“შეზღუდვების ნაადრევად შემსუბუქებამ ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება შეიძლება გამოიწვიოს” – ჰანს კლუგე

  •  

დამცავი ზომების ნაადრევად შემსუბუქებამ, როდესაც უფრო გადამდები ვარიანტები არსებობს და ვაქცინაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია, შესაძლოა ნებისმიერ ქვეყანაში იდეალური შტორმი გამოიწვიოს. ინდოეთის სიტუაცია შესაძლოა ყველგან მოხდეს,“- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას რეგიონში, ორი თვის განმავლობაში პირველად, ახალი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ “ძალიან მაღალია”.

ჯანმო-ს წარმომადგენელმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვაქცინა სიცოცხლის გადამრჩენია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ცხოვრების ნორმალური რიტმის დაბრუნებისთვის საჭიროა ვაქცინაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძლიერი ზომების ერთობლიობა.

ჰანს კლუგემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპის ქვეყნების რამდენიმე ლიდერმა კორონავირუსთან დაკავშრებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დააანონსა.

მსგავსი თემები