენ. ხატია წილოსანმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ადგილობრივი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა. „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდა მნიშვნელოვანი წინაპირობაა, როგორც სოფლის მეურნეობის დარგის, ასევე სოფლის განვითარებისთვის. ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ასოციაციამ „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და თეთრიწყაროს ადგილობრივი…

მეტი...

შეკვეთილში მშენებარე სასტუმროდან ორი მუშა გადმოვარდა

უბედური შემთხვევა მოხდა შეკვეთილში. მშენებარე სასტუმროდან გადმოვარდნილი ორი მუშიდან, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში, ფოთის კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა მეხუთე სართულიდან მოძრავი ავტოკალათის მოწყვეტამ გამოიწვია. გარდაცვლილი 60 წლამდე მამაკაცი ჭიათურიდანაა, მეორე დაშავებული კი მისი ახლობელია. 9-სართულიან სასტუმროს შეკვეთილში შპს “მაგნიკა” აშენებდა, რომლის გახსნაც პირველი აგვისტოსთვის იგეგმებოდა. ადგილზე სამუშაოები დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა. შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში ჯანსუღ კახიძის „თბილისური ეზო“ გაიმართა

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერითა და „არტარეას“ ორგანიზებით, პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ქართველი დირიჟორის, კომპოზიტორისა და მომღერლის, ჯანსუღ კახიძის საღამო გაიმართა. ამით თბილისური ეზოების ზაფხულის სეზონი დასრულდა. მსმენელის წინაშე ჯანსუღ კახიძის შვილი – დირიჟორი ვახტანგ კახიძე და ანსამბლი „რუსთავი“ წარდგნენ, რომლებმაც სოლისტ-ინსტრუმენტალისტთა ანსამბლთან ერთად, გამოჩენილი ქართველი მუსიკოსის, ჯანსუღ კახიძის მიერ სხვადასხვა წელს დაწერილი სიმღერა შეასრულეს. საღამო მიჰყავდა ვახტანგ კახიძეს, რომელმაც მსმენელს მამის ცხოვრებიდან საინტერესო ისტორიები უამბო. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიასთან და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილთან ერთად დაესწრო. „თბილისური ეზოების სეზონი…

მეტი...

“ამ საქმის დაკავშირება პოსტ-ფაქტუმ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობასთან, სპეკულაციურია” – თალაკვაძე ხაზარაძეზე

“ფაქტია, რომ იყო საბანკო ტრანზაქციები, რომლებმაც კითხვები გააჩინა. ამ საქმის დაკავშირება პოსტ-ფაქტუმ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობასთან, სპეკულაციურია. ოპოზიცია ამ ამბავს ხან ბატონი ხაზარაძის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირებს, ხან ანაკლიას, ვფიქრობ, ეს არათანმიმდევრულია”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების გარშემო განვითარებულ მოვლენებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საზოგადოებას ხაზარაძისა და ჯაფარიძის კონკრეტული პოლიტიკური გეგმების შესახებ ჯერ არაფერი მოუსმენია. ამასთანავე, არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს, პოლიტიკური პარტიის შექმნის პრობლემა აღარავის აქვს, ვინაიდან ორასამდე პარტიაა რეგისტრირებული და 20-ზე მეტი თითქმის ყველა არჩევნებში მონაწილეობს. მისივე შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკა მეტ საჯაროობასა და…

მეტი...

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე განცხადებას ავრცელებს. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე დღეს უშედეგოდ ცდილობდა განჩინების მიღებას, რომელიც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვისაა საჭირო. „2019 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გამოეცხადათ მოსამართლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. სსსკ-ს 207-მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 48 საათში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: „საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები დაირღვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საჩივარში, შესაძლოა, აგრეთვე მიეთითოს, რა არსებითი მნიშვნელობის…

მეტი...