დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის პროცესზე შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმეებს გამოკითხავენ

  •  

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება, დღევანდელ სხდომაზე ის 4 მოწმე უნდა გამოიკითხოს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე უშუალოდ იმყოფებოდნენ.

გიორგი მენაბდე ოთხი თვის წინ დააკავეს და მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. მენაბდეს დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. მანამდე 2017 წლიდან ამ საქმეში ის მხოლოდ მოწმის სტატუსი ჰქონდა.

გიორგი მენაბდე მის მიმართ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ადვოკატი დავით დადიანი აცხადებს, რომ მოწმეთა ჩვენებები ახალ დეტალს საქმეში ვერ შეიტანენ. 

მსგავსი თემები