ევროპელი მედიატორი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში ისევ ბრუნდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელის განცხადებით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება. მისი მიზანი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული დიალოგის კონკრეტულ შედეგამდე მიყვანა იქნება.

„შევაფასე საქართველოში კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიღწეული პროგრესი. ქართველი ხალხის ინტერესების შესამაბისი კომპრომისის მიღწევის დროა. ჩემი  წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად ისევ დაბრუნდება“, – აცხადებს შარლ მიშელი, რომელიც საქართველოში მიმდინარე თვეს იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მენ, მხარეების პოზიციების დასაახლოებლად და კონკრეტული შედეგის მისაღწევად, პროტოკოლით გათვალისწინებული დღის წესრიგიც შეცვალა და დაგეგმილზე დიდხანს დარჩა ქვეყანაში, თუმცა, დიალოგის შედეგად შედეგი არ დადგა.

მსგავსი თემები