კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 42 საბავშვო ბაღი დროებით დახურულია

ამჟამინდელი მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 42 საბავშვო ბაღი დროებით დახურულია.როგორც თბილისში კორონავირუსის გამო, ჯამში 46 საბავშვო ბაღი დაიხურა, თუმცა, 4 უკვე გაიხსნა და საკარანტინე რეჟიმში 42 საბავშვო ბაღი რჩება.

შეგახსენებთ, საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი პირველ მარტს განახლდა.

როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განმარტავენ, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში მკაცრად ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა და კონტროლი, რაც Covid-19-ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმო-სკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს.

მსგავსი თემები