“ზოგადად ქალი შინაგანად არ არის ისე განწყობილი, რომ ოჯახში იყოს ლიდერი” – მეუფე სტეფანე

ზოგადად ქალი შინაგანად არ არის ისე განწყობილი, რომ ოჯახში იყოს ლიდერი, – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, არ არის საჭირო ქალი და მამაკაცი ოჯახში უფლებებით არკვევდნენ საქმეს, არამედ სიყვარულით უნდა წყვეტდნენ ოჯახურ პრობლემებს.

„არ არის საჭირო ქალის როლის წინ გამოტანა, როგორც რაღაც განსაკუთრებული უფლება…

როდესაც ქალი დგება ისეთ ადგილას, რომელიც მისთვის ბუნებრივი არ არის და იწყებს ოჯახში მბრძანებლობას – შენ რაღაც ასე გააკეთე.

როდესაც კაცი ყველაფერში ქალს ემორჩილება და ყველაფერს უკეთებს, ის ქალი იმ კაცით აღარ კმაყოფილდება. გარეთ ეძებს ისეთ კაცს, რომელიც მას არ დაემორჩილება და რომელიც იქნება მისი პატრონი. ზოგადად ქალი შინაგანად არ არის ისე განწყობილი, რომ იყოს ლიდერი. მას ლიდერობა აქვს ბავშვებში, ოჯახურ სითბოში.

მაგრამ მისი ლიდერობა, როგორც ოჯახის მარჩენალი, ოჯახის გეზის წამყვანი მძიმე ტვირთია ქალზე. თვითონ ქალს უყვარს, როდესაც თავს გრძნობს მშვიდად და მყუდროდ… კაცი უამრავი საქმისგან დაღლილი და დაქანცული სახლში, რომ მიდის ფიქრობს, რომ დახვდება ოჯახური სითბო. ქალმა თუ დაუწყო ჩემი უფლება, შენი უფლება, წავა და უფრო თბილ ადგილს მოძებნის,“ – განაცხადა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას.

მსგავსი თემები