დიდმა ბრიტანეთმა თორმეტ ქვეყანას „მწვანე სტატუსი“ მიანიჭა და აკრძალვა მოუხსნა

  •  

გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას კარანტინს უხსნის და სრულ თავისუფლებას აძლევს. 17 მაისიდან, ე.წ. მწვანე სტატუსის მატარებელი ქვეყნების მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლებათ ინგლისის ტერიტორიაზე შესვლა და გადაადგილება. მათ კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

ე.წ. მწვანე სიაში მოხვდნენ: პორტუგალია, ისრაელი, გიბრალტარი, სინგაპური, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ირლანდია, გიბრალტარი,  ფერარის კუნძული, ბრუნეი და კიდევ რამდენიმე კუნძული.   

რაც შეეხება თურქეთს, მალდივებს და ნეპალს, მათ ინგლისი 12 მაისიდან „წითელ სიაში“ შეიყვანს.  ამ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებს 10 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.  

მსგავსი თემები