აბიტურიენტის ჩარიცხვის სანაცვლოდ ქრთამის აღების ფაქტზე სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი და კიდევ ერთი მოქალაქე, სასწავლებელში აბიტურიენტის ჩარიცხვის სანაცვლოდ ქრთამის აღების ფაქტზე  დააკავა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გია ო. და მოქალაქე ლილი ჯ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელმა გია ო-მ, ლილი ჯ-ს დახმარებით, ამავე უნივერსიტეტში აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის საჭირო გასაუბრების წარმატებით გასავლელად, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 1000 აშშ დოლარი, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს…

მეტი...

რუსმა მორაგბეებმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი თქვეს – ჩაშლილი მატჩი

აგვისტოში დაგეგმილი ამხანაგური მატჩი რაგბში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის აღარ გაიმართება.  რუსული სააგენტოს ინფორმაციით, მატჩის გაუქმების მიზეზი საქართველოში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება გახდა, რომელიც ქვეყანაში რუსეთის დელეგაციის სკანდალის გამო დაწყებულ პროტესტს უკავშირდება. „რუსეთის რაგბის ფედერაცია ღრმა შეშფოთებით ადევნებდა თვალს საქართველოში და კერძოდ, თბილისში განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე რადიკალურად განწყობილ პირთა გამოსვლები იწვევს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევებს და შესაძლოა საფრთხე შეუქმნან იმ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლებიც ამ ქვეყანაში იმყოფებიან. ამასთან დაკავშირებული გარემოების გამო, იძულებულები ვართ გაცნობოთ, რომ რუსეთის რაგბის ფედერაცია შეუძლებლად მიიჩნევს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ჩატარდეს მატჩი, რომელიც…

მეტი...

“საქართველო მზად არის, გადავიდეს ახალი ტიპის გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე” – არჩილ თალაკვაძე

„საარჩევნო რეფორმა არის თვისებრივად ახალ გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას უფრო მეტი მონაწილეობის საშუალება აქვს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მომავალზეა ორიენტირებული. „საზოგადოებამ კარგად იცის, სად ვიყავით, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ვიცით, სად ვართ ახლა და როგორ მომავალს ვაშენებთ – ამის დასტური არის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების მხარდაჭერით ატარებს. ეს არის საარჩევნო რეფორმა, რომელსაც, ცალსახად მინდა გითხრათ, რომ  ძალიან დიდი მხარდაჭერა და გამოხმაურება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის თვისებრივად ახალ…

მეტი...

აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. „ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და მრავალფეროვანი მედია გარემოს შენარჩუნების საქმეში“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

პაატა სალია “რუსთავი 2”- ში აუდიტის ჩატარებას გეგმავს

“რუსთავი 2”-ის ახლად დანიშნული გენერალური დირექტორი, ტელეკომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს მართავს. არხის იურისტებთან შეხვედრის შემდეგ, პაატა სალია შეხვედრას ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელთან ერთად, ფინანსური და შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან განაგრძობს. არხის წარმომადგენლები მათ ფინანსურ დოკუმენტაციას აცნობენ. პაატა სალიას თქმით, ის “რუსთავი 2”-ში ფინანსური აუდიტის ჩატარებას გეგმავს. “შევხვდი კიდევ ერთხელ ირაკლის, ფინანსური სამსახურის უფროსს და ასევე, აუდიტის სამსახურის უფროსს. გვქონდა საუბარი, გამაცნეს არსებული სიტუაცია. ქიბარ ხალვაშს ჰყავს თავისი წარმომადგენელი, ანუ კონსულტანტი, რომელიც ამ საკითხებში უნდა დამეხმაროს, გარკვეული საკითხების გარკვევაში, ინფორმაციის მიღებაში და შესაბამისად, ამ პროცესში ვართ ახლა, სამუშაო პროცესში. ჩვენ გვინდა მოვამზადოთ…

მეტი...

“ივანიშვილმა “რუსთავი 2″ დავით გარეჯში გაცვალა” – შალვა ნათელაშვილი

“იმ პალატაში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება სტრასბურგში აზერბაიჯანელი მოსამართლეა წარმოდგენილი, მოდი ახლა და ნუ იეჭვებ, რომ დავით გარეჯი არ გაიცვალა “რუსთავი 2″-ზე”, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის დახურვის განკარგულება საქართველოს ხელისუფლებამ კრემლიდან მიიღო. ნათელაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა სტრასბურგის სასამართლოს „რუსთავი 2“-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღო.   „არ ჩაივლის პუტინისა და ლავროვის ბრიფინგი, რომ წინ წამოწეული არ იყოს “რუსთავი 2,” დღეს “რუსთავი 2” ქმნის იმპერიისთვის საშიშ და საწინააღმდეგო საზოგადოებრივ აზრს. როგორც იმპერიის წარმომადგენელი და საქართველოს საოკუპაციო კომიტეტის ლიდერ,ი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ვალდებულია შეასრულოს…

მეტი...

“საქართველო ვალშია თქვენს წინაშე” – სააკაშვილი “რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს მიმართავს

“ევროპაზე აქცენტი ზედმეტია, რადგან ევროსასამართლომ უბრალოდ ვერ გაუწია წინააღმდეგობა იმას, რა უბედურებაც ივანიშვილმა ე.წ. ქართულ სასამართლოში ჩაიდინა”, – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გააკეთა.  მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. ასევე, მან ვიდეომიმართვაში ყურადღება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზეც გაამახვილა. „მინდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხრა „რუსთავი 2“-ის კოლექტივს. დიდი მადლობა, რომ იბრძვით, არსებობთ და ასეთი მაგრები ხართ. მთელი საქართველო, მიუხედავად შეხედულებებისა, ნამდვილად ვალშია თქვენ წინაშე. მეორე, ზუსტად ვიცი, რომ ოლიგარქი ვერ გაგაქრობთ ფიზიკურად და ვერ მოგისყიდით, ვერ ჩაგაკმენდინებთ ხმას. დარწმუნებული ვარ, იპოვით გზას, რომელიც გააგრძელებს იმას, რასაც აქამდე…

მეტი...

“შეიქმნება ახალი არხი, რომელიც ივანიშვილს საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს” – ნიკა მელია

“შეიქმნება ახალი არხი, რომელიც ივანიშვილს საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მისი თქმით, “რუსთავი 2” ბიძინა ივანიშვილს ამხელდა და ამის ფონზე, საზოგადოებას ეს გამოაშკარავებული სიმართლე ამშვიდებდა. „პოლიტიკურ ინტრიგებში გამობრძმედილი მტერი ვერ უზამდა ივანიშვილს იმას, რაც თვითონ უქნა თავის თავს. „რუსთავი 2“-ით ხდებოდა მათი მხილებაც, საზოგადოებაში პროტესტის ზრდაც, მაგრამ ამავდროულად, ამ უსამართლო ქვეყანაში, სადღაც რომ ასე მძლავრად ისმოდა სიმართლე, ეს ხალხს როგორღაც მაინც ამშვიდებდა. ახლა კი მან ამ განმუხტვის, ორთქლის გამოშვების შანსიც ჩაკლა და აუცილებლად აიხდის თავს ჩაიდანი და სწორედ მას დაფუფქავს.…

მეტი...

“აფხაზეთის ენერგომომარაგება არის მძიმე და კრიტიკულ მდგომარეობაში” – მამუკა არეშიძე

“აფხაზეთის ენერგომომარაგება არის უაღრესად მძიმე და კრიტიკულ მდგომარეობაში”, – ეს განცხადება ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა. არეშიძემ “მედიაცენტრ მთავარში” მის ვიზიტზე ისაუბრა თურქეთში, რომელიც ენგურის მუშაობის თემას ეხებოდა. ექსპერტის თქმით, აფხაზეთის ენერგომომარაგება უაღრესად მძიმე და კრიტიკულია. “ვთვლი, რომ ეს არის ერთადერთი მომგებიანი და საქმიანი ფორმატი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში, რომელიც ეხება ენგურის მუშაობის თემას.  აქ მთავარია აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხი. ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთის ენერგომომარაგება არის უაღრესად მძიმე და კრიტიკულ მდგომარეობაში. ეს ეხება ქსელების სიძველესა და მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის საფასურის არ გადახდას. გარდა ამისა, აფხაზეთში არის საბოტაჟი ამ ელექტრომომარაგებაზე. ვისაც…

მეტი...

“რუსთავი 2″ ჩემი საკუთრებაა, ვაპირებ 80% გადავუფორმო 10 მებრძოლ ჟურნალისტს”- ირაკლი ოქრუაშვილი

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისგან “რუსთავი 2”-ის დაბრუნებას და ტელეკომპანიის 80%-იანი წილის ჟურნალისტებისთვის გადაფორმებას გეგმავს. როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი განმარტავს, თავის დროზე სწორედ ის იყო ტელეკომპანიის რეალური მფლობელი, რომელმაც წილი ნომინალურად ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა და რასაც შესაბამისი ხელშეკრულებაც ადასტურებს. ოქრუაშვილის თქმით, დავას ის ტექნიკურად ვერ იწყებდა იქამდე, ვიდრე კომპანია ხალვაშს არ გადაეცემოდა.  “მას არასოდეს ეკუთვნოდა „რუსთავი2“. ის იყო ყოველთვის ნომინალური ფიგურა და წარმოადგენდა სხვას. ამ შემთხვევაში წარმომადგენდა მე. ეს არის დადასტურებული შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც მე ვდაობ, მაგრამ ეს არ არის საინტერესო. კარგად მესმის რამხელა მნიშვნელობა…

მეტი...

სიმსივნით დაავადებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში, 100 000 მოსახლეზე, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება. როგორც მონაცემებშია აღნიშნული, დედაქალაქში, ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზით რეგისტრირებულია 3720 პაციენტი, რაც 100 ათას ადამიანზე 319.3-ს შეადგენს. ეს კი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (303.6 შემთხვევა 100 ათას კაცზე), მესამეზე კი, აჭარა (262.3) “სულ საქართველოს მასშტაბით, 2018 წელს, ცხოვრებაში პირველად ავთვისებიანი სიმსივნე 9635 პაციენტს დაუდგინდა, რაც 100 ათას მოსახლეზე 258.5 ადამიანს შეადგენს. მათ შორის აღნიშნული დიაგნოზი 0-დან 14 წლამდე 68 პაციენტს დაუსვეს. მათგან 26…

მეტი...

“სტრასბურგის სასამართლოს მოუწია მტკიცება, რომ მის გადაწყვეტილებაში არავინ ჩარეულა” – გურამ მაჭარაშვილი “რუსთავი 2”-ზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოპოზიციის დესტრუქციულმა ნაწილმა, ევროპულ სასამართლოს თავი ამართლებინა, რითაც საქართველო უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.  როგორც გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა,  ნიკა გვარამია და დესტრუქციული ოპოზიცია, ქვეყანაში არეულობას  აანონსებს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს. “სამწუხაროდ, ოპოზიციის დესტრუქციულმა ნაწილმა, ნიკა გვარამიასთან ერთად, შეძლო და თავი ამართლებინა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რაც არის უპრეცედენტო მოვლენა ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუციის ისტორიაში.  სტრასბურგის სასამართლოს მოუწია იმის მტკიცება, რომ მის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არავინ ჩარეულა,…

მეტი...

“ქართველი ხალხის პატივისცემით, ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დახურულია”- კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, მოსკოვში, ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე სანქციების დაწესების საკითხი არ განიხილება.  მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართველი ხალხის პატივისცემის გამო მიიღეს.  “რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწესებული, მსგავსი შემზღუდავი ზომების გამოყენებას სხვა ქვეყნების მიმართ ცდილობენ ფრთხილად მოეკიდონ. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ივნისის ბოლოს – ივლისის დასაწყისში სახელმწიფო სათათბიროში რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვის საკითხი განიხილებოდა. მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავშეკავებისკენ და გააზრებული მიდგომისკენ მოგვიწოდა. დაგვავალა გვეხელმძღვანელა ჩვენი ინტერესებით და „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით“. ასე რომ, დღეისთვის ღვინის სანქციების თემა საქართველოს…

მეტი...

“ჟურნალისტებთან მექნება შეხვედრა დიდ დარბაზში”- პაატა სალია

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია, ტელეკომპანიის ფინანსური სამსახურის უფროსს, ირაკლი ნიჟარაძეს და HR-ის უფროსს, თამილა გველესიანს შეხვდა.  როგორც პაატა სალიამ განაცხადა, ის დღეს გეგმავს შეხვდეს ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელს და მათ შორის ტელეკომპანიის თანამშრომლებს.  „შევხვდი ფინანსური სამსახურის უფროსს ირაკლი ნიჟარაძეს და HR-ის ხელმძღვანელს თამილა გველესიანს.  თამილა გველესიანთან საკმაოდ კარგი და ხანგრძლივი საუბარი მქონდა. მან ისაუბრა კომპანიაში არსებულ სულისკვეთებაზე, ასევე გამაცნო ზოგადად ტელევიზიის სტრუქტურა, ამიხსნა როგორ მუშაობს კომპანია.  ფინანსისტებს ჯერჯერობით არ შევხვედრივარ. მათ ცოტა მოგვიანებით შევხვდებით. საღამოს, მას შემდეგ, რაც საინფორმაციო გამოშვებები დასრულდება, ყველა ჟურნალისტთან მექნება შეხვედრა. ერთობლივად ყველას შევხვდებით, ერთ დიდ დარბაზში. ყველა შეკითხვაზე ვეცდები პასუხი გავცე“, –…

მეტი...

იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

უკრაინელი ქალბატონი იულია სუსლიაკი, რომელსაც ქართული მხარე ადამიანებით ვაჭრობას ედავება, პატიმრობიდან გათავისუფლდა. განსახილველად საქმე უკრაინის პროკურატურას გადაეცა. როგორც იულია სუსლიაკის ქართველმა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ  „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, იმის გამო, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების უმეტესობა უკრაინაშია და ქართულ მხარეს, მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს. “იულია სუსლიაკი გარეთ არის. გააუქმეს აღკვეთის ღონისძიება. დღეს, მათ ჩემთვის, უნდა გადმოეცათ მტკიცებულებები, რითიც დამტკიცდებოდა მისი ბრალი, მაგრამ იმდენად რამდენადაც, მთელი ამ ხნის მანძილზე ვერაფერი მოიპოვეს, გამოსავალი ასეთი მოძებნეს. რადგანაც, უკრაინიდან საქართველოში ვერ გამოითხოვეს მასალა, გადაწყვიტეს, საქმე გადაეცათ უკრაინისთვის გამოსაძიებლად. თავი, რომ გაემართლებინათ და მათი პასუხისმგებლობა არ…

მეტი...

ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2” – ის მისთვის გადაცემის მოთხოვნით სარჩელს შეიტანს

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, ბიზნესმე ქიბარ ხალვაშის მიერ, გუშინ, საჯარო რეესტრში „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირებულ წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მისი თქმით, სარჩელის შეტანის საფუძველი შეთანხმებაა ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის, რომელიც 2010 წელს ქალაქ ბერლინში დაიდო. როგორც ანა რეხვიაშვილმა განაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილისადმი “რუსთავი 2” -ის გადაცემის მოთხოვნით სარჩელს მომავალ კვირაში შეიტანს. „ჩვენ, ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა შეგვაქვს გუშინ, ქიბარ ხალვაშის მიერ, საჯარო რეესტრში „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირებულ წილებზე ყადაღის დადების თაობაზე. ეს არის მოთხოვნა ყადაღის შესახებ. რაც შეეხება სარჩელს, ჩვენ…

მეტი...

“სტრასბურგის გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო”- მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ტელეკომპანია რუსთავი-2-ის საქმეზე შეაფასა და განაცხადა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს არ იყო სამართლებრივი სახელმწიფო. მამუკა ბახტაძემ , საზოგადოებას მოუწოდა დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას.  „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ადგილი ჰქონდა ადამინების მკვლელობას, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას, ადამიანების წამებას, საკუთრების ხელყოფას, ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის საქმეს, მის არც ერთ ეპიზოდში სტრასბურგის სასამართლომ ხარვეზი არ დაადგინა. ამასთანავე, გუშინდელი დღე იყო გამოხატულება იმისა, რომ საქმე გვაქვს ფსევდო დემოკრატიულ ძალებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ…

მეტი...

კახეთის მოსავლის 6 000 ტონაზე მეტი ექსპორტირებულია

დღეისათვის კახეთის რეგიონში, 9 სამაცივრო მეურნეობა აქტიურად ფუნქციონირებს.  გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში არსებულ მიმღებ პუნქტს და სამაცივრო მეურნეობას,  600 ტონამდე ატამი აქვს მიღებული. დღეის მდგომარეობით, დაკრეფილი მოსავლის რაოდენობა 16 000 ტონაზე მეტია, აქედან,  6 000 ტონაზე მეტი ექსპორტირებულია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი მოსავლის აღების მიმდინარე პროცესს თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. მისი თქმით, ბაზარაზე მოთხოვნა დიდია და ფერმერები საბაზრო ფასითაც კმაყოფილნი არიან.  „წელს მოსავალი კარგია და კრეფის პროცესიც შეუფერხებლად მიდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს,…

მეტი...

„ზურა ვაზაგაშვილი ისე ჩაცხრილეს, მისი ვინაობაც კი არ იცოდნენ და მერე გაიგეს“ – ადვოკატი „მთავარში“

“ჩვენი ბრძოლის შედეგად, დადასტურდა ის, რასაც აქამდე დაუდასტურებლად ვამბობდით, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფილ იქნა ისეთი უმნიშვნელოვანესი უფლება, როგორიც არის სიცოცხლის უფლება,” – ასე შეაფასა 2006 წლის 2 მაისს, კორტებთან, სპეცოპერაციისას ჩაცხრილული ზურა ვაზაგაშვილის საქმის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. გაგი მოსიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” ე.წ კორტების სპეცოპერაციის დეტალებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალგაზრდების ლიკვიდაცია მოხდა ისე, რომ პოლიციამ მათი სახელი და გვარიც კი არ იცოდა. მისი თქმით, ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობით ჩატარებული სპეცოპერაცია, სადაც მაშინდელმა რეჟიმმა ხელყო ადამიანის სიცოცხლის უფლება.…

მეტი...

საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი მომზადდა

საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი მომზადდა. ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი, წარმოადგენს ონლაინ მონიტორინგის პლატფორმას, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს აწვდის უნიკალურ ინფორმაციას, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტყის მართვის, ტყის საფარის, ტყის ხანძრების, ხე-ტყის და წიაღის მოპოვების ლიცენზიების, გეოლოგიური რისკების, მეწყერების, დაცული ტერიტორიების, ტურისტული ბილიკებისა და სხვა მიმართულებების შესახებ. ატლასში გაერთიანებული საინფორმაციო მასალა და მონაცემები მუდმივად განახლდება, რაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაინტერესებულ ადამიანებს, ტყისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის და ანალიზის საშუალებას მისცემს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  შესაძლებლობა ექნება, დინამიკაში დააკვირდეს საქართველოში ტყის მდგომარეობას. “სახელმწიფოს აქვს ახალი…

მეტი...

„ახლა მაინც დაასვენონ ჩემი ძმა და მისი შვილი საფლავში“ – მანანა ვაზაგაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

2006 წლის 2 მაისს, კორტებთან, სპეცოპერაციისას ჩაცხრილული ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვაზაგაშვილების ოჯახი აფასებს და აცხადებს, რომ მთავარი მიზანი მიღწეულია. როგორც მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამიდამ, მანანა ვაზაგაშვილმა „მედიაცენტრ მთვარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მისი ძმა, იური ვაზაგაშვილი სწორედ ამ სიმართლისთვის ბრძოლას შეეწირა. „მოლოდინი გვქონდა, რომ გამამართლებელი გადაწყვეტილება დადგებოდა. იმიტომ, რომ ყველანაირი მტკიცებულება იდო საქმეში. ყველაფერი მოიპოვა თვითონ ჩემმა ძმამ, ადვოკატების დახმარებით. იური დარწმუნებული იყო მისი შვილის უდანაშაულობაში და ამიტომაც გადადო თავი. ყოველთვის იძახდა, შევეწირები ამ საქმეს და შეეწირა კიდეც. სამწუხაროა, რომ ვერ მოესწრო ამ დღეს. მან დაამტკიცა თავისი შვილის…

მეტი...

შვიდსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ნიჩბისში, წუხელ, გვიან ღამით, ძლიერმა ქარმა და წვიმამ, სოციალურად დაუცველ, შვიდსულიან მაკარაშვილების სახლს სახურავი ახადა. ოჯახში, სადაც 4 არასრულწლოვანი ბავშვი იზრდება, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. ოჯახი დროებით მეზობლის სახლს აფარებს თავს. ,,სახლი რამდენიმე თვის წინ გადავხურეთ. წინა სტიქიის დროს გადახდილი სახლისთვის  თუნუქის სახურავი მერიამ გადმოგვცა, დილითაც ამოსული იყვნენ და დახმარებას შეგვპირდნენ. მადლობის მეტი რა გვეთქმის.“- განაცხადა ოჯახის წევრმა ქეთევან სარალაშვილმა. ადგილზე იმყოფებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე და მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად.  გაეცვნენ არსებულ მდგომარეობას და ოჯახს უახლოეს პერიოდში დახმარებას დაპირდნენ.

მეტი...