ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში მსხვერპლით დასრულდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს სოფელ იყალთოში მოხდა. მსუბუქ მანქანას მამაკაცი თავად მართავდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები