27 წლის ექთნის გარდაცვალების მიზეზების შესასწავლად, შესაძლოა „ასტრაზენეკას“ წარმომადგენლობა ჩამოვიდეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, ახალციხეში, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების საქმის შესასწავლად საქართველოში თავად „ასტრაზენეკას“ წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

„ფატალური გართულების შემთხვევაში, არსებობს დადგენილი წესი – შვედეთში არსებობს წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრი და იქ ყველა ინფორმაციას აგზავნის რეგულირების სააგენტო. ასევე, როდესაც დასრულდება საქმეზე გამოძიება, ეცნობება როგორც  „ასტრაზენეკას“, ისე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას. თავდაპირველად მიდის მოკლე „რეპორტი“, შემდეგ კი უფრო გაფართოებული. მათი წარმომადგენლები ჩადიან ხოლმე და ადგილზე სწავლობენ ვითარებას. ეს ჩვენს შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული, იმიტომ, რომ თვითონ კომპანიაც და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც დაინტერესებულია, რომ ვითარება იყოს გარკვეული და ცნობილი“,- განაცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები