საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 396 პაციენტი

  •  

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 396 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ათი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 185 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 993, პისიარტესტით – 3 192.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,75 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,56 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,72 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 277 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 270 369 გამოჯანმრთელდა, 3 710 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 204, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 460 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 173 პირი.

ამასთან, 21 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 189 პაციენტი.

მსგავსი თემები