“ნიკა მელიას პოზიცია არის უცვლელი” – ადვოკატი

პატიმრობაში მყოფი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიასთან მისი ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი იმყოფებოდა. 

კონდახაშვილმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა, იქამდე კი განაცხადა, რომ ნიკა მელიას პოზიციები ამნისტიის კანონთან დაკავშირებით არ შეცვლილა. 

“ნიკა მელიას პოზიცია არის უცვლელი. ერთადერთი, მან დაამატა, რომ ძალიან განიცდის ხელშეკრულების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ნაცვლად, ვინაიდან აქვს მოლოდინი, რომ ქართული ოცნება იმდაგვარ ამნისტიის კანონოპროექტს დააინიცირებს, რომელზედაც დათანხმება იქნება ელემენტარულად შეუძლებელია. ამასთან, ნიკა მელია იმედოვნებს, რომ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ აღნიშნულ ამნისტიის კანონპროექტში არ მოხვდნენ მოძალადეები,”-აცხადებს ადვოკატი. 

მსგავსი თემები