„ჩვენ ვამზადებთ სამართლებრივ დოკუმენტს მსოფლიოს ფედერაციაში გასაგზავნად“ – ირაკლი აბუსერიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„გუშინ ვიხილეთ ხარვეზის დადგენა, რასაც საჯარო რეესტრი ვერ აუვლიდა გვერდს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა.

ირაკლი აბუსერიძის თქმით იმ ხარვეზებს, რაც ტყემალაძის არჩევას მოჰყვა რეესტრი გვერდს ვერ აუვლიდა, როგორც ყოფილი კანდიდატი ამბობს მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებულია მსოფლიო რაგბის ფედერაცია:

„ხმების დათვლა ყოველთვის წესდებით არის განსაზღვრული, დღის წესრიგს დაემატა წესდების საკითხი,ასევე არის სიცრუე ადამიანი გამოდიოდა იძახდა ყველა ტელე ეთერში, რომ ორი თვე მაქვს ვადა წესდების შესამუშავებლად კლუბებთან ერთადო, ამ დროს არცერთი კლუბი არ არის ინფორმირებული,

აქ უკვე იკვეთება ორმაგი სტანდარტი, რომ შევადაროთ აბუსერიძის აქტი და ტყემალაძის აქტი დიდი კითხვის ნიშანი ისმება.

საფრანგეთის ყველაზე დიდ სპორტულ გამოცემას გადავუგზავნე მასალები და ნახეს რა ვითარებაში ტარდებოდა არჩევნები, მათ თვითონ აიღეს ინიციატივა მსოფლიო ფედერაციისთვის თავად მიეწერათ, ჩვენ ასევე ვამზადებთ სამართლებრივ დოკუმენტს მსოფლიოს ფედერაციაში გასაგზავნად, მოგვიწევს ცხადია იქ ჩასვლაც,“ – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება

მსგავსი თემები