“ვაქცინაცია მრავალპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდება” – თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის ექსპერტების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება. 

“ვაქცინაციის ექსპერტების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროგრამის გაგრძელების შესახებ, რაც ემყარება ევროპის მარეგულირებლის დასკვნას. გამომდინარე იქიდან, რომ “ასტრაზენეკას” ფონზე გვერდითი მოვლენები არსებობს, მაგრამ რისკები მნიშვნელოვნად მცირეა, მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით, ვაქცინაციის პროცესი, ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით გაგრძელდება. 

ექსპერტების რეკომენდაციით, ვაქცინაცია მრავალპროფილურ სტაციონარებში ჩატარდება.

გუშინდელმა შემთხვევამ დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა დროულად შესრულდა და 1 წუთი არ დაკარგულა და იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, მაგრამ იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და ვაქცინაციის პროცესს უკავშირდება, მაინც უფრო უსაფრთხოა მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება. ამიტომ, ყველა ის ჯავშანი, რომელიც ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ ამბულატორიულ დაწესებულებებში დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მრავალპროფიულ სტაციონარებში.

40 კლინიკაა, რომელსაც რეანიმაციული განყოფილება აქვს და ყველა პირობასთან ერთად, ანაფილაქსიური რეაქციის სწრაფი მართვისთვის აქ არის კიდევ დამატებითი რეანიმაციული განყოფილება, რაც იმის გარანტიას გვაძლევს, რომ ჩარევა დროული იყოს,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მსგავსი თემები