მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია facebook-ზე წერს, რომ ამნისტიის შედეგად გათავისუფლებას არ ეთანმხება. 

მისი თქმით, 20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის გამოცხადების შემდეგ, შეწყალებული იქნებიან მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელებიც, რაც მისთვის მიუღებელია. 

“მოკლედ მინდა გითხრათ ჩემი მოსაზრება:
რა გამოდის – ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა. ეს ჩემთვის მიუღებელია!

ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და მერე ჩემი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა. ამ გზით მოპოვებული “თავისუფლების” შედეგი რა იქნება – შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები. 
და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება.
მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა.
“ოცნებამ” კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება,”-წერს მელია. 

მსგავსი თემები