“ინდოეთის სიტუაცია შესაძლოა ყველგან მოხდეს” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელი, ჰანს კლუგე აცხადებს, რომ ინდოეთის შემთხვევა, შესაძლოა, ნებისმიერ ქვეყანაში განმეორდეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

როგროც ჰანს კლუგე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას რეგიონში, ორი თვის განმავლობაში პირველად, ახალი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ “ძალიან მაღალია“.

ჰანს კლუგემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპის ქვეყნების რამდენიმე ლიდერმა კორონავირუსთან დაკავშრებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დააანონსა.

ჰანს კლუგე ამბობს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებამ შესალოა „შტორმი გამოიწვიოს“.

მსგავსი თემები