“მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შსს-ს ხელში ვართ”- მამუკა ხაზარაძე

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძეს განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ დააკავებენ. მამუკა ხაზარაძე, გენერალური პროკურატურის განცხადებას, აბსურდს უწოდებს.

“არასდროს არაფერს არ გამოვრიცხავ, მითუმეტეს იმ ქაოსში, რომელიც ქვეყანაშია სამწუხაროდ. არაფერს არ გამოვრიცხავ. მზად ვარ ყველაფრისთვის და ვერავინ ვერავის შეაშინებს. ამ ქალაქში გავიზარდე და ძალიან ბევრი რამე მინახავს, რომ ასეთი შოუებისთვის გულის ფანცქალი დაგვეწყოს. გუშინ ჩამოვედი, მინდა გითხრათ, რომ ერთი ქართველი დაიბადა, ჩემი შვილიშვილი -სახელად ალექსანდრე. უცხოეთში ვიყავი. გახარებული ჩამოვედი და ეს სიურპრიზი დამხვდა. გამოძიებას, ჩვენ, ამ ტრანზაქციაზე მივაწოდეთ სრული ინფორმაცია. თქვენ იცით, რომ რამოდენიმე ორგანიზაციამ ჩაატარა ამის გამოკვლევა. ის, რაც დღეს გააჟღერეს, არის აბსოლუტური აბსურდი და ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ვართ,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურასთან.

გენერალურმა პროკურატურამ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

მსგავსი თემები