“პრემიერის გამოსვლიდან იკვეთება, რომ გუნდს საერთო პოზიცია არ აქვს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით” – ვარლამ გოლეთიანი

  •  

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის  ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ გუნდში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, არსებული პირობებით პროექტი არ გაგრძელდება.

„ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გრძელდება. ამ პატარა გამოსვლიდან რაც იკვეთება, ჩანს, გუნდს საერთო პოზიცია არ აქვს  საკითხთან დაკავშირებით. თუ პრემიერისთვის ამდენად შეუსაბამოა ის პირობები, რა პირობებითაც  ხელშეკრულება გაფორმდა,  ფაქტია, ამას ასე არ ფიქრობს თუნდაც ეკონომიკის მინისტრი და ხელისუფლების ესა თუ ის წარმომადგენელი. ყველას სხვას მიაჩნია, რომ პროექტი არის ერთ-ერთი გამორჩეული, ყველაზე კარგად შესწავლილი, როგორც ისინი ამბობენ, ეკონომიკურად მომგებიანი, ყველაზე უსაფრთხო და ა.შ. ანუ, შეფასებით ნაწილში აშკარად აცდენა აქვთ და როგორც ჩანს, საერთო პოზიციები არ აქვთ“ – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

მსგავსი თემები