“ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად იყოს ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში” – დავით ზალკალიანი

  •  

ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად იყოს ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

დღეს, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, საუბარი ძირითადად შეეეხება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას.

მისი შეფასებით, ამ თვალსაზრისით საქართველოს სერიოზული პროგრესი აქვს.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის უმაღლესი და ყველაზე შინაარსიანი ფორმატი, რაზეც ძირითადად, საუბარი მიმდინარეობს ასოცირების იმპლემენტაციაზე და ამ მხრივ საქართველოს მართლაც სერიოზული პროგრესი აქვს, მაგრამ აუცილებელია ვისაუბროთ, როგორც პროგრესზე, ასევე სამომავლო პერსპექტივებზე იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით, რაც არის რეგიონში ჩვენს გარშემოა შექმნილი. ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად იყოს ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

მსგავსი თემები