“არის ძალიან დიდი რისკი, რომ თავისუფლების ფანჯარას აქ დაგვიხურავენ” – ნოდარ მელაძე

“არის ძალიან დიდი რისკი, რომ თავისუფლების ფანჯარას აქ დაგვიხურავენ,” – ამ სიტყვებით მიმართა “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ მაყურებელს. “შაბათის კურიერის” მონოლოგში, მან “რუსთავი 2”-ში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას იმის გარანტიაც კი არ აქვს, რომ მომავალ შაბათს მაყურებელს იგივე ფორმატით შეხვდება. „თავისუფლება, ყველა ადამიანის მონაპოვარია. როცა მოიპოვებ, ის უნდა დაიცვა, იმიტომ თუ დაკარგავ თავისუფლებას დაკარგავ შენს თავს. როდესაც ერთხელ შეიგრძნობ თავისუფლების ფასს შემდეგ ძალიან რთულია, რამის სანაცვლოდ ეს ყველაფერი დათმო. რუსთავი 2 ეს არის ბევრად მეტი, ვიდრე ერთი ტელევიზია. ეს არის თავისუფლების ციხესიმაგრე, სადაც ბევრი…

მეტი...

“დავით დვალი თუ თვლის, რომ წილები წაართვეს, კეთილი ინებოს და თანხა დამიბრუნოს” – ირაკლი ოქრუაშვილი

“დავით დვალს მილიონ ორასი ათასი დოლარი გადავუხადე, თუ თვლის, რომ წილები წაართვეს, კეთილი ინებოს და თანხა დამიბრუნოს”, – ​​განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა.  „დვალი როდესაც გახდება გენერალური აუდიტორი ან გენერალური პროკურორი, მაშინ შეუძლია, კითხვები დასვას – მისი საქმე არ არის, მე საიდან მქონდა ფული. ვინ გითხრათ, რომ სახელმწიფო მოხელე ვიყავი მაგ პერიოდში. დოკუმენტში წერია, რომ ეს არის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გადახდილი თანხა, 2006 წლის ჩათვლით, 2010 წლის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში არ ვიყავი საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი. ასე რომ, ამ საკითხზე შემიძლია არ გიპასუხოთ. ვცხოვრობდი ქვეყნის გარეთ და იქ ვავსებდი…

მეტი...

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტელევიზიის თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ” – პაატა სალია

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა ხელფასები მიიღონ”, – განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ. მისი თქმით, არსებული რესურსებით ტელევიზიის თანამშრომლებისთვის ხელფასის მიცემა რთული იქნება, თუმცა, როგორც სალიამ განაცხადა, უკვე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ ტელევიზიის თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ. „მე არ ვისაუბრებ ახლა რიცხვებზე და რაოდენობაზე. თუმცა, ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა ხელფასები მიიღონ. არსებული რესურსებით ალბათ, რთული იქნება ამის გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეიდან, ხვალიდან ვმუშაობთ ამ თემებზე, რომ ეს არ მოხდეს“, – განაცხადა სალიამ.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, პარლამენტის შენობის წინ სიტყვით გამოსვლას აპირებენ პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე შესრულდება მუსიკალური ნომრები. „ჩემი აზრით, უკვე ისტორიული მიღწევა არის ქართული სამოქალაქო საზოგადოების, რადგან ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ ის, რომ 2020 წელს არჩევნები ტარდება პროპორციული სიით. რაც შეეხება, მესამე პირობას, ჩვენ ყველა იმ ადამიანს, მათ შორის, ჟურნალისტებს, რიგით მოქალაქეებს, ექიმებს, აბსოლუტურად ყველას, ვინც 20 ივნისის ღამეს გიორგი გახარიას მიერ გაცემული უკანონო ბრძანების შედეგად დაზარალდა და საკუთარი ჯანმრთელობა დაიზიანა, ჩვენ ყველას, მათ, მივეცით პირობა, რომ არ გავჩერდებოდით მანამ, სანამ გიორგი გახარია არ…

მეტი...

ქართველი სამხედროები, ავღანეთში გაემგზავრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან არსებულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“  ჩავიდა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრებამდე ქვედანაყოფმა სამთვიანი სწავლება საქართველოში, ხოლო ხუთთვიანი საბრძოლო მომზადება გერმანიაში გაიარა და უმაღლესი შეფასება მიიღო. III ქვეითი ბრიგადის ასეული ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებული პირველი ქვეითი ბრიგადის ასეულისგან რამდენიმე დღეში უფლებამოსილებას ოფიციალურად გადაიბარებს და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩაერთვება. III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული კაპიტან ლევან ენდელაძის მეთაურობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შვიდი თვის განმავლობაში მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება. ასეულის პირად…

მეტი...

“მარტო მათი აქტიურობა ვერ შეცვლის მდგომარეობას” – მამუკა არეშიძე “პატრიოტთა ალიანსის” ვიზიტზე რუსეთში

“მარტო “პატრიოტთა ალიანსის” აქტიურობა ვერ შეცვლის მდგომარეობას, ეს არის მთელი საზოგადოების გადასაწყვეტი, რა გვინდა რუსეთისგან”, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე “პატრიოტთა ალიანსის” რუსეთის დუმაში ვიზიტს.  როგორც ექსპერტმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, “პატრიოტთა ალიანსის” ეს ვიზიტი შერბილებაზე იყო ორიენტირებული, მაგრამ, მისი თქმით, ეს დროებითი მოვლენაა. “მარტო “პატრიოტთა ალიანსის” აქტიურობა ვერ შეცვლის მდგომარეობას, ეს არის მთელი საზოგადოების გადასაწყვეტი, რა გვინდა რუსეთისგან. თუ აგრესიის მოლოდინში ვართ, მაშინ სხვა პოლიტიკა უნდა ავირჩიოთ, თუ თავიდან გვინდა ავიცილოთ სხვა გართულებები, მაშინ სხვა პოლიტიკა. მაგრამ უნდა ჩამოყალიბდეს ერი საბოლოო ჯამში რა უნდა. და ერი რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს,…

მეტი...

“2020 წელს, არჩევანი მტრებსა და სამშობლოს მოყვარეებს შორის იქნება”- ირმა ინაშვილი

საქართველოს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ ქართველ ხალხს, არჩევნის გაკეთება სამშობლოს მტრებსა და მოყვარეებს შორის მოუწევს.  როგორც დეპუტატი, სოციალურ ქსელში წერს, ეს არ იქნება ბრძოლა პროდასავლურ და პრორუსულ პარტიებს შორის და ქართველ ხალხს, “მკაფიო” არჩევნის გაკეთება მოუწევს.  “​კიდევ ერთი პასაჟი. 2020 წლის არჩევნები,- ეს იქნება არჩევანი პროდასავლურ და პრორუსულ პარტიებს შორისო. არა, მეგობრებო, 2020 წლის არჩევნები,- ეს იქნება მკაფიო არჩევანი სამშობლოს მტრებსა და სამშობლოს მოყვარეებს შორის. აქ ვექტორების თემატიკა ბლეფია, პიარ- საპნის ბუშტია. ერთ მხარეს იდგება ქართული და ქართველი და…

მეტი...

ბანაკებში და სალაშქრო ტურებში მონაწილეობის მისაღებად, რეგისტრაცია დაიწყო

ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამები მოიცავს, ბანაკებს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში და ლაშქრობებს თბილისის გარშემო. ბანაკებში და სალაშქრო ტურებში მონაწილეობა სტუდენტებს და 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. პროგრამები განხორციელდება რამდენიმე ნაკადად. ბანაკების 4-დღიანი პროგრამა ითვალისწინებს განთავსებას, კვებას, ტრანსპორტირებას, საგანმანათლებლო, სპორტულ – კულტურულ და გასართობ აქტივობებს. ლაშქრობის ერთი ნაკადის ხანგრძლივობა შეადგენს ორ დღეს. ლაშქრობის დროს ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კარვებით, სალაშქრო აღჭურვილობით, კვებით, კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით. საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების გართობისა   და აქტიური   დასვენების ხელშეწყობას…

მეტი...

რომელ პროდუქტებზე გაიზარდა და შემცირდა ფასები – საქსტატის მონაცემები

2019 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.  უწყების ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე: (ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.9 პროცენტიანი კლება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში -1.23 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-27.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-5.8 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (1.3 პროცენტი), ასევე რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (0.7 პროცენტი); როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული ტრანსპორტის…

მეტი...

საწვავი ისევ გაძვირდა

ბენზინი ისევ გაძვირდა. ფასებმა ყველა ტიპის საწვავზე 5 თეთრით მოიმატა. რეგულარი ტიპის საწვავის ფასი „გალფის“ ქსელში 2.54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ქსელში – 2.53 ლარი, „რომპეტროლის“ ქსელში – 2.54 ლარი, „ვისოლის ქსელში“ – 2.59 ლარი. გაძვირება ფიქსირდება როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ სადგურებზე. საერთაშორისო ბაზარზე ბარელის ფასი მნიშვნელოვნად არ ძვირდება, ამიტომ ნავთობიმპორტიორები აცხადებენ, რომ ამ გაძვირების მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა. ცნობისთვის, ეროვნული ვალუტა მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 თეთრით გაუფასურდა. ამ გაუფასურების გათვალისწინებით კი ექსპერტები სხვა პროდუქტების გაძვირებასაც აანონსებენ.

მეტი...

კასპში მეფრინველეობის ფერმა აშენდება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა „თელა“ სახელმწიფოს დახმარებით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში აშენდა. ინფორმაციას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ავრცელებს.  უწყების ცნობით, ფერმა თვეში, საშუალოდ, 50 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოში მუდმივად 15 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით გეგმავს ISO:22000-ის გადამამუშავებელი წარმოების საერთაშორისო სერტიფიკატი აიღოს, ასევე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე იგეგმება სასაკლაოსა და დაფასოების ხაზის დამატებაც, რაც უზრუნველყოფს თელას  ბრენდით პროდუქტის მიწოდებას საბოლოო მომხმარებლამდე.  “სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც შიდა ქართლის რეგიონში 26 ახალი…

მეტი...

“თუ “რუსთავი 2″ ნეგატიურ სიუჟეტს ამზადებს შენზე, ე.ი კარგ საქმეს აკეთებ” – დავით მათიკაშვილი

“თანამედროვე ქართული პოლიტიკური ანდაზა: თუ “რუსთავი 2″ ნეგატიურ სიუჟეტს ამზადებს შენზე, ე.ი სწორ გზაზე დგახარ და კარგ საქმეს აკეთებ. ამიტომ, უფრო უნდა გაგიხარდეს ეს ამბავი, ვიდრე გეწყინოს”, –  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა. მისი თქმით, “სააკაშვილი – გვარამია – მელაძის „ტროიკა” ძალიან დაიბოღმა მასზე, რადგან მას შაბათის “კურიერში” დრო დაუთმეს. “სააკაშვილი – გვარამია – მელაძის „ტროიკა” აშკარად ძალიან დაიბოღმა ჩემზე, რადგანაც გადაწყვიტეს, რომ შაბათის „კურიერის” ესოდენ „მნიშვნელოვანი“ საეთერო დრო, უკვე მეორედ, დაუთმონ ჩემს პერსონას. საინტერესოა, საჯაროდ გამოქვეყნებული დეკლარაციის მნიშვნელობა თუ იცის ნოდარ მელაძემ? ეჭვი მეპარება, რომ ბოლომდე ჰქონდეს დეკლარაციის საჯაროობის…

მეტი...