„ჩვენ, ხომ ვიცით რა მოხდა რეალურად და რამ გამოიწვია გარდაცვალება“ – რა ინფორმაციას ინახავს გარდაცვლილი მედიკოსის ტელეფონი – ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

„არსებობს კომუნიკაცია, სადაც გარკვეული პირები საუბრობენ რატომ გარდაიცვალა მეგი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა განაცხადა.

ადვოკატი სისტემურ ხარვეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი ექთნის ტელეფონი გარკვეულ ინფორმაციას ინახავს, ბარამაშვილის თქმით საერთო ჩათიდან ბევრი სმს გამქრალია:

„ვაწყდებით არსებით სისტემურ ხარვეზებს, თავად ვაქცინაციის პროტოკოლში, რადგან ფატალური შედეგი ვერ ავიცილეთ, თითოეული ხარვეზი და შეცდომა უნდა გავიგოთ, რათა ეს შემთხვევა იყოს ბოლო.

ახალი მტკიცებულება ეს არის მეგის პირადი ტელეფონი, რომელიც გამოძიებას დღემდე არ ამოუღია, აქ არსებობს კომუნიკაცია, სადაც გარკვეული პირები საუბრობენ თუ, რატომ გარდაიცვალა მეგი და რა იყო ამის მიზეზი, ამ ტელეფონს ჩვენ გადავცემთ ძიებას. კომუნიკაცია არის გარდაცვალების შედეგ, მათ შორის არიან მედიკოსები, ეს არის სამსახურეობრივი ჩათი, ძალიან ბევრი სმს არის წაშლილი, მესიჯების შინაარსი მოიაზრებს იმას, რომ გარკვეული ინფორმაცია, რაც ჩვენ და გამოძიებამ არ ვიცით არსებობს, ძიებამ უნდა დაადგინოს ხომ არ გვაქვს რაიმე სახის დამალულ ფაქტებთან,“ – განაცხადა ბარამაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები