„მოლოდინი გვაქვს, რომ დღეს გავეცნობით სააგენტოსა და სამხარაულის ბიუროს დასკვნებს“ – მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

„მეგიზე და მის ოჯახზე გადაიარა საქართველოს თითოეული მოქალაქის შიშმა, ეს უნდა იყოს უკანასკნელი შემთხვევა, სიმართლის დადგენის პროცესში ჩვენ ვატარებთ გამოძიებას და მივმართავთ სრულ საჯაროობას, იგივეს უნდა აკეთებდეს პროკურატურა,“ – ამის შესახებ „მედიცანტრ მთავარში” გარდაცვლილი ექთნის, მეგო ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებმა განაცხადეს.

ადვოკატების ინფორმაციით პროკურატურას მათთან კომუნიკაცია არ აქვთ, მათივე განმარტებით დღეს გახდება ცნობილი „სამხარაულის“ ექსპერტიზის დასკვნა:

„მეგის გარდაცვალებაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. ოჯახზე გადაიარა მოქალაქეების შიშმა, რა შეიძლება, მოხდეს ვაქცინაციის შემდეგ. ყველაზე ცუდი მოხდა, ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ დაგვიტოვა შესაძლებლობა, მოხდეს ხარვეზებისა და პრობლემების იდენტიფიცირება.

მასობრივი ვაქცინაციის ფონზე ადამიანის გარდაცვალება უნდა იყოს უკანასკნელი პრობლემა. სწორედ ეს აინტერესებს ოჯახს, გაიგოს სიმართლე. ჩვენ გაწვდით ყველა ფაქტს, ინფორმაციას, იგივეს უნდა აკეთებდეს პროკურატურა. ხუთი დღეა, არ მიგვიღია მათგან ინფორმაცია.

მოლოდინი გვაქვს, რომ დღეს გავეცნობით სააგენტოსა და სამხარაულის ბიუროს დასკვნებს. პირველ რიგში, გვეცოდინება გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. რამდენიმე დღის წინ მოხდა ვაქცინაციის ზუსტი დროის იდენტიფიცირება. ვაქცინაციის დრო არის 12:30 საათი, როცა რეალურად 13 წუთზე მოხდა. გამოდის, რომ 32 წუთში გაეწია რეანიმატოლოგის დახმარება. ეს ეჭვქვეშ აყენებს დოკუმენტს და ფორმა 100-ს. „ასტრაზენეკას“ სჭირდება გარკვეული დოკუმენტაცია, ეს არის სამედიცინო ისტორია ახალციხის კლინიკიდან,“ – განაცხადა ბარამაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ახალციხიდან თბილისში გადმოყვანილი 27 წლის ექთანი, რომლის მდგომარეობაც 18 მარტს, აცრის შემდეგ დამძიმდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები