საქართველო „წითელი ჯვრისგან“ საქართველოს 100 000 დოზა „სინოფარმს“ მიიღებს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონკრეტულად როდის მიიღებს საქართველო დამატებითი ვაქცინის დოზებს, დამატებით დაზუსტდება.

„იგეგმება კონკრეტულად „სინოფარმის“ ვაქცინის დონაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის და ასევე ჩინეთის „წითელი ჯვრის“ საშუალებით. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, როდის იქნება ხელმისაწვდომი ის 100 000 დოზა, რასაც „წითელი ჯვარი“ შემოგვთავაზებს“, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები