“თუ გჯერათ, რომ რამეს შედეგიანს მიაღწევთ შედით ბიძინას “ბუდკაში” – ხატია დეკანოიძეს ფესიბუქ მომხმარებლები

„დღეს 15 მაისია და სადაა პროტესტის ის მუხტი რომელიც იძულებულს გახდიდა ოცნებას ფარ – ხმალი დაეყარა…“ – ასე ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ოპოზიციის მომხრეები ხატია დეკანოიძის პოსტს, სადაც რამდენიმე დღეა პოლემიკა არ წყდება.

ხატია დეკანოიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთ – ერთია, ვინც პარლამენტში შესვლის საჭიროებას ხედავს:

„შეხვალთ და აღარ გენდობათ ამომრჩეველი და გაანახევრებთ მათ რიგებს!!!!!!!!!!!!! არჩევნები გაყალბდა! და ვინ შევიდა და ვინ ვის ექაჩება ეს ფაქტს არ ცვლის! მე ხელი დამიბანია თქვენნაირ ხალხზე . არჩევნები მოიგო ოპოზიციამ და რა შედეგი დადეთ, რურუას და მელიას გამოშვება????რატომ გადააგდო მელიამ 5 თვის სახლში ჯდომის მერე სამაჯური , ხომ ეკეთა 5 თვე და იჯდა სახლში. გადააგდო და აუფ ახლა მელია ჩაიწერა რურუასთან ერთად 1 პუნქტად.

მე ვინ ვარ, მაგრამ უკვე მინიმუმ მაშინ იყო ძალიან საცოდაობა აი ეს მოთხოვნა ნომერ პირველ პუნქტად და არჩევნები მერე. მიიღეთ ის რაც გინდოდათ, ნაცმოს დაშლა, თქვენ პარლამენტში, ბიძინა 2024მდე ხელისუფლებაში.

გარეწარი ვაშაძე და ხაზარაძე გვეყოფოდა. ამომრჩეველმა ხმა თქვენს ბუტაფორიობას კი არ მისცა , არამედ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას და ახლა იმით თავის მართლება , რომ სხვებმა ხელი მოაწერეს რა არგუმენტია,როცა პარლამენტში დამსახურებულად გახდებით დაცინვის ობიექტი და მეტი სულ არაფერი! 9 წელი წრეში დაატარებთ ამ ხალხს, მაგრამ ახლა მომხრეების ნახევარს მაინც დამსახურებულად დაკარგავთ და ვინც გყავთ ისინიც მხოლოდ მიშას ხათრით!“ – წერენ სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები