დათა ვანიშვილის სამძიმარზე მხოლოდ საოკუპაციო ზოლს მიღმა მცხოვრებნი მივიდნენ

დღეს დათა ვანიშვილს დაკრძალავენ. მიმდებარე ტერიტორიას ქართველი სამართალდამცველები იცავენ.

გარდაცვლილის მეუღლის ინფორმაციით,  მან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებისგან პირობა მიიღო, რომ სამგლოვიარო პროცესიაზე მისულ ნათესავებს და ოჯახის წევრებს შეფერხების გარეშე გაატარებენ.

თუმცა, ამ მომენტში, დათა პაპას ოჯახისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად მხოლოდ ის ადამიანები მივიდნენ,  რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ.

შეგახსენებთ, რომ დათა ვანიშვილის სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი ოკუპანტებმა 2011 წელს მავთულხლართებით გაყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავები და ოჯახის წევრები ჰყავდა, სახლი მაინც არ დატოვა. უკანონო გადაწყვეტილებას დათა პაპა სიცოცხლის ბოლომდე, 10 წლის განმავლობაში ებრძოდა.

მსგავსი თემები