“თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს, ჩვენ კრიტიკულ პოზიციას არ დავაფიქსირებთ” – “ქართული ოცნება”

“ქართული ოცნების” განცხადებით, გიორგი რურუა არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი, თუმცა, მოლაპარაკების ინტერესიდან გამომდინარე, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ თუ რურუას პრეზიდენტი შეიწყალებს, ისინი კრიტიკულ პოზიციას არ დააფიქსირებენ.

“გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ გ. რურუასთან დაკავშირებით – ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები