“გუშინ ნატო-ს სამხედრო ძალების ხომალდები შევიდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, რაც მიზნად ისახავს ჩვენი საზღვაო ძალების შესაძლებლობების გაზრდას” – ინეს სტონტელბერგი

  •  

ნატო-ს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს სამხედრო ძალების ხომალდების შესვლა მიზნად ისახავს საზღვაო ძალების შესაძლებლობების გაზრდას.

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ერთობლივი ტრენინგებისა და წვრთნების გაძლიერებას და ავამაღლებთ სიტუაციის შესახებ ცნობირებას, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში. გუშინ ნატო-ს სამხედრო ძალების ხომალდები შევიდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ეს ვიზიტი მიზნად ისახავს ჩვენი საზღვაო ძალების შესაძლებლობების გაზრდას, რათა მათ ერთობლივად შეძლონ მუშაობა, მათ შორის საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად წვრთნების ჩასატარებლად. ნატო-ს ხომალდების ეს ვიზიტი და ერთობლივი წვრთნები აჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია პრაქტიკული თანამშრომლობა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატ-ოს გენერალური მდივნის განმარტებით, შავი ზღვის უსაფრთხოება ნატო-სთვის და საქართველოსთვის პრიორიტეტულია. სტოლტენბერგის განცხადებით, მუშაობენ შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს პოზიციების გასამტკიცებლად.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდით რეგიონში. რუსეთი იყენებს ყირიმს, რათა განალაგოს სამხედრო ძალები შავ ზღვაში. ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ნატო-ს პოზიციების გასამტკიცებლად შავი ზღვის რეგიონში“, – განაცხადა იენს სტროლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა ნატო-ს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს (SNMG2) მასპინძლობს.

ნატო-ს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 18 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი წვრთნების დასრულების შემდგომ დატოვებენ.

მსგავსი თემები