“თუ დემოკრატიით აპირებს სამყაროს გაკვირვებას, მაშინ ივანიშვილმა უნდა დატოვოს ქვეყანა”- გუბაზ სანიკიძე

“თუ მას ქვეყანა უყვარს, თუ ის დიდი პატრიოტია, თუ ის დემოკრატიით აპირებს სამყაროს გაკვირვებას, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა უნდა დატოვოს ქვეყანა, ” – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება არსებული სიტუაციიდან გამოსავალი, რაც ორ პარტიას, “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” თანაბარ პირობებში ჩააყენებს: “იკვეთება ერთი სურათი, რომ ქართველი ხალხის ნახევარს ეშინია ივანიშვილის და ნახევარს ეშინია მიხეილ სააკაშვილის, ეს არის ფაქტი. გამოსავალს ვხედავ ერთ რამეში, რადგან ეს ორი კაცი არის ასეთი პრობლემური თითო-თითო ნახევრისთვის, თანაბარ პირობებში უნდა ჩავაყენოთ ეს ორი ადამიანი. მიხეილ სააკაშვილი არ…

მეტი...

“თუ რუსეთს აგრესორად თვლით,  ნება იბოძეთ და თქვენი ღვინო და სხვა პროდუქცია სხვა ქვეყნებში გაყიდეთ“, – ჯაბაროვი

“საქართველო პატარა ბავშვი არ არის, რომელსაც არაფერი ესმის, ბავშვი, რომელსაც, როცა დააშავებს, უნდა აპატიო”, _ ეს განცხადება რუსეთის ფედერაციული საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმირ ჯაბაროვმა გააკეთა. მისი თქმით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესოს, კერძოდ კი, აკრძალოს ქართული ღვინის იმპორტი. „საქართველო პატარა ბავშვი არ არის, რომლსაც არაფერი ესმის, ბავშვი, რომელსაც, როცა დააშავებს, უნდა აპატიო. უკვე 30 წელი გავიდა, რაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საკუთარი ნაბიჯებისთვის პასუხი უნდა აგოს. ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ ზომები, სანქციები. არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ ქართული ღვინოების ხარისხი გაუარესდა. რატომ უნდა თქვა ეს? ამაზე ყველაზე…

მეტი...

ამირან გამყრელიძე: ორგანიზმში ტყვიის შემცველობის სავარაუდო წყარო საყოფაცხოვრებო ნივთებია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „იუნისეფთან“ ერთად ჩატარებულ რამდენიმეთვიან კვლევაზე დაყრდნობით, რომლის მიზანიც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენა იყო, გამოკვლეული 1578 ბავშვიდან 650 მათგანს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მაღალი აღმოაჩნდა. მათგან 16-ს კი, ორგანიზმში ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაუფიქსირდა. საუბარია აჭარაში, გურიაში, იმერეთში, გორსა და თბილისში მცხოვრებ ოჯახებზე. ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ორგანიზმში ტყვიის შემცველობის სავარაუდო წყაროებს შორის, საყოფაცხოვრებო ნივთები, ნიადაგი, ასევე სანადირო იარაღი და ტყვიები მოიაზრება. აღნიშნული კვლევის შედეგად შესწავლილი ოჯახების საფუძველზე, სპაციალისტებმა დაადგინეს, რომ ტყვია ორგანიზმში როგორც სამონადირეო აღჭურვილობიდან, – იარაღისა და…

მეტი...

ადამიანი, ვინც აქციის ორგანიზატორს მოკვლით დაემუქრა, იდენთიფიცირებულია   

ცოტა ხნის წინ დასრულდა აქტივისტ გიგა მაქარაშვილის დაკითხვა პოლიციაში, რომელიც მის მიმართ სოციალურ ქსელში განხორციელებულ მუქარას ეხებოდა. ​მაქარაშვილის თქმით, პირი, რომელიც მას მოკვლით დაემუქრა, იდენტიფიცირებულია. „თითქმის ოთხი საათი გამოკითხვაზე ვიყავი. როგორც ვიცი, ეს ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია. ამ ადამიანთან მე არასოდეს მქონია შეხება. პირველად წუხელ დაიწყო მოწერა და დილით ვნახე ეს შეტყობინება, სადაც დეტალურად აღწერდა, როგორ მომკლავს. ძალიან მძიმე წასაკითხია ეს დეტალები. მას შემდეგ, რაც უკვე მივეჩვიეთ, რომ ცოტა აქტიურ ადამიანებს ბოტები გვიტევენ და გინებებზე რეაქცია აღარ გვაქვს, დაიწყეს უკვე ეს მუქარები. შესაბამისად, გადავწყვიტე პოლიციაში მოსვლა. მე ვიცი, ვერაფერს დამიშავებს, მაგრამ…

მეტი...

“რეზინის ტყვიები მთელ რიგ ქვეყნებში გამოიყენება, თუმცა – მკაცრი ინსტრუქტაჟით”

“რეზინის ტყვიები დღესდღეობით მთელ რიგ ქვეყნებში გამოიყენება, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ის არ უნდა გამოიყენებოდეს, ამიტომ ვინც ამით საზოგადოებას უპირისპირდება, მკაცრი ინტრუქტაჟი უნდა ჰქონდეს ჩატარებული ” – ამის შესახებ ექსპერტ-კრიმინალისტი ზაზა ალთუნაშვილი “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს და განმარტავს, რომ სროლის მომენტში ობიექტამდე არსებული მანძილის განსაზღვრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. “რაც მძიმეა რეზინის ტყვია, მისი კინეტიკური ენერგია მეტია და მეტ მანძილს გადის. თავისთავად, სროლის მომენტში რეზინის ტყვია, ლულიდან გამოსვლიდან ძალიან მცირე მონაკვეთში კარგავს სიჩქარეს, დაზიანებების გამომწვევი კი, არის სწორედ კინეტიკური ენერგია და სიჩქარე. ამიტომ მსროლელმა რა მანძილიდან უნდა ისროლოს იარაღი, კარგად…

მეტი...

“იდგა ეს კაცი და ცხრაჯერ ესროლეს?- იქ სხვა ტიპის ვაზნაა ნასროლი, საიდანაც ერთ ჯერზე რამდენიმე ბურთულა გამოდის”

ექსპერტ-კრიმინალისტი ზაზა ალთუნაშვილი 20 ივნისს აქციის დაშლის დროს გამოყენებულ იარაღებზე საუბრობს და განმარტავს, რომ გამოყენებული იყო 4 სხვადასხვა კატეგორიის რეზინის ტყვია, მათ შორის, სავარაუდოდ ისეთიც, რომელიც ერთი გასროლით ადამიანს რამდენიმე ჭრილობას აყენებს. როგორც ზაზა ალთუნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავდაცვით იარაღს, რომელიც აქციის დასაშლელად გამოიყენეს, რიგ ქვეყნებში მოქალაქეები თავისუფლად ყიდულობენ და ინახავენ. “საუბარია თავდაცვით იარაღზე, უფრო სწორედ, ჭურვებზე, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის იარაღებთან სასროლად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც კადრებიდან ჩანდა, ეს არის ჩვეულებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გამოიყენება ასევე, რეზინის ტყვიების სასროლად. აქციაზე გამოყენებული იყო 4 ტიპის სხვადასხვა ტყვია, თვითონ…

მეტი...

20 ივნისს დაშავებულებს სახელმწიფო კომპენსაციას დაუნიშნავს

20 ივნისს დაშავებულ დემონსტრანტებს სახელმწიფო კომპენსაციას დაუნიშნავს, – ამის შესახებ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო მუშაობს, რათა კომპენსაციები იყოს საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული ნორმატივების მიხედვით გაანგარიშებული: “კომპენსაციებთან დაკავშირებით ცალსახა პასუხი არ გვაქვს, მაგრამ ვმუშაობთ, რათა კომპენსაციები იყოს საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული ნორმატივების მიხედვით გაანგარიშებული. ჩვენ ალბათ, ამასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებებსაც შევიტანთ. ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს მხოლოდ ოთხი პაციენტი და მათი მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. ხუთი პაციენტი საზღვარგარეთ იმყოფება და ისინი ჩვენი და პარტნიორი კლინიკების მხრიდანაც მუდმივი მონიტირინგის ქვეშ არიან. ჩვენ გვაქვს მუდმივი ინფორმაცია ამ პაციენტების ჯანმრთელობის შესახებ“, –…

მეტი...

დავით უსუფაშვილი ხელისუფლებას პროპორციული არჩევნების ახალ ვარიაციას სთავაზობს

“პროპიორცული არჩევნების ბევრი ვარიაცია არსებობს, პირადად ჩემზე და “შენების მოძრაობაზე” რომ იყოს დამოკიდებული, ჩვენ დავამკვიდრებდით პროპორციულ არჩევნებს, ორონდ მრავალმანდატიან ოლქებში და ღია სიებით,”- ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი “მედიაცენტრ მთავართან” გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს. მისი თქმით, “შენების მოძრაობის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებული მოდელი იქნება მეტად ეფექტური, როცა ამომრჩეველს მეტი სიტყვა ეთქმის თავის მიერ არჩეულ დეპუტატზე, ვიდრე პარტიულ ხელმძღვანელს. “მაგალითად, კახეთიდან აირჩევა 6 მაჟორიტარი დღევანდელი სისტემით. თუ სრულიად პროპორციული გახდება სისტემა, მაშინ კახეთის მოსახლეობას, თავისი რაოდენობით ერგება დაახლოებით 12 მანდატი. გავაკეთებდით კახეთში პროპორციულ საარჩევნო ოლქს, რომელშიც ყველა პარტია წარადგენდა 12-12 კადიდატს,…

მეტი...

იმუნიტეტი არ უნდა გახდეს ინდულგენციის საშუალება

პარლამენტის წევრის გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა შეეცადა არ ყოფილიყო რაიმე უთანასწორობა პარლამენტარსა და რიგით მოქალაქეს შორის, როდესაც პროკურატურის მიერ საქმე შევიდოდა სასამართლოში ,,ამ მოცემულობით, ჩვენ ვიღებთ სურათს, როდესაც ხელისუფლების ორ შტოს შორის გადანაწილებული ფუნქციები სწორად რეალიზდება. სასამართლოს ორივე ინსტანციის გადაწყვეტილებამ დაადასტურა ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტი არ იძლევა პატიმრობის დადგენილებას, არამედ ის პროკურატურის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე იძლევა საშუალებას, პარლამენტის წევრი სტატუსით ჩვეულებრივ მოქალაქეს გაუთანაბრდეს, იმისათვის რომ იმუნიტეტი არ გახდეს ერთგვარი ინდულგენციის საშუალება“  – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.   მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, შესაძლებელი გახდა ორ სახელისუფლებო…

მეტი...

მოპედებსა და კვადროციკლებზე იგივე რეგულაციები გავრცელდება, როგორც სხვა ტრანსპორტზე

მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს სპეციალური რეგისტრაციის გავლა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ქალაქში ვერ იმოძრავებენ.     კანონპროექტის მიხედვით, რომელიც მალე კანონის სახეს მიიღებს, მოპედებსა და კვადროციკლებს მექა​ნიკური სატრანსპორტო საშუალებების კატეგორია მიენიჭება და საგზაო მოძრაობის წესებს ისევე დაექვემდებარებიან, როგორც სხვა დანარჩენი სატრანსპორტო საშუალებები. მათ მფლობელებს რეგისტრაციის გავლა და სპეციალური, AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება მოუწევთ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აცხადებენ,  მოპედებისა და მსუბუქ კვადროციკლებზე იგივე რეგულაციები გავრცელდება, რაც სხვა დანარჩენ ტრანსპორტზე. „2 წლის განმავლობაში,  მოპედით 220-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაცვლილია 3 ადამიანი. ვიდეოკამერები ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებას ვერ აღიქვავს,…

მეტი...

„მელია ძაღლისებრთა ოჯახიდან“ – პროკურატურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მელიას პატიმრობა არ შეუფარდეს

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საჩივარი მის პატიმრობის მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ, ისევ 30 000-ლარიანი გირაო რჩება, პატიმრობის გარეშე. ასევე, მოსამართლის გადაწყეტილებით, მას ელექტრონული სამაჯურის ტარება ევალება. მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის გადაწვეტილებას თავად ნიკანორ მელია ასე გამოეხმაურა: „სამაჯურის ტარებასთან დაკავშირებით, დამიკავშირდებიან. ის ან ხელზე მექნება, ან ფეხზე. ამათ, მგონი, მართლა რეალური მელია ვგონივარ, ძაღლისებრთა ოჯახიდან. ახლა ყველაზე მეტად საინტერესოა “ქართული ოცნების” დეპუტაციის განმარტება. ეს ყველაფერი მაინც არ მიზღუდავს პარლამენტში სიარულს. ისეთივე უფლებამოსილებით ვარ დეპუტატი, როგორც არის დანარჩენი 149 წევრი”, – განაცხადა მელიამ.

მეტი...

“პროცესს ბევრი ხიფათი ელის, არ უნდა მივცეთ საბაბი, უკან დასაბრუნებლად” – უსუფაშვილი პროპორციულ სისტემაზე

“არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული იძულებითი ნაბიჯი და რასაც იძულებით აკეთებ, ბედნიერი იქნები თუ მისგან ტავის არიდებას შეძლებ”- ამის შესახებ „შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “მედაცენტრ მთავართან” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ ამ პროცესის შეფერხება. როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, ორ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ მოთამაშეთაგან, ერთი ნაძალადევად წავიდა დათმობაზე, მეორე კი აღნიშნულ რეგულაციას ეწინააღმდეგება, რის გამოც არსებობს საფრთხე, რომ შემოთავაზებული ინიციატივა ვერ გავიდეს. “პროპორციული არჩევნების მოთხოვნა ძალიან ძველია, ჩვენი თანამდეროვე სახელმწიფოს ტოლი, ამიტომ ხელისუფლება იძულებული გახდა გაეცა ეს პოლიტიკური დანაპირები, ეს…

მეტი...

“პროპორციული არჩევნები დაამარცხებს “ტრადიციას” – თუ ხელისუფლებას რევოლუციით არ შეცვლი, ისე ვერ მოხვალ”

“პროპორციული არჩევნებით დასრულდება ორპოლუსიანი სისტემა პარლამენტში და შეიქმნება კოალიციები არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ”- ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლოდერი გიორგი ახვლედიანი “მედიაცენტრ მთავარში” საუბრობს. როგორც ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტიული ბლოკებისთვის შესაძლოა, ცალკე ბარიერი დაწესდეს, რაც დემოკრეტიულ პროცესებს სულაც არ ეწინააღმდეგება: “ზოგიერთი პოლიტიკური პატრია აცხადებს, რომ მოდი შემოვიტანოთ ასეთი ნორმა, დავუშვათ ბლოკების არსებობა, ოღონდ ამ ბლოკებისათვის ცალკე ბარიერი დავაწესოთ და ვინც ბლოკში გაერთიანდება, დაუშვათ, 3-პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს, ხოლო ვინც არ გაერთიანდება ბლოკში და ინდივიდუალურად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მათ 0,67 პროცენტი ბუნებრივი ბარიერით ისარგებლონ. ეს არადემოკრატიული პროცესი…

მეტი...

„რაც უნდა ის მეძახოს ციციკორე გვარამიამ… მე არ ჩავეთრევი ამ საქმეში“ – დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი მისი მისამართით ნათქვამ შეფასებებს ეხმიანება და ამბობს, რომ ვინც მას „მოღალატეს“ ეძახის ეს მის არჩევანია და ამ ბინძურ საქმეში ვერ ჩაითრევენ. „ცოტა ტერმინებს უნდა გავუფრთხილდეთ და მე ასე ვიქცევი, როცა ვინმეს გადაწყვეტილებას თუ მოქმედებას არ ვეთანხმები. „მოღალატე“, „მოღალატეს“ ძახილში მთელი 30 წელი გავატარეთ. გუშინდელ ღონისძიებაზე ყველას მივმართე, რომ ვიყოთ ფხიზლად, ვინაიდან, ხელისუფლების ეს შემოთავაზება იყო იძულებითი ნაბიჯი და თუ საბაბი მიეცემა დაწყებული საქმის ბოლომდე არ მიყვანის, ის ამას გააკეთებს“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით,  საქმე ბოლომდეა…

მეტი...

“ბუნებრივი ბარიერი ყველაზე სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპია პროპორციულ სისტემაში”- გიორგი ახვლედიანი

“ყველაზე სამართლიანი საარჩევნო სისტემა, ყველაზე ნაკლები დანაკარგით, ყველაზე ობიექტური გათვლით”, – ასე აფასებს “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლოდერი გიორგი ახვლედიანი პროპორციულ საარჩევნო სისტემას ნულოვანი ბარიერით. როგორც გიორგი ახლლედიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრსკონფერენციაზე განაცხადა, გადასალახი ბარიერი ამ შემთხვევაში ვერ იქნება სამართლიანი, რადგან მეტი მანდატი დაიკარგება. ‘ბუნებრივი ბარიერი ეს არის ყველაზე სამართლიანი და დემოკრატიული პრონციპი, ამაზე დემოკრატიული და სამართლიანი სისტემა პროპორციული ბუნებრივი ბარიერი აღარ არსებობს. ამ სისტემის პირობებში, როდესაც ბუნებრივია ბარიერი და არის პროპორციული სისტემა, იქნება პრაქტიკულად ძალაინ ცოტა გადაუნაწილებელი მანდატი და მეორეს მხრივ, ჩვენი ამომრჩევლის ხმები პრაქტიკულად აღარ იკარგება,…

მეტი...

“ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, უბრალოდ, ფარისევლობდნენ” – გიორგი ახვლედიანი

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლოდერი გიორგი ახვლედიანი საარჩევნო სისტემის ცვლილებას ხელისუფლების ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად აფასებს და თვლის, რომ იმ საარჩევნო სისტემამ, რაც ქვეყანაში დღემდე მოქმედებს, უმძიმესი შედეგები მოიტანა. როგორც გიორგი ახვლედიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლებას ან ერთპარტიული მმართველობა უნდა დაეთმო, ან საერთოდ წასულიყო ქართული პოლიტიკიდან: “20 წლის განმავლობაში ითხოვდა ამ ცვლილებას ოპოზიციური სპექტრი. შესაბამისად, იმ საარჩევნო სისტემამ, რომელიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს, ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა. ჩამოაყალიბა პრქტიკულად ერთპარიული მმართველობის სტანდარდი. უკვე რამდენი წელია, მცირე მხარდამჭერებით დეპუტატები, დიდი რაოდენობის მანდატებს აგროვებენ, ეს ყველაფერი არის ამ საარჩევნო სისტემის…

მეტი...

კარასინი რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ჟენევის ჩარჩოში განხილვისკენ მოუწოდებს

ჟენევის ფორმატში საქართველოს დელეგაცია აპირებს ყველა იმ საკითხის დასმას, რომელიც აქამდეც აქტუალური იყო, თუმცა ყურადღება ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე გამახვილდება -, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა. „საქართველოს დელეგაცია აპირებს ყველა იმ საკითხის დასმას, რომელიც აქამდეც ჟენევის მოლაპარაკებების წინა რაუნდების დღის წესრიგში იყო. ეს გახლავთ გამალებული მილიტარიზაცია, უკანონო ბორდერიზაცია, არსებული მძიმე ჰუმანიტარული და პოლიტიკური ფონი და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება 27 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც დაკეტილია ენგურის ხიდი, რაც კიდევ უფრო ართულებს იქ არსებულ ვითარებას. ჟენევის მოლაპარაკებას აქვს თავისი დღის წესრიგი. კომისია აგრძელებს მუშაობას, ეს…

მეტი...

პროკურატურა მელიასთვის გირაოს გამოყენებას უსამართლოს უწოდებს და პატიმრობას ითხოვს

„ბრალდების მხარეს დღესაც მიგვაჩნია, რომ ნიკანორ მელიას მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული. მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რაც ზოგადად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებობს“ – აცხადებს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის საქართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დღეს ნიკანორ მელიას საქმეზე, ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენა იმართება.

მეტი...

“რუსეთი ოკუპანტია” – 10 წლის ტყუპების პროტესტი

“რუსეთი ოკუპანტია” – ასე აპროტესტებენ 10 წლის ტყუპები, გიორგი და დავით მაისურაძეები რუსულ ოკუპაციას და ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს ჩვენს ქვეყანაში. “პოლიტიკაში ჯერ ვერ ვერკვევი, მაგრამ არ მომწონს ეს აქციები და იმიტომ დავხატე. “20” კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს წართმეული”, – განუცხადა “მედიაცენტრ მთავარს” გიორგიმ. დათო კი ამგვარად ცდილობს, ოკუპანტ ქვეყანას თავისი სათქმელი უთხრას: ” ხატვას ისევ გავაგრძელებ, რადგან მინდა ამით ჩემი სათქმელი რუსეთამდე მივიტანო. ყველას შეუძლია რაღაც ფორმით თავისი პროტესტი გამოხატოს, ზოგმა დახატოს, ზოგმა დაწეროს, ზოგმაც იმღეროს, – ძალადობის გარეშე!”, – აცხადებს დათო “მედიაცენტრ…

მეტი...

„გიორგი გახარიამ მიიღი ის გადაწყვეტილება და იმოქმედეს ისე, როგორც მათ კანონმდებლობით მოეთხოვებოდათ“ –  თალაკვაძე

„არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც მიაჩნია, რომ შემდგარია, როგორც სახელმწიფო, აქვს კანონმდებლობა და თავისი საზოგადოების უსაფრთხოებას და საზოგადოებაში წესრიგს უზრუნველყოფს, არ დაუშვებდა იმას, რომ ასეთ დროს, პოლიციას და სახელმწიფოს გამოეჩინა ისეთი პოზიციები, რაც რეალურად, ამ ძალადობრივ სცენარს და დესტაბილიზაციის სცენარს ბოლომდე მიიყვანდა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ ეთერში, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ლუსტრაცია სახეზეა: „პოლიტიკოსების ნაწილმა, რომელთაც ჰქონდათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა ოპოზიციაში, ხაზგასმით ვამბობ, არ გააკეთეს შეფასებები და არცერთი განცხადება, სადაც მათ დაგმეს ძალადობა და რეალურად, საკონსტიტუციო წესრიგზე შეტევა და ძალადობრივი სცენარი, რაც…

მეტი...