„თბილისის მოკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საუბარია კადრებზე, სადაც 42 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლი სიგარეტს ეწევა. “მედიაცენტრი მთავარი” კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მიმდინარე წლის 27 ივლისს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელდა ვიდეო, სადაც 42 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლი სიგარეტს ეწევა. კომპანიის მონიტორინგის სამსახურმა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაუყონებლივ შეუჩერა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვის ვადით, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე “თბილისის მიკროავტობუსის” შიდა სანქციების მიხედვით, მას კონტრაქტის შეწყვეტა ემუქრება. კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაციის ცხელ ხაზზე დაფიქსირებას. ხოლო თავის მხრივ “თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტი მსგავსი შემთხვევების მიმართ საკუთარ კატეგორიულად…

მეტი...

“მიუღებელია, ოპოზიციას ლიდერი დაუნიშნოს ვინმემ, მით უმეტეს, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე“ – გედევან ფოფხაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე, მამუკა ხაზარაძეზე, როგორც ოპოზიციის პოლიტიკურ ლიდერზე,  იმდენ იმედს არ ამყარებს, რამდენსაც ერთ დროს, ბიძინა ივანიშვილზე ამყარებდა. როგორც ფოფხაძემ  “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მას დანიშნული ლიდერების არ სჯერა. “ლიდერობაზე საუბარი ჯერ ადრეა. ვისურვებდი, პოლიტიკური სპექტრი მრავალფეროვანი ხდებოდეს არა იმის მიხედვით, რომელ ბიზნესმენს ექმნება პრობლემა, არამედ, იმაზე, ვის რა პოლიტიკური იდეოლოგიის შეთავაზება შეუძლია ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილის მაგალითზე დამაფიქრებელია, ღირს თუ არა ძლიერი ფინანსური დაჯგუფების წარმომადგენლებს დაუჭირო მხარი პოლიტიკაში, რადგან გასარკვევია, რამდენად მისაღებია ხალხისთვის ასეთი პოლიტიკური ლიდერი. რაზე იფიქრებს ის უფრო, ხალხზე და ქვეყანაზე, თუ ფინანსურ და ეკონომიკურ ინტერესზე.…

მეტი...

“არ გამოვრიცხავ, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი შეწყდეს და სექტემბერში გაგრძელდეს” – დიმიტრი გვრიტიშვილი

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი რაღაც ეტაპზე შეწყდეს და სექტემბერში გაგრძელდეს. გვრიტიშვილის განმარტებით, ამის მიზეზი საშვებულებო პერიოდია.  „ჯერჯერობით მივყვებით ამ გრაფიკს. ამ კვირის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს გავესაუბროთ 2-2 კანდიდატს. გამორიცხული არ არის, რომ გასაუბრების პროცესი რაღაც ეტაპზე შეწყდეს და გაგრძელდეს სექტემბერში, თუმცა ამაზე იუსტიციის საბჭოს წევრებს გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს.  მიზეზი საშვებულებო პერიოდია, ვინაიდან, ჩვენ ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებებისგან განსხვავებით, თითქოს არ გვეცოდებიან კანდიდატები, დამკვირვებლები და არც საბჭოს აპარატი, შევდივართ ყველას მდგომარეობაში და არ არის გამორიცხული, ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ. შვებულებაც ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა“, – განაცხადა დიმიტრი…

მეტი...

ხვალიდან, ანანური ტურისტებისთვის დაიკეტება

ანანურის კომპლექსის ყველაზე დაზიანებული უბნები და ადგილები ტურისტებისთვის ხვალიდან დაიკეტება. გადაწყვეტილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ მიიღო. ცნობისთვის, ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ტურისტებისთვის რეგულაციების ამოქმედება „საყდრისის დაცვის კომიტეტის“ წევრებმა მოითხოვეს. მათი თქმით, ანანურის სამონასტრო კომპლექსის გალავანი დაზიანებულია და იშლება.

მეტი...

“სოხუმის აეროპორტში ვერ განცხორციელდება საერთაშორისო ფრენები” – საგარეო უწყება

“ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, კერძოდ, სოხუმის აეროპორტში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას”, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო უწყება რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას სოხუმის აეროპორტის შესაძლო ამოქმედებასთან და საერთაშორისო ფრენების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რასაც მხარს უჭერს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი,…

მეტი...

ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს მედიაზე კონტროლის დაწესებას სთხოვს

ბიზნესმენი, ლევან ვასაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობას, მედიარეგულირების ინიციატივით მიმართავს – დაწესდეს სახელმწიფო ცენზურა და საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული ჟურნალისტები და მედიასაშუალებები უმკაცრესად დაისაჯონ. ვასაძე აცხადებს, რომ ყველა ის ჟურნალისტი უნდა დაისაჯოს, ვის საქმიანობასაც ის შეურაცხმყოფელად ჩათვლის. „მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს მთავრობასა და ხელისუფლებას. სასწრაფოდ უნდა შეიქმნას რეგულატორი, რომელიც დასჯის ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის, უსასტიკესად დასჯის ამ მედიასაშუალებებსა და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ. ბატონო ბიძინა, ძვირფასო მთავრობავ, ვერანაირ ეკონომიკასა და სტაბილურობას თქვენ ასეთი ფარღალალო, უპატრონო მედიაპოლიტიკის პირობებში ვერ შექმნით. ხომ ხედავთ?! აქედან წამოგითაქებენ და ლამის გადმოგიყირავებენ სახელმწიფოს ერთი ჩვეულებრივი მედია…

მეტი...

“ამ პროცესს აზრი არ აქვს, ყველაფერი დაწერილია და მხოლოდ გაფორმება ხდება” – ფოფხაძე მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე

„ეს პროცესი, თავიდან ბოლომდე, არის ფარსი. პროცესი, რომელსაც არანაირი აზრი არ აქვს, რადგან უკვე ყველაფერი დაწერილია და ხდება უბრალოდ იმ პოზიციის გაფორმება, რაც თავიდანვე ჰქონდა იუსტიციის საბჭოში არსებულ კლანს“, – ეს განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. ფოფხაძემ “მედიაცენტრ მთავარში” იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი, ძირითადად, ივანიშვილის „კლანთან“ არიან გარიგებული. “რაც დღეს ხდება, დეკემბერში უკვე გააკეთეს ნაჩქარევად. გვთავაზობენ კლანის წარმომადგენლებს უზენაეს სასამართლოში. იმ კანდიდატებს, რომლებიც, ძირითადად, არიან ივანიშვილის კლანის გარიგების შედეგი. ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილების გამო, გამოვთქვამ წუხილს და საჯაროდ ვაფიქსირებ, რომ ეს…

მეტი...

დღეიდან, პენსიონერები და შშმ პირები, სამკურნალო მედიკამენტს ლარად იყიდიან

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, რომლის გაფართოებაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 16 ივლისს დააანონსა, დღეიდან ამოქმედდა. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, პენსიონრები, შშმ პირები და სოციალურად დაუცველები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, დღეიდან შეუფერხებლად, 1 ლარად იყიდიან.   შეგახსენებთ, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 სახეობის მედიკამენტის 1 ლარად ყიდვა პენსიონერებს, შშმ პირებსა და სოციალურად დაუცველებს შეუძლიათ. პროგრამისთვის, საქართველოს ბიუჯეტიდან, 20 მლნ ლარი გამოიყო.

მეტი...

ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსი ნგრევის პირასაა

საყდრისის კომიტეტის წევრების  ინფორმაციით, ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსი ინგრევა. საყდრისის კომიტეტის წევრის, ნინო ბურჭულაძის განცხადებით, მნიშვნელოვნად არის დაზიანებული კომპლექსის კედლები და კოშკი. „ვნახეთ ჩამოშლილი კედლები, ჩამოყრილი ქვები, ასევე დაზიანებული ქონგურები და მიწისქვეშა გასასვლელი, რაც აღმაშფოთებელია. ვნახეთ იქ ნაგავსაყრელი. ეს არის მავნებლობა. რა თქმა უნდა პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობა დგას აქ და ყველა იმ სამსახურის, რომელიც არის მოწოდებული დაიცვას საქართველოში კულტურული მემკვიდრეობა,“-განაცხადა საყდრისის კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძე. კომიტეტის წევრებმა ინფორმაცია უკვე მიაწოდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს. ისინი დღეს ადგილზე, უწყების წარმომადგენლებთან ერთად ჩავლენ. ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი…

მეტი...

თბილისის ზოოპარკში, ორი ნაშიერი დაიბადა

თბილისის ზოოპარკს, ახალი ნაშიერები, ბერბერული მაკაკა და ზებრა შეემატა.  როგორც თბილისის ზოოპაკში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ნაშიერები თავს კარგად გრძნობენ და მნახველებს ელიან. მათი თქმით, თბილისის ზოოპარკის ბილეთების შეძენა უკვე ინტერნეტით არის შესაძლებელი.  “ამ ბოლო დროს ზოოპარკში იმდენი პატარა გაგვიჩნდა, რომელ ვოლიერშიც არ უნდა შეიხედო, ლამის ყველგან მეძუძურ, ან ბავშვატატებულ დედას მოჰკრავ თვალს. დღეიდან ახალშობილების კვირეულს გახსნილად ვაცხადებთ,”- განუცხადეს თბილისის ზოოპარკში “მედიაცენტრ მთავარს”.

მეტი...

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა, სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახედ ოქრუაშვილის მიმართ წინასწარ პატიმრობას ითვალისწინებს. საჩივრის გარდა, მათ ყველა ის მტკიცებულება წარადგინეს, რომელიც დაცვის მხარეს ოქრუაშვილის უდანაშაულობის დასაბუთების მიზნით აქვს მოპოვებული. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. შეფარდებული პატიმრობის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

მეტი...

“მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება” – გედევან ფოფხაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, “თიბისი ბაკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს.  როგორც გედევან ფოფხაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მიმართ ზეწოლას ახორციელებს.  “ცალსახად მექმნება იმის განცდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება. მგონია, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლება ძალიან ფრთხილი უნდა ყოფილიყო მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროს. აქ არ არის საუბარი იმაზე, ვის რა პერსონალური დამოკიდებულება აქვს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან. სახელმწიფოებრივად რამდენად სწორია ასეთი დემარში სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესთან მიმართებაში, ეს არის დღეს მთავარი პრობლემა. მგონია, რომ ეს…

მეტი...

გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. რუს დიპლომატს 23 აგვისტოს 70 წელი უსრულდება და რუსეთის „სახელმწიფო სამსახურის“ შესახებ კანონის თანახმად, აღნიშნული თანამდებობის დაკავება მას სწორედ ამ დრომდე შეუძლია. რუსული მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე, ერთ-ერთ კანდიდატად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი ივან ვოლინკინი სახელდება. ვოლინკინი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთის წარმომადგენლობებში მუშაობდა, კერძოდ, აშშ-ში, სერბეთში, მონტენეგროში, საქართველოსა და მაკედონიაში. 2009-2013 წლებში ივან ვოლინკინი სერგეი ლავროვის თანაშემწე იყო, 2023-2018 წლებში კი, სომხეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. გრიგორი კარასინი სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის საბჭოში გააგრძელებს მუშაობას. კარასინი…

მეტი...

„სს კოდექსი პოლიტიკურ აფერისტობას რომ ითვალისწინებდეს, ოქრუაშვილზე ადეკვატური იქნებოდა“ – გედევან ფოფხაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილს, ყველაზე მეტად პოლიტიკური აფერისტობის მუხლი შეესაბამება, თუმცა, ის, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არ არსებობს. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა „მდიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „სისხლის სამართლის კოდექსში პოლიტიკური აფერისტობისთვის მუხლი რომ იყოს, ალბათ, ეს მუხლი ირაკლი ოქრუაშვილისთვის ადეკვატური იქნებოდა, მისი პასუხისგებაში მიცემის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ მის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ, მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, მგონია, რომ ხელისუფლება არ იქცევა ჯანმრთელად, როცა ოქრუაშვილის მიმართ იყენებს საპატიმრო გადაწყვეტილებას. თუ უნდათ ამ ადამიანის პოლიტიკურ ფიგურად გადაქცევა, ეს სხვა საკითხია. მაშინ ეს ძალიან ხელოვნურია. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ 20…

მეტი...

გია ჟორჟოლიანი, “რუსთავი 2”-ის სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, „სოციალ-დემოკრატი“ გია ჟორჟოლიანი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის. როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სააქციო საზოგადოება ხელს შეუწყობს, მედიის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, ტელეკომპანია “რუსთავი 2” ხალხის ფულითაა შექმნილი. “მინდა წინადადებით მივმართო საზოგადოებას, ყველა სუბიექტს, რომელიც დაკავშირებულია “რუსთავი 2”-თან და პირველ რიგში ქიბარ ხალვაშს. ჩემის აზრით, ყველაზე სამართლიანი იქნება, რომ “რუსთავი 2″ გახდეს სააქციო საზოგადოება. ოღონდ გარკვეული შეზღუდვა უნდა დაწესდეს. ძალიან ბევრი ჩემთვის პატივსაცემი, პროფესიონალი ჟურნალისტი მუშაობს იქ და ეს ადამიანებიც უნდა ჩაერთონ ამ პროცესში და რეალურად დამოუკიდებელი, საზოგადოებაზე ორიენტირებული მედია ჩამოაყალიბონ საქართველოში. ვერ გავიგეთ ვისია.…

მეტი...

“ინვესტორი გაიქცევა აბა რას იზამს?” – დავით ჭიჭინაძე ეკონომიკურ მდგომარეობაზე  

„როდესაც ეკონომიკაში ფულს არ ამუშავებ, გადასახადები არ შემოგდის და შესაბამისად ფულს ვერ ანაწილებ, ეს ლარის კურსზეც აისახება და თითოეული ჩვენგანის მდგომარეობაზეც. შესყიდვები არ ხდება – ე.ი.ფული არ იხარჯება; ფული არ იხარჯება – ე.ი. ეკონომიკა არ იზრდება“ – აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. დეპუტატის განცხადებით, ასეთ ვითარებაში, ტენდერების ჩატარების შესაძლებლობაც ნაკლებია. „დღეს, სახელმწიფო შესყიდვებს ვერ ახორციელებს.რადგანაც, ნებისმიერ ტენდერში, უცხოური ვალუტის მდგენელი არის ძალიან დიდი და ჩადებულია 7-8 პროცენტიანი მოგების ზღვარი. ასეთი რყევების პირობებში კი ტენდერის ჩატარების შესაძლებლობა ნაკლებია.ეს ყველაფერი კი, ჩვენს მთავრობას არც აინტერესებს. გამოდიან და თავის  ბუღალტერიას ხატავენ: ანუ,…

მეტი...

„თუ გარანტიაზეა საუბარი, უმჯობესია, სახელმწიფო იყოს ამის წარმმართველი“ – გია ჟორჟოლიანი ანაკლიის პორტზე

„ვისურვებდი, მათ შორის ხელისუფლებისგანაც, რომ უფრო მკაფიოდ იყოს საუბარი იმაზე, რა უსაფრთხოების გარანტიებზეა საუბარია. თუ უსაფრთხოებისთვის არის პროექტი, მაშინ ნუ ვიტყვით, რომ ვახორციელებთ ეკონომიკურ პროექტს“ – განაცხადა დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა „მედაცენტრ მთავარში“ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თუ გარანტიაზეა საუბარი, უმჯობესია, სახელმწიფო იყოს ამის წარმმართველი. „ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე წელია, ვერ ხერხდება იმ ინვესტიციების მოძიება, რომელიც საჭიროა ამ პორტის ამოქმედებისთვის. როგორც განაცხადეს სავარაუდო ინვესტორებმა, რომლებიც ამ პროექტში არიან, მაგრამ გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვენ, მათთვის ტვირთების გადაზიდვის გარანტიებია შესაქმნელი და ასეთ გარანტიებს სთხოვენ სახელმწიფოს. ამ დროს, პროექტს ახორციელებს კერძო კომპანია,…

მეტი...

„თუ ბიზნეს ჯგუფები პოლიტიკაში ჩაერთვებიან, ეს ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება“ – გია ჟორჟოლიანი „თიბისის საქმეზე“

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის, „სოციალ-დემოკრატ“ გია ჟორჟოლიანის შეფასებით, ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან პოლიტიკა კავშირში არ არის და პირიქით, მიესალმება ბიზნესის პოლიტიკაში ჩართვას. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისინი ათწლეულებია პოლიტიკაში არიან და თავიანთ ვიწრო ინტერესებს ახორციელებენ. „რაც შეეხება ამ საქმის პოლიტიკასთან კავშირს, პირადად, ასეთ კავშირს ვერ ვხედავ. ვფიქრობ, ასეთი ბიზნეს ჯგუფების ღია და აშკარა პოლიტიკური გააქტიურება მხოლოდ სასარგებლო იქნება. ისიც უნდა ითქვას, რომ ათწლეულებია, ამ ჯგუფის ვიწრო ინტერესებში ხორციელდება პოლიტიკა საქართველოში. ამავე დროს, თითქოს, ისინი პოლიტიკაში არ მონაწილეობენ. სწორედ მათ ინტერესებშია ის პოლიტიკური წესრიგი, რომელიც ჩვენც ქვეყანაშია დამყარებული. ადამიანებმა კარგად…

მეტი...

“თუ დანაშაული არსებობს, ამ დანაშაულისთვის უნდა დაისაჯოს“ – გია ჟორჟოლიანი „თიბისის“ საქმეზე

„არგუმენტები, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს ქვეყანაში მილიონები უნდა შემოეტანათ და მათთვის გირაოს შეფარდება ამ პროცესს აფერხებს, არგუმენტად ვერ ჩაითვლება. თუ არსებობს დანაშაული, მაშინ ამ დანაშაულისთვის უნდა დაისაჯოს ადამიანი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი მილიონი შემოიტანა ამ დანაშაულის ჩამდენმა ქვეყანაში. ეს არგუმენტი ღირებული არ არის,“ – ეს განცხადება საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს და სანამ საქმე არ დასრულდება კითხვები ყოველთვის იქნება. „მე არც პროკურორი გახლავართ, არც ბრალმდებელი და არც ადვოკატი. ვიდრე ეს საქმე სრულად არ იქნება გამოძიებული, მანამდე კითხვის ნიშნები რჩება“ –…

მეტი...

სოფელ ხიბულის საჯარო სკოლას, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა

 სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლას, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მოაწერა ხელი. ძველ ხიბულაში, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაცია და ახალი ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს.

მეტი...

ლაგოდეხში, ტყის 21 116 ჰა ფართობზე საველე სამუშაოები დასრულდა

ლაგოდეხში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა.  საველე სამუშაოები 21 116 ჰა ფართობზე განხორციელდა, რომლის საფუძველზეც  10 წლიანი მართვის გეგმა მომზადდება. როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, ინვენტარიზაციის სამუშაოებში, სატყეო სააგენტოს სპეციალისტების მიერ გადამზადებული მეტყევე-ტაქსატორები იყვნენ დასაქმებულები.  „ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა, რომლის მეშვეობით ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვა ხდება. მას 10 წლიანი სარევიზიო პერიოდი აქვს. პროცესის აღდგენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013 წლიდან შეძლო. დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია სააგენტოს მართვას…

მეტი...