“ადრენალინის მარაგი არის ყველა დაწესებულებაში” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ადრენალინის მარაგი არის ყველა დაწესებულებაში. ამის შესახებ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ადრენალინის გარეშე ვერ მუშაობს სამედიცინო სისტემა.

„ადრენალინი არის ეპინეფრინი, დავაზუსტებ. ადრენალინი არის ის ნივთიერება, რომელიც ნაჩვენებია პროტოკოლით და რომლის მარაგიც არის, ასევე არის ყველა დაწესებულებაში. ამდენად, რა თქმა უნდა, ეს მედიკამენტი გამოყენებულ იქნა. მის გარეშე სამედიცინო სისტემა ვერ მუშაობს. უხერხულია შეკითხვა, ადრენალინი არის თუ არა ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები