“მაისის პირველ ნახევარში, ბავშვებში, პოსტკოვიდური სინდრომის მატება გვექნება” – გაფრთხილება მშობლებს 

„როგორც ცნობილია, იაშვილის კლინიკა ძირითადად  პოსტკოვიდურ გართულებებს მართავს. რაც სრულ სინქრონშია, კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან. ამ ეტაპზე, იაშვილის კლინიკაში, პოსტკოვიდური სერიოზული გართულებებით 68 პაციენტია გატარებული“, – ამის შესახებ, „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, თუ თებერვალ-მარტში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა, ბოლო დღეების განმავლობაში პაციენტების რიცხვმა მოიმატა. მაისის პირველ ნახევარში კი, შესაძლებელია კიდევ უფრო გართულდეს მდგომარეობა.  

„კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტი ბავშვია. სამწუხაროდ, ვფიქრობთ, მაისის პირველ ნახევარში შემთხვევების მატება გვექნება. მშობლებისთვის აუცილებლად საყურადღებოა რომ, 38 გრადუსი სიცხის შემთხვევაში, თუ მას ახლავს ხველა, მუცლის ტკივილი, სუნთქვის გართულება, შეშუპება, გამონაყარი, აუცილებლად სჭირდებათ ექიმის კონსულტაცია“, – განაცხადა ივანე ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები