მეშახტეები პროტესტს აგრძელებენ. მაღაროში ჩასულები უკან არ ამოდიან და მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ.
ტყიბულის შახტაში დასაქმებულები პროტესტს ხელფასის შემცირების გამო გამოხატავენ. ამ წუთებში, შახტაში, 15-მდე ადამიანი იმყოფება და ამოსვლაზე უარს აცხადებს.
შახტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და აცხადებენ, რომ საუბარი შედეგით დასრულდება.