„არა“ ნაფიც მსაჯულებს, რადგანაც, მათ მარტივად მოისყიდიან“ – ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილი ნაფიც მსაჯულებზე უარს იმ მოტივით ამბობს, რომ მათ არ ენდობა და მისი საქმის განხილვას საქალაქო სასამართლოში ითხოვს.

როგორც დაკავებულის ინტერესების დამცველმა, ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტა, ზურაბაშვილის მიზანი იყო მხოლოდ ყურადღების მიქცევა, თუმცა, ამ მიზნისთვის მან საკმაოდ მძიმე ფორმა აირჩია.

„რაც შეეხება ნაფიც მსაჯულებზე უარის თქმას, მიუხედავად ადვოკატების დასაბუთებისა, რომ კარგი იქნებოდა ნაფიცი მსაჯულები აერჩია, მან კატეგორიული უარი განაცხადა. ზურაბაშვილის თქმით, ნაფიც მსაჯულებს მარტივად მოისყიდიან, მას სახალხო იდეები აქვს და თუ ხალხი გაამტყუნებდა, გამოვიდოდა, რომ რისთვისაც იბრძოდა, ის იდეა მოკვდებოდა. ამიტომ, გადაწყვიტა, რომ სასამართლომ განსაჯოს მისი ბედი. იცის, რომ ის განწირულია, ამიტომ ამ პასუხისმგებლობას სასამართლოს აკისრებს, არ უნდოდა, რომ ეს პასუხისმგებლობა ხალხს დაკისრებოდა თუკი, გაამტყუნებდნენ“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განმარტებით, ზურაბაშვილის მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ საზოგადოების და მედიის ყურადღება მიექსია, თუმცა, ამისთვის რთული და უხეში ფორმა გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ზურაბაშვილს,  რომელიც  მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 19 პირი მძევლად აიყვანა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წარდგენილი მუხლო 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები