ორივე მხარეს დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი, ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის საჰაერო დარტყმები გრძელდება, ვითარება უმძიმესია. დარტყმები განხორციელდა თელ-ავივის მიმართულებითაც. დაღუპულები არიან ბავშვებიც.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ღაზას სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა, ისრაელის მიმართულებით კი დაახლოებით  5 ადამიანი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისივე განცხადებით, „ჰამასს“ და „პალესტინურ ისლამურ ჯიჰადისტურ ტერორისტულ დაჯგუფებას“ ძვირად დაუჯდება ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმები, „სისხლი მათ ხელზეა“.

მსგავსი თემები